პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და Cookie პოლიტიკა

რამდენადაც, საქართველომ დანერგა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა
(„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი), რათა უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. შპს ნუტრიმაქსმა (ს.ნ.: 206330709, შემდგომში „კომპანია“), მისი პროდუქციის რეკლამირებისა და რეალიზაციის მიზნით შექმნილი ვებსაიტის, competento.com, მომხმარებლების (შემდგომში „მონაცემთა სუბიექტი“), უფლებების უზრუნველსაყოფად დანერგა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და Cookie პოლიტიკა

მონაცემთა სუბიექტი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე პოლიტიკასა და სურვილის
შემთხვევაში დაადასტუროს იგი, შესაბამისად, გასცეს თანხმობა მისი პერსონალური
მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, ქვემოთ, თანხმობის ნიშნის მონიშვნის
საშუალებით

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს
პროცედურებს მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და
შენახვასთან დაკავშირებით.

ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია მოიპოვებს მონაცემთა
სუბიექტისთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს ანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში, ასევე, შესაძლოა გამოყენებულ იქნას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მონაცემთა სუბიექტებს მივაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და მათი გამოყენების მექანიზმებთან დაკავშირებით.

კომპანია იძლევა გარანტიას, რომ:

  • იზრუნებს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობაზე;
  • იზრუნებს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოიყენებს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს არამართლზომიერად;
  • მონაცემთა სუბიექტის ნებისმიერ დროს მიაწვდის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

1. განმარტებები

1.1. პერსონალურიმონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;
1.2. მონაცემთასუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
1.3. პერსონალურმონაცემთადამუშავება– მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
1.4. პირდაპირიმარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით. პირდაპირ მარკეტინგად არ მიიჩნევა სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან.
1.5. მონაცემთასუბიექტისწერილობითითანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან სხვაგვარად აღნიშნა წერილობით ან მასთან გათანაბრებული ფორმით (წინამდებარე პოლიტიკის შემთხვევაში, ქვემოთ მითითებული თანხმობის ნიშნის მონიშვნით).
1.6. მონაცემთადამუშავებაზეპასუხისმგებელიპირი- ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ 2.ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას. წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის კომპანიის მარკეტინგისდეპარტამენტი;

2. პერსონალურიმონაცემები, რომელსაცვებსაიტისსაშუალებითდაამუშავებსკომპანია

ვებსაიტის მოქმედებისა და წინამდებარე პოლიტიკის ფარგლებში, კომპანია დაამუშავებს მონაცემთა სუბიექტის შემდგომ პერსონალურ მონაცემებს:

  • მონაცემთა სუბიექტის სახელი და გვარი;
  • მონაცემთა სუბიექტის ელექტრონული ფოსტა.

კომპანია მონაცემებს მიიღებს უშუალოდ მონაცემთა სუბიექტებისგან.

3. პერსონალურმონაცემთადამუშავებისმიზანიდასაფუძველი

მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება კომპანიის მარკეტინგული აქტივობების განხორციელებისა და ვებსაიტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველია მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.

4. მონაცემთასუბიექტისუფლებები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოსთხოვოს ინფორმაცია კომპანიას მისი მონაცემების დამუშავების თაობაზე. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

  • მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
  • მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
  • მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ ან/და ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით განსაზღვრული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ;
  • მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
  • მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
  • ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მონაცემთა სუბიექტს ასევე უფლება აქვს:

  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოს მათი ასლები, ასევე მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, მონაცემთა დაბლოკვა (დამუშავების დროებით შეჩერება).

შესაძლოა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიუხედავად, განაგრძოს, არ წაშალოს/გაანადგუროს მისი პერსონალური მონაცემი, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერი საფუძველი.

  • ნებისმიერ დროს, კომპანიისთვის წერილობითი შეტყობინებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე/შეგროვებაზე/გადაცემაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად მონაცემთა დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშლება/განადგურდება, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (იმ შემთხვევაში თუ მონაცემთა დამუშავება მოხდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში) თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებები.

5. მონაცემთადამუშავებისმეთოდი

სუბიექტის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით მოხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ასევე ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის მიერ ვებსაიტზე განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით. მონაცემთა სუბიექტის მიერ კომპანიის ვებსაიტის მეშვეობით აქტივობაში ჩართვისას, მონაცემთა სუბიექტის სურვილის შემთხვევაში, იგი უთითებს ინფორმაციას, როგორიცაა:

  • სახელი;
  • გვარი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი.

საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვა სავალდებულო არ არის.

მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები მუშავდება კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტი (ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]; ტელ.: +995 32 2305335). მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება შესაძლებელია ასევე ვებსაიტზე არსებული კონტაქტის ველიდან, საიდანაც მონაცემთა სუბიექტი აგზავნის შეტყობინებას.

კომპანია უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, ზემოთ მოცემული მიზნებისთვის, მათ შორის, შეგროვება, სისტემატიზაცია, შენახვა, შესწორება (განახლება, მოდიფიკაცია), გამოყენება, დეპერსონალიზაცია, დაბლოკვა, წაშლა/განადგურება, ასევე პერსონალურ მონაცემებზე ნებისმიერი სხვა ქმედების განხორციელება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

კომპანია არ ახორციელებს პერსონალური მონაცემების გადაცემას მესამე პირებისთვის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემას). შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს იღებს მხოლოდ კომპანია.

ამასთანავე,კომპანია ვებ-გვერდზე აგროვებს ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი, რომლიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა;
  • კომპანიის ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ;
  • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც კომპანიის ვებ-გვერდზე მოხდა: ვებსაიტის ინტერაქტიული ელემენტების გამოყენება და ა.შ.;
  • ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.

Cookie ფაილების ტიპებია:

  • აუცილებელი Cookie ფაილები საჭიროა ვებსაიტის საბაზისო ფუნქციების მუშაობისათვის, გვერდზე ნავიგაციისა და უსაფრთხო მოხმარებისათვის;
  • ფუნქციური Cookie ფაილების მთავარი დანიშნულება არის მონაცემთა სუბიექტის მიერ, ვებგვერდზე გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრება, რათა მას ყოველ ვიზიტზე ხელახლა არ მოუხდეს ამ არჩევანის გაკეთება, მაგალითად ვებსაიტის მოხმარების წესებსა და Cookie პოლიტიკაზე თანხმობა;
  • ანალიტიკური ტიპის Cookie ფაილები აგროვებენ ინფორმაციას ვებსაიტისა და მისი მომხმარებლის, მონაცემთა სუბიექტების, ქცევის შესახებ. იმის მიხედვით თუ ვებსაიტის რომელ ნაწილთან და სეგმენტთან აქვს მონაცემთა სუბიექტს ინტერაქცია;

Cookie ფაილების წაშლა ხდება, მონაცემთა სუბიექტის მოწყობილობაში არსებული ვებ-ბრაუზერის პარამეტრებიდან. Cookie ფაილების წაშლის შემდგომ ვებსაიტი ხელახლა მოითხოვს თანხმობას Cookie პოლიტიკასა და გამოყენების წესებზე.

კომპანია მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს იღებს შემდეგ შემთხვევებში, მონაცემთა სუბიექტისგან:

  • როცა მონაცემთა სუბიექტი იყენებს კომპანიის ვებსაიტს;
  • როცა მონაცემთა სუბიექტი ვებსაიტის „გამოწერის“ ველში მიუთითებს მის სახელსა და გვარს, ან/და „კონტაქტის“ ველში მიუთითებს ელ. ფოსტას;
  • როცა მონაცემთა სუბიექტი აგზავნის შეტყობინებებს, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

6. სუბიექტისპერსონალურიმონაცემებისშენახვისვადა

კომპანია მონაცემთა სუბიექტის პირად მონაცემებს ინახავს კომპანიის ვებსაიტის არსებობის განმავლობაში. შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება დასრულდება და მონაცემები განადგურდება/წაიშლება ვებსაიტის გაუქმების შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მონაცემთა სუბიექტი მიმართავს კომპანიას მისი მონაცემების განადგურებასთან/წაშლასთან ან სხვაგვარ ცვლილებასთან დაკავშირებით, გამოითხოვს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით მის მიერ გაცემულ თანხმობას ან/და ადგილი ექნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს.

7. ცვლილებებიწინამდებარეპოლიტიკაში

კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და Cookie პოლიტიკა. წინამდებარე პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის ვებსაიტზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის საქმის კურსში ყოფნას ცვლილებებთან დაკავშირებით. ამასთან, პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მონაცემთა სუბიექტს ეცნობება ვებსაიტის მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებების გაცნობის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტი ხელახლა გასცემს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

მონაცემთა სუბიექტის ვალდებულებაა პერიოდულად შეამოწმოს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და Cookie პოლიტიკა.

8. მარკეტინგი

კომპანიას შეუძლია გამოიყენოს სუბიექტის პერსონალური მონაცემები კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად.

კომპანიას წვდომა აქვს სუბიექტის პერსონალურ მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად უზიარებს მონაცემთა სუბიექტი.

კომპანია შეისწავლის სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს იმ მიზნით, რათა გაიგოს რა სჭირდება, რა აინტერესებს მონაცემთა სუბიექტს და რა მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს მისთვის შესაფერისი.

მონაცემთა პირდაპირი მარკეტინკის მიზნით დამუშავების შემთხვევაში, ასეთი მოქმედებები განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

წინამდებარე პოლიტიკის გაცნობის შედეგად მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იგი ასევე აცხადებს, რომ ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებულ პირობებს და ანიჭებს კომპანიას უფლებამოსილებას დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნების ფარგლებში. მონაცემთა სუბიექტი ასევე აცხადებს თანხმობას, წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენებაზე. აღნიშნული თანხმობის გამოხმობა მონაცემთა სუბიექტს შეუძლია ნებისმიერ დროს.