Dog Breeds

ბორზოი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

Dog Breeds

ბორზოი

რუსული მგლის სახელით ცნობილი ბორზოი ცხოველების დევნის ძლიერი ინსტიქტის მქონე, მგზნებარე მონადირეა. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები მოხდენილი აღნაგობით და გრძელი, აბრეშუმისებრი ბეწვით ხასიათდებიან. სათანადო წვრთნისა და სოციალიზაციის შემთხვევაში, ბორზოის ჯიშის წარმომადგენლები მშვიდი ტემპერამენტის მქონე “ნაზ გიგანტებად” ყალიბდებიან. 

მაღალი ინტელექტისა და დამოუკიდებელი ბუნების გამო, ბორზოი იმ ოჯახებისთვის არის შესაფერისი, რომლებიც ერთგულ, მაგრამ თვითკმარ თანამგზავრს ეძებენ. ათლეტიზმი და რეგულარული ვარჯიშისადმი მიდრეკილება, მათ აქტიური ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებისთვისაც იდეალურ კომპანიონებად აქცევს. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მონადირე ძაღლის გენეტიკა
  • ცხოველების დევნის ძლიერი ინსტინქტი
  • სისწრაფე 
  • გამძლეობა
  • გონიერება
  • ტერიტორიული ქცევა
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • გამოცდილი პატრონის საჭიროება 
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი ბორზოი სიმაღლეში 69-76, მამრი ბორზოი კი 71-81 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ბორზოის სიგრძე 84-97 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ბორზოის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ბორზოი 41 კილოგრამს იწონის. მდედრი ბორზოის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 34 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბორზოის სიცოცხლის ხანგრძლივობა 7-დან 10 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 50-66 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ბორზოის ტალღოვანი სტრუქტურის, გრძელი, აბრეშუმისებრი ბეწვი კვირაში რამდენჯერმე საჭიროებს დავარცხნას. ზომის გამო, ბორზოის სრულყოფილად დაბანისა და გაშრობისთვის, შესაძლოა პროფესიონალი გრუმერის დახმარება დაგჭირდეთ. 

  • ჯიშის ხასიათი

    ბორზოის ჯიშის წარმომადგენლები საყვარელი ადამიანების მიმართ ღრმა ერთგულებით გამოირჩევიან. ამის გამო, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს “ნაზი გიგანტების” სახელითაც ხშირად მოიხსენიებენ. როტვეილერისა და გერმანული ნაგაზისგან განსხვავებით, ბორზოის ჯიშის წარმომადგენლები მცველი ძაღლები არ არიან. თუმცა, ისინი მაინც ხშირად აფრთხილებენ კომპანიონ ადამიანებს მათ ირგვლივ არსებული  საფრთხის შესახებ. 

    იმ შემთხვევაშიც კი თუ ბორზოის კატებთან ან სხვა პატარა ჯიშის ძაღლებთან ერთად აღზრდით, მონადირული ინსტიქტების გამო, ადრე თუ გვიან, მათზე პატარა ზომის ცხოველების დევნისადმი მიდრეკილება მაინც იჩენს თავს.

    ბორზოის აზროვნების დამოუკიდებლობა და სიჯიუტე მოთმინებასა და თანმიმდევრულ წვრთნას საჭიროებს. თუმცა, სწორი აღზრდისა და სოციალიზაციის შემთხვევაში, ბორზოი მორჩილ და კეთილგანწყობილ კომპანიონად ყალიბდება. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    დეგენერაციული მიელოპათია

    მიელოპათიის სახელით ცნობილი დაავადება ჩვენი ერთგული კომპანიონების ზურგის ტვინს აზიანებს. ამ მემკვიდრული დაავადების სიმპტომები გადაადგილებასა და წონასწორობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი ტვინის უჯრედების დაზიანებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მიელოპათია განუკურნებელია, კომპანიონი ცხოველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების არაერთი გზა არსებობს. ასეთ დროს ვეტერინართან კონსულტაცია საუკეთესო გამოსავალია. 

    ჰიპოთირეოზი

    ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაა. ჰიპოთირეოზის მქონე კომპანიონ ცხოველებში ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო  რაოდენობის თირეოიდულ ჰორმონებს ვერ გამოიმუშავებს. თირეოიდული ჰორმონების შემცირებული რაოდენობა კი ორგანიზმის ფუნქციონირებას აფერხებს და შედეგად ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიც კანის სიმშრალე, დაღლობა და უენერგიობაა. 

    ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის იოდით მდიდარი, დაბალანსებული დიეტაა საჭირო. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტირება ამ მდგომარეობის დროულ იდენტიფიცირებასა და მართვაში დაგეხმარებათ. 

    სტომატოლოგიური პრობლემები

    ბორზოისთვის დამახასიათებელი სტომატოლოგიური პრობლემები ხშირად პაროდონტიტსა და კბილის რეზორბციას მოიცავს. პაროდონტიტი ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე ვითარდება და იმ ქსოვილების დაზიანებას იწვევს, რომლებიც კბილს კბილბუდეში აფიქსირებენ. რეზორბციას რაც შეეხება, ეს დაავადება ხშირად ღრძილის ქვეშ ფარულად მიმდინარეობს და კბილის ფესვის დაშლას იწვევს. 

    აღნიშნული სტომატოლოგიური პრობლემების სამართავად აუცილებლად მიჰყევით თქვენი ვეტერინარის რჩევებს. სათანადო მკურნალობის გარეშე ამ დაავადებებმა შესაძლოა ტკივილი და კვების გაძნელება გამოიწვიოს. პრევენციის მიზნით სასურველია რეგულარულად იზრუნოთ თქვენი კომპანიონი ცხოველის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ბორზოის კვება ჯიშის უნიკალური ნუტრიციოლოგიური საჭიროებების გულდასმით გათვალისწინებას საჭიროებს. დაბალანსებული საკვების შერჩევისას, კომპანიონი ცხოველის ზომასა და აქტივობის დონესთან ერთად მის  გენეტიკურ მიდრეკილებებსაც სათანადო ყურადღება მიაქციეთ.

    როგორც აქტიურ და ენერგიულ ჯიშს, ბორზოის საკმარისი რაოდენობით მაღალი ხარისხის ცილა ესაჭიროება. ცილა ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს კუნთების განვითარებასა და აღდგენასთან ერთად, საერთო სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებაშიც შეუწყობს ხელს. ცხიმი ბორზოის დიეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ომეგა 3 და ომეგა 6 ჯანსაღი ცხიმები ენერგიის კონცენტრირებულ წყაროს წარმოადგენენ და განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ამ სწრაფი და მოქნილი ძაღლების ცხოვრების ხარისზე. 

    კომპანიონი ცხოველის საკვები ნახშირწყლებსაც ზომიერი რაოდენობით უნდა შეიცავდეს. ყავისფერი ბრინჯის, ქერისა და შვრიის მსგავსი მარცვლეულისგან მიღებული რთული ნახშირწყლები მდგრად ენერგიას და საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 

    ძლიერი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებას რაც შეეხება, ამის უზრუნველსაყოფად, ბორზოის კალციუმი და ფოსფორი ესაჭიროება. მინერალების სწორი ბალანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწრაფი ზრდის ფაზაშია. გახსოვდეთ, ვიტამინები და მინერალები ფიზიოლოგიური პრიცესების სწორად წარმართვასთან ერთად, იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ორგანიზმის უჯრედულ დონეზე აღდგენაშიც ეხმარება ჩვენს ოთხფეხა მეგობარს. 

    ამ ფაქტორების გულდასმით გათვალისწინებით და ნუტრიციოლოგთან აქტიური კომუნიკაციით თქვენი ბორზოის ჯანმრთელობას მთელი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესოდ შეინარჩუნებთ. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    მოხდენილი გარეგნობითა და ათლეტიზმით ცნობილი ბორზოი რუსეთში მცხოვრებმა თავადაზნაურებმა, მე-16 საუკუნეში, სპეციალურად მგლებზე და მელიებზე სანადიროდ გამოიყვანეს. ბორზოი რუსული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად “სწრაფს” ნიშნავს. ეს მართლაც რომ გამორჩეულად სწრაფი კომპანიონი ცხოველი სალუკისა და სქელი ბეწვის მქონე რუსული ჯიშების შეწყვილების შედეგად მოევლინა სამყაროს. 

    ბორზოი 1917 წლის რევოლუციამდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსეთის სამეფოში. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ყოლის უფლება მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ჰქონდათ. საუკუნეების განმავლობაში, ბორზოის  გაყიდვა კანონით იყო აკრძალული და მისი საჩუქრად მიღებაც მხოლოდ მეფისგან შეიძლებოდა. 

    ბორზოი საერთაშორისო კინოლოგიის ფედერაციამ 1956 წელს აღიარა ოფიციალურ ჯიშად.