თუ კერძო სახლში ცხოვრობთ და გვერდით ყველაზე ერთგული ანდა მამაცი კომპანიონი ცხოველი გსურთ, ბევრს ნუ იფიქრებთ, ქართული მთის ძაღლი საუკეთესო არჩევანია თქვენთვის! შთამბეჭდავი ზომის მიუხედავად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები თავშეკავებული, მშვიდი და მოსიყვარულე თანამგზავრები არიან მათ მიმართ, ვისაც ენდობიან. ეს კომპანიონი ცხოველები ხშირად ავლენენ აგრესიას უცნობი ადამიანების მიმართ, თუმცა ბავშვებისა და შინაური ცხოველებისადმი კეთილგანწყობით გამოირჩევიან.
მათი ისტორია საუკუნეებს ითვლის. ამ ჯიშის ძაღლებს, ასეულობით წლის განმავლობაში, ცხვრის ფარის მგლებისგან დასაცავად იყენებდნენ. დღეს, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სახლებსა და კერძო საკუთრებას დარაჯობენ. ისინი შესანიშნავად ეგუებიან ნებისმიერ ამინდს, მათ შორის მთის ცივ კლიმატს.
ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:
- ძლიერი ნებისყოფა
- სიმამაცე
- დამოუკიდებლობა
- სიმშვიდე
- სიფრთხილე
- დომინანტური ქცევა
- დამცველობითი ინსტინქტი
- გაწონასწორებული ფსიქიკა
- ერთგულება
- მოსიყვარულე ბუნება (კომპანიონი ადამიანების მიმართ)