Dog Breeds

ჩაუ ჩაუ

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

Dog Breeds

ჩაუ ჩაუ

როგორ ფიქრობ, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ჩაუ ჩაუს პოლარულ დათვებთან და ჟირაფებთან? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ლურჯი ენაა. აზიური წარმოშობის ამ უნიკალურ კომპანიონ ცხოველს გამორჩეულ გარეგნობასთან ერთად, მტკიცე პიროვნება და არნახული სიმშვიდეც გამოარჩევს სხვა კომპანიონი ცხოველებისგან. 

ჩაუ ჩაუ ჭკვიანი, დამოუკიდებელი და თავშეკავებული ძაღლია, რომელსაც დომინანტური ქცევა და დამცველობითი ინსტიქტები ახასიათებს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრი მონოგამია და საკმაოდ სერიოზული ხასიათი აქვს. 

სათანადო სოციალიზაციისა და წვრთნის შემთხვევაში, ჩაუ ჩაუს თანდაყოლილი ხიბლისა და უნიკალური პიროვნული თვისებების გამოვლენის განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • ძლიერი ნებისყოფა
  • დამოუკიდებლობა
  • თავშეკავებულობა 
  • სიმშვიდე
  • ერთგულება
  • სიჯიუტე
  • დამატებითი წვრთნის საჭიროება
  • ყოველდღიური მოვლა
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ჩაუ ჩაუ სიმაღლეში 46-56 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ჩაუ ჩაუს სიგრძე 64-74 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ჩაუ ჩაუს წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული ჩაუ ჩაუ 18-დან 31.5 კილოგრამამდე იწონის. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ჩაუ ჩაუს სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 77-93 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული. ჩაუ ჩაუს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე განსაკუთრებულ გავლენას კლიმატური პირობები ახდენს. მაღალი ტემპერატურის პირობებში მათი  სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლოა განახევრდეს კიდეც. 

    ბეწვის საფარი

    ჩაუ ჩაუს ხშირი, ორმაგი ბეწვის საფარი ამშვენებს. ბეწვი განსაკუთრებით სქელი კისერზეა, რაც ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს გამორჩეულ იერს ანიჭებს. ჩაუ ჩაუს ბეწვი ფერების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და კრემისფერთან ერთად, ჟღალ, შავ, ყავისფერ და ჩალისფერ ფერებსაც მოიცავს. ხშირი ბეწვით დაფარულ ჩაუ ჩაუს საუკეთესო შემთხვევაში ყოველდღიური მოვლა ესაჭიროება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თვალებისა და სახის ნაკეცების სისუფთავეს. 

    ჩაუ ჩაუს ბეწვი წელიწადში ორჯერ, სეზონის ცვლილების დროს სცვივა. დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ამ დროს დამატებითი მოვლის უზრუნველყოფაა საჭირო. სქე­ლი ბეწ­ვის გა­მო ჩაუ ჩაუ ცხელ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბი­სთ­ვის შეუფერებელი კომპანიონი ცხოველია. ვინაიდან სქელი ბეწვი სითბური დარტყმის საფრთხესთან არის დაკავშირებული, ცხელ ამინდში ჩაუ ჩაუს გაგრილებაზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ.

  • ჯიშის ხასიათი

    ჩაუ ჩაუ გონიერი კომპანიონი ცხოველია, თუმცა, მისთვის დამახასიათებელი დამოუკიდებლობა და სიჯიუტე ხშირად წვრთნასთან დაკავშირებულ პრობლემებში ვლინდება. სწორედ ამიტომ ესაჭიროება ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს მშვიდი და პრაგმატული მშობელი, რომელსაც ოთხფეხა მეგობრის ვარჯიშისა და სოციალიზაციისთვის საჭირო რესურსების გამოთავისუფლების დრო და სურვილი აქვს. 

    ხანმოკლე ყოველდღიური ვარჯიში, სეირნობა და ინტერაქტიული სათამაშოებით თამაში, ჩაუ ჩაუს ჯანმრთელობასთან ერთად მისი ბედნიერების უზრუნველყოფაშიც დაგეხმარებათ.

    ჩაუ ჩაუ ხშირად ამჟღავნებს გულგრილობას უცხო ადამიანების მიმართ და მთელი თავისი ერთგულებით მხოლოდ ერთ ადამიანზე კონცენტრირდება. ამის მიუხედავად, სათანადო წვრთნისა და სოციალიზაციის შემთხვევაში, ეს უნიკალური კომპანიონი ცხოველები ოჯახის ყველა წევრთან, მათ შორის ბავშვებთანაც ჰარმონიულად თანაცხოვრებენ.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    დისპლაზია

    დისპლაზია სამედიცინო ტერმინია, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. 

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. 

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

    პანოსტეიტი

    პანოსტეიტი ფეხის ერთი ან მეტი გრძელი ძვლის ზედაპირის მტკივნეული ანთებაა, რომელიც ყოველგვარი ტრავმის ან გადაჭარბებული ვარჯიშის გარეშე, მოულოდნელად და სპონტანურად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება შესაძლოა ნებისმიერ კომპანიონ ცხოველში გამოვლინდეს, პანოსტეიტისადმი ძირითადად დიდი ჯიშები არიან მიდრეკილნი.

    დაავადებული ძაღლები, ჩვეულებრივ, 6-დან 18 თვემდე ასაკის არიან, თუმცა, თავდაპირველი სიმპტომები შესაძლოა 2 თვის ასაკშიც გამოვლინდეს. პანოსტეიტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ გენეტიკა, სტრესი, ინფექცია, მეტაბოლიზმი ან კვება შესაძლოა მაპროვოცირებელი ფაქტორები იყოს. 

    ენტროპიონი

    ენტროპიონი გახლავთ მდგომარეობა, როდესაც ქუთუთო თვალის მიმართულებით ბრუნდება და მის ზედაპირს ეხება. თუ ქუთუთოს კიდე შიგნით ჩაბრუნდა, წამწამები თვალის კაკლის ზედაპირს შეეხება და წყლულის წარმოქმნას გამოიწვევს. ენტროპიონი ადამიანების მსგავსად ცხოველებშიც თვალში უცხო სხეულის მოხვედრის შეგრძნებას, ცრემლდენასა და სიწითლეს იწვევს. გაღიზიანების დასაცხრობად ვეტერინარები ხშირად ხელოვნურ ცრემლსა და დამატენიანებელ მალამოებს იყენებენ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ჩაუ ჩაუს ნუტრიციოლოგიური საჭიროებები მის ასაკზე, ზომაზე, აქტივობის დონესა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სიმსუქნისადმი არიან მიდრეკილი, ამიტომ პორციის კონტროლს მათი სხეულის რეკომენდირებული მასის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ უკონტროლო კვებას და რეგულარულად აკონტროლეთ ოთხფეხა მეგობრის წონა. 

    ულუფების მოცულობის განსაზღვრისას თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების წესი მიიღეთ მხედველობაში. თუ თქვენი ჩაუ ჩაუ ძალიან აქტიურია, მას ნაკლებად ენერგიულ ძაღლებთან შედარებით მეტი კალორია დასჭირდება. 

    თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის საკვების შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ სპეციალურად დიდი ჯიშებისთვის შექმნილ საკვებს, რომელიც მათ საჭიროებებზე მორგებულ დაბალანსებულ ინგრედიენტებს შეიცავს. მოძებნეთ ძაღლის საკვები, რომელიც შემავსებლებისა და კონსერვანტებისგან თავისუფალია. ორგანიზმისთვის მავნე ხელოვნურმა დანამატებმა შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების პროვოცირება გამოიწვიოს.

    გახსოვდეთ, ცილებით მდიდარი, მაღალი ხარისხის საკვები კომპანიონი ცხოველის სახსრების ჯანმრთელობასა და კუნთების სათანადოდ განვითარებასაც ეფექტურად უზრუნველყოფს.  

    პანოსტეიტისადმი მიდრეკილების გამო, შესაძლოა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს მადა დაუქვეითდეს. ამ შემთხვევაში, მისთვის სათანადოდ დაბალანსებული და მადისაღმძვრელი საკვების შეთავაზებაა რეკომენდირებული. გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებისა ან ანტიოქსიდანტების მიწოდებაც გონივრული გადაწყვეტილება იყოს. 

    ჩაუ ჩაუს კვებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ალერგიული ფონის განვითარების რისკია. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება მიაქციეთ საკვებისადმი მგრძნობელობის ნებისმიერ ნიშანს (ქავილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ან კანის პრობლემები) და თუ ივარაუდებთ, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კვებითი ალერგია აწუხებს, მკურნალობის ეფექტური მეთოდების შესამუშავებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ნუტრიციოლოგს.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ჩაუ ჩაუ აზიური წარმოშობის უძველესი ჯიშია. ამ უნიკალური კომპანიონი ცხოველის გამოსახულებები 206 წლით დათარიღებულმა ჩინურმა არტეფაქტებმა შემოგვინახა. ჯიშმა განვითარების ადრეული წლები ჩინეთში, არისტოკრატების გვერდით, გაატარა. თუმცა, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ჯი­შის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბუ­დის­ტუ­რი ტაძ­რე­ბის მო­და­რა­ჯე­ე­ბი და ჩი­ნე­თის იმ­პე­რა­ტო­რე­ბის მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბი იყ­ვნენ. ამას ჩინეთში აღმოჩენილი, 2000 წელზე მეტი ხნით დათარიღებული ბარელიეფური ჩუქურთმებიც ადასტურებს. 

    დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ ჩაუ ჩაუ შარ-პეის, შიბა ინუსა (რადგან ნახსენებია, შეგვიძლია ამ ჯიშებზეც დავწეროთ) და აკიტას ენათესავება. სხვა კომპანიონი ცხოველების მსგავსად, ჩაუ ჩაუც ვარდისფერი ენით იბადება. მისი ენა მხოლოდ მაშინ იცვლის ფერს, რაც ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრი თვალების გახელას და სამყაროს აღქმას იწყებს. ენამ შესაძლოა ლურჯი, მეწამული ან შავი ფერი მიიღოს. ამის მიზეზად მეცნიერები პირის ღრუში დამატებითი პიგმენტაციის არსებობას ასახელებენ.