Skip to content
ჩვენი ამბავი
კომპეტენტური გზა
კატა
სწორი გადაწყვეტილება
სწორი შერჩევა
სწორი მოვლა
სწორი კვება
ძაღლი
სწორი გადაწყვეტილება
სწორი შერჩევა
სწორი მოვლა
სწორი კვება
კომპანიონები
კვება
საჭირო ინფორმაცია
ქვიზი
ბლოგი
ხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
Menu
ჩვენი ამბავი
კომპეტენტური გზა
კატა
სწორი გადაწყვეტილება
სწორი შერჩევა
სწორი მოვლა
სწორი კვება
ძაღლი
სწორი გადაწყვეტილება
სწორი შერჩევა
სწორი მოვლა
სწორი კვება
კომპანიონები
კვება
საჭირო ინფორმაცია
ქვიზი
ბლოგი
ხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
Search
Search
Close this search box.
ძაღლის სწორი კვება
Step
1
of
13
7%
1. როგორ ფიქრობ, რას გულისხმობს ფრაზა „სრულად დაბალანსებული ძაღლის საკვები“?
(Required)
საკვები, რომელიც ძაღლის ჯანმრთელობისთვის საჭირო ნუტრიენტებს (ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს) დაბალანსებული რაოდენობით შეიცავს
კვების რეკომენდაციის შესაბამისად გაწერილი ულუფა, რომელიც ძაღლის დღიურ მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებს
საჭირო რაოდენობით მიღებული დაბალანსებული საკვები საკმარისია იმისთვის, რომ ძაღლმა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები ნუტრიენტები მიიღოს
ყველა პასუხი სწორია
2. როგორ დაეხმარებოდი კომპანიონ ლეკვს/ძაღლს ახალ (მშრალ) საკვებთან შეჩვევაში?
(Required)
ძველი და ახალი საკვების ეტაპობრივი შენაცვლებით
7-10 დღის განმავლობაში საკვების ერთმანეთთან შერევით, ლეკვს/ძაღლს ძველი საკვებიდან ახალ საკვებზე ნელ-ნელა გადავიყვანდი
ლეკვს/ძაღლს ყოველგვარი შემზადების გარეშე, პირდაპირ გადავიყვანდი ახალ საკვებზე
არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა
3. იცი, რომელი ფერის საკვებს ანიჭებენ ძაღლები უპირატესობას?
მუქი და ღია ფერის საკვების კომბინაციას
წითელს, ყვითელსა და მწვანეს
ძაღლებისთვის საკვების ფერს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა
არ მაქვს ზუსტი პასუხი
4. შენი აზრით, ძაღლის გამოკვება მხოლოდ მშრალი საკვებით საკმარისია?
(Required)
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვება სრულფასოვანი და დაბალანსებულია
ძაღლს მშრალ საკვებთან ერთად შეგვძილია სუფრაზე მორჩენილი საკვებიც მივცეთ
მშრალი კვების შემთხვევაში, სასურველია, ძაღლს დამატებით სველი კვება შევთავაზოთ სასუსნაოს სახით
არ მაქვს ზუსტი პასუხი
5. როგორ ფიქრობ, რა სახის ძვლების შეთავაზებაა ჩვენი კომპანიონი ძაღლებისთვის რეკომენდებული?
(Required)
ქათმის ძვლების
თევზის ფხის
ღორის ძვლების
კომპანიონი ცხოველებისთვის ძვლების შეთავაზება რეკომენდებული არ არის
6. განვითარების რომელ ეტაპზეა რეკომენდირებული ძაღლებისთვის საკვების დალბობა?
(Required)
ვფიქრობ, ძაღლებისთვის საკვების დალბობის საჭიროება არ არსებობს
რეგულარულად ზრდასრულ ასაკში, როცა ძაღლს უკვე ჩამოყალიბებული აქვს პირის ღრუ
ლეკვობისა და ხანდაზმულობის ასაკში, როცა კბილების სისუსტის გამო ძაღლებს მშრალი საკვების ჭამა უჭირთ. ასევე პირის ღრუს პრობლემების დროს (ღრძილების ანთება, უსიამოვნო სუნი, კბილების არქონა)
7. ჩამოთვლილთაგან, რომელი საკვებია ძაღლებისთვის ტოქსიკური?
(Required)
ხახვი და ნიორი
ყურძენი და ქიშმიში
შოკოლადი და ავოკადო
კოფეინის შემცველი პროდუქტები
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
8. საუკეთესო შემთხვევაში, რა ტიპის საკვები უნდა შევთავაზოთ ორსულ ძაღლს?
(Required)
ლეკვისთვის ან ორსული ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები
ზრდასრული ძაღლის საკვები
სუფრაზე მორჩენილი საკვები
არ მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი
9. როგორ ფიქრობ, რა სიმპტომები ახასიათებს კვებით ალერგიას?
(Required)
ქავილი და კანის სიწითლე
ფაღარათი
ღებინება
ყველა პასუხი სწორია
10. რატომ არ არის რეკომენდებული ლეკვისთვის ზრდასრული ძაღლის საკვების რეგულარულად შეთავაზება?
(Required)
ზრდასრული ძაღლის საკვებთან შედარებით, ლეკვის საკვები მაღალკალორიულია და უფრო მეტ ნუტრიენტს შეიცავს. შესაბამისად, ზრდასრული ძაღლის საკვები ლეკვის კვებით მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებს
ზრდასრული ძაღლის საკვები ლეკვის საკვებთან შედარებით უფრო მყარია, ამიტომ ლეკვს მისი ჭამა გაუჭირდება
ლეკვისთვის ზრდასრული ძაღლის საკვების შეთავაზებამ შესაძლოა კვებითი ალერგია გამოიწვიოს
ყველა პასუხი სწორია
11. როგორ ფიქრობ, რომელი სიმპტომები შეიძლება განუვითარდეთ ძაღლებს, რომლებიც დაბალანსებულად ვერ იკვებებიან?
(Required)
წონის კლება, ძილისკენ მიდრეკილება, ბეწვის ცვენა და კანის ქავილი
მოზღვავებული ენერგია, მბზინავი ბეწვი, სუფთა თვალის ჭრილი
მყარი კბილები და ჯანმრთელი კანი
ღებინება და პირის ღრუს უსიამოვნო სუნი
12. შენი აზრით, სად უნდა ინახავდნენ კომპეტენტური მშობლები ძაღლის საკვებს?
(Required)
ღუმელთან ახლოს, სითბოში
მაცივარში
გრილ და მშრალ ადგილას
სამზარეულოს დახლზე, მარტივი წვდომისთვის
13. როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი ძაღლის საკვების თავდაპირველ შეფუთვაში ან დალუქულ კონტეინერში შენახვა?
(Required)
საკვების ტემპერატურის შესანარჩუნებლად
ჰაერისა და ტენიანობის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად
გემოს შესანარჩუნებლად
დოზის განსაზღვრის გასაადვილებლად