კატის ჯიშები

სფინქსი

  • ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარები

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

სფინქსი

ბეწვის საფარის არარსებობის გამო სფინქსის სხეულის ტემპერატურა  სხვა კატებთან შედარებით გაცილებით მაღალია. ამის გამო, ამ კომპანიონ ცხოველებთან შეხებას სითბოს და სიმყუდროვის სასიამოვნო შეგრძნება ახლავს თან. ერთი შეხედვით მკაცრი იერის მქონე სფინქსები ექსტროვერტები არიან და ყურადღების ცენტრში ყოფნა განსაკუთრებით მოსწონთ. გონიერი და ცნობისმოყვარე პიროვნების გამო სფინქსები კომპანიონი ადამიანების სასიამოვნოდ გაოცებას არასდროს წყვეტენ.

ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ცხოვრების მთავარ ბედნიერებად კომპანიონ ადამიანებთან ყოველდღიურ ინტერაქციას მიიჩნევენ. ამის გათვალისწინებით, თუ მეგობრული პიროვნების მქონე ინტერაქტიულ და მოსიყვარულე კომპანიონს ეძებთ, სფინქსი შესანიშნავი არჩევანია თქვენთვის. ბეწვის არარსებობის გამო სფინქსი ალერგიული ადამიანებისთვისაც საუკეთესო კომპანიონი ცხოველია. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მოსიყვარულე ბუნება
  • მაღალი ენერგეტიკული დონე 
  • სოციალური ხასიათი
  • ცნობისმოყვარე
  • ერთგულება
  • გონიერება
  • ზომა

    სფინქსის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 33-38 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული სფინქსი 4.5 კილოგრამიდან 5.4 კილოგრამამდე იწონის. თუმცა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, სფინქსის წონა გენეტიკურ მემკვიდრეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კვების რაციონზეა დამოკიდებული. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    სფინქსის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. ვეტერინართან რეგულარული ვიზიტები და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    სფინქსის სხეულს ღია ფერის ხავერდოვანი ბუსუსები ფარავს. ამის გამო, სფინქსის კანი ერთი შეხედვით ატმის ზედაპირს მოგაგონებთ. ტრადიციული ბეწვის საფარის არარსებობის გამო, კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სფინქსის კატებს განსაკუთრებული ყურადღება და რეგულარული ბანაობა ესაჭიროებათ. სასურველია, ეს პროცედურა ყოველკვირეულად ან ორ კვირაში ერთხელ გაიმეოროთ. კანის გაღიზიანებისა და ზედმეტი სიმშრალის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ნაზი შამპუნი, რომელიც სპეციალურად კატებისთვის არის შექმნილი.