კატის ჯიშები

მანჩკინი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

მანჩკინი

მანჩკინი ბუნებრივი გენეტიკური მუტაციის შედეგად შეძენილი, უნიკალური, მოკლე ფეხების გამოა საყოველთაოდ ცნობილი. თუმცა, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების პირადად გაცნობისთანავე დარწმუნდები, რომ მათი მხიარული და მოსიყვარულე ბუნებაა იმის მიზეზი, თუ რატომ ჰყავთ ამ კომპანიონ ცხოველებს ამდენი თაყვანისმცემელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

მოკლე ფეხების მიუხედავად, მანჩკინები საოცრად ენერგიულები არიან და თამაშით დროის სასიამოვნოდ გაყვანაზეც არასდროს ამბობენ უარს. ეს კომუნიკაბელური კატები არასდროს კარგავენ ენთუზიაზმს, როდესაც საქმე კომპანიონი ადამიანის ცხოვრებაში ხალისისა და ბედნიერების შეტანას ეხება.  სწორედ ეს უნიკალური პიროვნება, შთამბეჭდავი გარეგნობა და მხიარული ბუნება აქცევს მანჩკინს ნებისმიერი ოჯახის მნიშვნელოვან წევრად.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მეგობრული ტემპერამენტი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • ცნობისმოყვარეობა
  • დამოუკიდებლობა
  • მხიარულება 
  • გონიერება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მანჩკინის სიმაღლე 18-20 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 40-45 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული მანჩკინი 2.3 კილოგრამიდან 4 კილოგრამამდე იწონის. თუმცა, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    მანჩკინის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ჩვეულებისამებრ, მანჩკინს მოკლე ბეწვი აქვს და ამის გამო გრუმინგსაც მხოლოდ კვირაში ერთხელ საჭიროებს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ თქვენი მანჩკინი გრძელი ბეწვის მქონე მეტისთან შეწყვილების შედეგად დაიბადა და მისი ბეწვი სტანდარტულთან შედარებით უფრო გრძელია, გირჩევთ გრუმინგის სიხშირე გაზარდოთ და ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ბეწვი კვირაში ორ-სამჯერ დავარცხნოთ. ეს ცვენასთან ერთად ბეწვის ჩახლართვასაც ააცილებს თვიდან თქვენს კომპანიონ ცხოველს.

  • ჯიშის ხასიათი
  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები
  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება
  • ჯიშის წარმოშობის ისტორია