ძაღლის ჯიშები

შიბა ინუ

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

შიბა ინუ

შიბა ინუ საშუალო ზომის შპიცის ტიპის ძაღლია. კურდღლებსა და ფრინველებზე ნადირობისთვის გამოყვანილ ამ კომპანიონ ცხოველს მტაცებლის ძლიერი ინსტინქტი აქვს. თუმცა, შეუდარებელი ერთგულებისა და ლოიალურობის გამო ის შესანიშნავი კომპანიონი ცხოველია აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. მაღალი ენერგიისა და გაბედული ბუნების გათვალისწინებით, შიბა ინუს ყოლა დიდი დროისა და ენერგიის ინვესტიციას საჭიროებს.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • გონიერება
  • დამოუკიდებლობა
  • თავდაჯერება
  • სითამამე
  • სიფხიზლე
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • ერთგულება
  • სისწრაფე
  • მხიარულება
  • ზომა

    მდედრი შიბა ინუ სიმაღლეში 34-39 სანტიმეტრს აღწევს. ჯიშის მამრობითი სქესის წარმომადგენლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და 37-42 სანტიმეტრს უტოლდება. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 58-71 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    შიბა ინუს წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 6.8-დან 10.9 კილოგრამამდე იწონიან. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    შიბა ინუს სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 69-83 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    შიბა ინუ ძალიან სუფთა ჯიშია. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები კატების მსგავსად ზრუნავენ საკუთარ სისუფთავეზე. თუმცა, როგორც კომპეტენტურ მშობლებს, მათი ბეწვის მოვლა  ყოველ მეორე დღეს გვმართებს. ეს კომპანიონი ცხოველები წელიწადში ორჯერ იცვლიან ბეწვს. ამ პერიოდში, გაცვენილი ბეწვის მოსაშორებლად, მათი ყოველდღიური დავარცხნაა რეკომენდირებული. შიბა ინუს ყველაზე ხშირად თეთრ, შავ, ჟღალ, ყავისფერ და კრემისფერ ფერებში შეხვდებით.