ძაღლის ჯიშები

ქართული მთის ძაღლი (ქართული ნაგაზი)

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ქართული მთის ძაღლი (ქართული ნაგაზი)

თუ კერძო სახლში ცხოვრობთ და გვერდით ყველაზე ერთგული ანდა მამაცი კომპანიონი ცხოველი გსურთ, ბევრს ნუ იფიქრებთ, ქართული  მთის ძაღლი საუკეთესო არჩევანია თქვენთვის! შთამბეჭდავი ზომის მიუხედავად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები თავშეკავებული, მშვიდი და მოსიყვარულე თანამგზავრები არიან მათ მიმართ, ვისაც ენდობიან. ეს კომპანიონი ცხოველები ხშირად ავლენენ აგრესიას უცნობი ადამიანების მიმართ, თუმცა ბავშვებისა და შინაური ცხოველებისადმი კეთილგანწყობით გამოირჩევიან. 

მათი ისტორია საუკუნეებს ითვლის. ამ ჯიშის ძაღლებს, ასეულობით წლის განმავლობაში, ცხვრის ფარის მგლებისგან დასაცავად იყენებდნენ. დღეს, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სახლებსა და კერძო საკუთრებას დარაჯობენ. ისინი შესანიშნავად ეგუებიან ნებისმიერ ამინდს, მათ შორის მთის ცივ კლიმატს. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • ძლიერი ნებისყოფა
  • სიმამაცე
  • დამოუკიდებლობა
  • სიმშვიდე
  • სიფრთხილე
  • დომინანტური ქცევა
  • დამცველობითი ინსტინქტი
  • გაწონასწორებული ფსიქიკა
  • ერთგულება
  • მოსიყვარულე ბუნება (კომპანიონი ადამიანების მიმართ)

    • ზომა

    ქართული მთის ძაღლი სიმაღლეში 60-65  სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ჯიშის წარმომადგენელთა სხეულის სიგრძე, ჩვეულებისამებრ,  80-100 სანტიმეტრს არ აღემატება.

    • წონა

    ქართული მთის ძაღლის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლების წონა 50-70 კილოგრამის ფარგლებში იცვლება. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ქართული მთის ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 12 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 79-93 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    ქართულ ნაგაზს სხეულზე კარგად მომჯდარი, მოკლე საფარველი ამშვენებს. როგორც წესი, ბეწვი კისრისა და ბარძაყის უკანა მხარეს უფრო გრძელია ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების მოკლე, მაგრამ სქელი საფარველი ორი ფენისგან შედგება და მთის მკაცრი კლიმატის ფონზე შესანიშნავ თბორეგულაციას უზრუნველყოფს წელიწადის ნებისმიერ დროს. 

    ზედმეტი ცვენის თავიდან ასაცილებლად, ქართული მთის ძაღლის ბეწვი რეგულარულ მოვლას საჭიროებს, განსაკუთრებით სეზონური ცვლილებების დროს. ბეწვს ფერების ნებისმიერი კომბინაცია შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა გამოვლინდეს ალბინიზმიც.