ჩვენ უნდა ვიქცეთ კომპანიონი ცხოველების ზრუნვისა და კომპეტენტური სიყვარულის სიმბოლოდ. სწორედ ეს მიდგომა აძლიერებს ჩვენს მიზანს – გაგიმარტივოთ ოთხფეხა მეგობრების კომპეტენტური მშობლობა და შესაძლებლობა მოგცეთ ისე იზრუნოთ მათ ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე, მართლა როგორც საჭიროა!
კომპეტენტო კომპანიონი ცხოველების საკვებია, რომელიც კომპეტენტურ მშობლობას გიმარტივებს. ეს არ არის უბრალოდ თაროზე განთავსებული კიდევ ერთი ბრენდი; ეს არის აზრის რევოლუცია იმის შესახებ, თუ როგორ გვესმის და ვაკმაყოფილებთ ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრების კვებით საჭიროებებს.
ხარისხიანი პროდუქტი – ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ვქმნით პრემიუმ ხარისხის პროდუქტს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითა და მაღალი სტანდარტების დაცვით მზადდება. წარმოების პროცესში, ჩვენ მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება მომხმარებლისადმი ღრმა პატივისცემას ეფუძნება.
ხარისხის მკაცრი კონტროლით გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ მიერ წარმოებული თითოეული პროდუქტი არა მხოლოდ დააკმაყოფილებს, არამედ აღემატება კიდეც მარეგულირებელ მოთხოვნებსა და თქვენს მოლოდინებს.
ცოდნის გავრცელება – ჩვენი მიზანია კომპეტენტური ცოდნის გავრცელებით დავეხმაროთ ადამიანებს, რომ სწორად იზრუნონ ოთხფეხა მეგობრებზე. ჩვენთვის ცოდნა ძლიერი ბერკეტია, რომელიც ინდივიდებს კომპანიონი ცხოველების მოვლასთან დაკავშირებული უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. გვჯერა, ინფორმირებული მფლობელები უფრო ხანგრძლივ, ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას შესთავაზებენ თავიანთ ერთგულ თანამგზავრებს.
კვალიფიციურ ვეტერინარებთან და ნუტრიციოლოგებთან თანამშრომლობა ჩვენ მიერ გაზიარებულ ცოდნას მეტ სიზუსტესა და პრაქტიკულობას სძენს. კომპეტენტური ცოდნის გავრცელებით, ჩვენ არა მხოლოდ კომპანიონი ცხოველებისა და მათი მშობლების ინდივიდუალურ ცხოვრებას ვაუმჯობესებთ, არამედ უფრო ინფორმირებული და პასუხისმგებელიანი საზოგადოების ჩამოყალიბებასაც ვუწყობთ ხელს.
პატიოსნება – გულწრფელობა, სანდოობა და სამართლიანობა ჩვენი ხასიათია. გვჯერა, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობისათვის ეს ყოველივე უმთავრესია. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება ჩვენი რეპუტაცია და საქმიანი ურთიერთობები. გვჯერა, რომ პატიოსნება, სანდოობა და სამართლიანობა არ მხოლოდ მორალური ვალდებულებები, არამედ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი თვისებებია.
მორალური პრინციპების ურყევი დაცვა და პატიოსნებისადმი ერთგულება წარმოებული პროდუქტებისთვის ინგრედიენტების შერჩევიდან – მომხმარებელთან ღია და გულწრფელ კომუნიკაციამდე, ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტში მოჩანს.
ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი ცხოვრება კომპანიონ ცხოველს დაუკავშიროს. თუმცა, ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის ნაწილში კომპეტენტური ინფორმაცია რთულადაა ხელმისაწვდომი. სფერო სავსეა არასანდო რჩევებითა და მოძველებული ინფორმაციით. ეს დეფიციტი განსაკუთრებით შინაური ცხოველების კვებისა და მოვლის ნაწილში იგრძნობა. სწორედ ამის გამო შევქმენით ბრენდი „კომპეტენტო“, რომელიც მაღალი ხარისხის საკვებს ქმნის და ერთ სივრცეში უყრის თავს თქვენთვის და თქვენი კომპანიონი ცხოველისთვის საჭირო სანდო ინფორმაციას.
ჩვენი ბრენდი კომპეტენტური სიყვარულის იდეაზეა დაფუძნებული. გვჯერა, რომ ადამიანებს მივცემთ რჩევებს, რომელთა მეშვეობითაც ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვას გაიმარტივებენ და შინაური ცხოველების მოვლას დაიწყებენ ისე – მართლა როგორც საჭიროა.
კომპეტენტო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრენდი ან შინაური ცხოველების საკვები; ეს არის ფილოსოფია, რომელიც ემყარება რწმენას, რომ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვა არის პასუხისმგებლობა, რომელიც სიყვარულთან ერთად კომპეტენციასაც საჭიროებს. წინააღმდეგობრივი ინფორმაციითა და მოძველებული რჩევებით სავსე სამყაროში, კომპეტენტო გამოცდილ და სანდო ექსპერტად გვევლინება.