Skip to content
ჩვენი ამბავი
კომპეტენტური გზა
კატა
სწორი გადაწყვეტილება
სწორი შერჩევა
სწორი მოვლა
სწორი კვება
ძაღლი
სწორი გადაწყვეტილება
სწორი შერჩევა
სწორი მოვლა
სწორი კვება
კომპანიონები
კვება
საჭირო ინფორმაცია
ქვიზი
ბლოგი
ხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
ჩვენი ამბავი
კომპეტენტური გზა
კატა
სწორი გადაწყვეტილება
სწორი შერჩევა
სწორი მოვლა
სწორი კვება
ძაღლი
სწორი გადაწყვეტილება
სწორი შერჩევა
სწორი მოვლა
სწორი კვება
კომპანიონები
კვება
საჭირო ინფორმაცია
ქვიზი
ბლოგი
ხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
Search
კატის სწორი კვება
Step
1
of
15
6%
1. როგორ ფიქრობ, რას გულისხმობს ფრაზა „სრულად დაბალანსებული კატის საკვები“?
(Required)
კვების რეკომენდაციის შესაბამისად გაწერილი ულუფა, რომელიც კატის დღიურ მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებს
საკვები, რომელიც კატის ჯანმრთელობისთვის საჭირო ნუტრიენტებს (ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს) დაბალანსებული რაოდენობით შეიცავს
საჭირო რაოდენობით მიღებული დაბალანსებული საკვები საკმარისია იმისთვის, რომ კატამ სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები ნუტრიენტები მიიღოს
ყველა პასუხი სწორია
2. როგორ ფიქრობ, აქვს მნიშვნელობა იმას თუ რომელი ფორმულით მზადდება კატისთვის განკუთვნილი მშრალი საკვები?
(Required)
სასურველია საკვები ბრინჯითა და ქათმით იყოს დამზადებული
სასურველია საკვები ბატკნითა და მარცვლეულით იყოს დამზადებული
სასურველია საკვები ორაგულითა და მარცვლეულით იყოს დამზადებული
არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმულით არის დამზადებული საკვები, მთავარია სრულად დაბალანსებული იყოს
3. როგორ დაეხმარებოდი კომპანიონ კნუტს/კატას ახალ (მშრალ) საკვებთან შეჩვევაში?
(Required)
ძველი და ახალი საკვების ეტაპობრივი შენაცვლებით
7-10 დღის განმავლობაში საკვების ერთმანეთთან შერევით, კნუტს/კატას ძველი საკვებიდან ახალ საკვებზე ნელ-ნელა გადავიყვანდი
კნუტს/კატას ყოველგვარი შემზადების გარეშე, პირდაპირ გადავიყვანდი ახალ საკვებზე
მიჭირს პასუხის გაცემა
4. შენი აზრით, კატის მხოლოდ მშრალი საკვებით გამოკვება საკმარისია?
(Required)
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვება სრულფასოვანი და დაბალანსებულია
კატას მშრალ საკვებთან ერთად სუფრაზე მორჩენილი საკვებიც შეგვძილია მივცეთ
მშრალი კვების შემთხვევაში, სასურველია, კატას დამატებით სველი კვება შევთავაზოთ
არ მაქვს ზუსტი პასუხი
5. იცი, რომელი ფერის საკვებს ანიჭებენ კატები უპირატესობას?
(Required)
მუქი და ღია ფერის საკვების კომბინაციას
წითელს, ყვითელსა და მწვანეს
კატებისთვის საკვების ფერს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა
არ მაქვს ზუსტი პასუხი
6. განვითარების რომელ ეტაპზეა რეკომენდებული კატებისთვის საკვების დალბობა?
(Required)
ვფიქრობ, კატებისთვის საკვების დალბობის საჭიროება არ არსებობს
რეგულარულად ზრდასრულ ასაკში, როცა კატას უკვე ჩამოყალიბებული აქვს პირის ღრუ
კნუტობისა და ხანდაზმულობის ასაკში, როცა კბილების სისუსტის გამო კატებს მშრალი საკვების ჭამა უჭირთ. ასევე პირის ღრუს პრობლემების დროს (ღრძილების ანთება, უსიამოვნო სუნი, კბილების არქონა)
7. ჩამოთვლილთაგან, რომელი საკვებია კატებისთვის ტოქსიკური?
(Required)
ხახვი და ნიორი
ყურძენი და ქიშმიში
შოკოლადი და ავოკადო
კოფეინის შემცველი პროდუქტები
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
8. შენი აზრით, რამდენად არის რეკომენდებული კატებისთვის რძის პროდუქტების შეთავაზება?
(Required)
კატებისთვის მხოლოდ ძროხის რძის პროდუქტების შეთავაზებაა რეკომენდებული
კატებისთვის მხოლოდ ცხვრის რძის პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული
სასურველია კატებს მხოლოდ მაწონი ან ხაჭო შევთავაზოთ
რძის პროდუქტების შეთავაზება კატებისთვის რეკომენდებული არ არის
9. როგორ ფიქრობ, რა სიმპტომები ახასიათებს კვებით ალერგიას?
(Required)
ქავილი და კანის სიწითლე
ფაღარათი
ღებინება
ყველა პასუხი სწორია
10. რატომ არ არის რეკომენდებული კნუტისთვის ზრდასრული კატის საკვების რეგულარულად შეთავაზება?
(Required)
ზრდასრული კატის საკვებთან შედარებით, კნუტის საკვები მაღალკალორიულია და უფრო მეტ ნუტრიენტს შეიცავს. შესაბამისად, ზრდასრული კატის საკვები კნუტის კვებით მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებს
ზრდასრული კატის საკვები კნუტის საკვებთან შედარებით უფრო მყარია, ამიტომ კნუტს მისი ჭამა გაუჭირდება
კნუტისთვის ზრდასრული კატის საკვების შეთავაზებამ შესაძლოა კვებითი ალერგია გამოიწვიოს
ყველა პასუხი სწორია
11. როგორ ფიქრობ, რომელი სიმპტომები შეიძლება განუვითარდეთ კატებს, რომლებიც დაბალანსებულად ვერ იკვებებიან?
(Required)
წონის კლება, ძილისკენ მიდრეკილება, ბეწვის ცვენა და კანის ქავილი
მოზღვავებული ენერგია, მბზინავი ბეწვი, სუფთა თვალის ჭრილი
მყარი კბილები და ჯანმრთელი კანი
ღებინება და პირის ღრუს უსიამოვნო სუნი
12. როგორ ფიქრობ, სტერილიზაციის შემდეგ კატებს განსხვავებული საკვები ესაჭიროებათ?
(Required)
დიახ
არა
13. რა ტიპის საკვებით უნდა გავუმასპინძლდეთ ორსულ კატას?
(Required)
კნუტის ან ორსული კატისათვის განკუთვნილი საკვებით
ზრდასრული კატის საკვებით
სტერილური კატის საკვებით
სუფრაზე მორჩენილი საკვებით
14. შენი აზრით, სად უნდა ინახავდნენ კომპეტენტური მშობლები კატის საკვებს?
(Required)
ღუმელთან ახლოს, სითბოში
მაცივარში
გრილ და მშრალ ადგილას
სამზარეულოს დახლზე, მარტივი წვდომისთვის
15. როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი კატის საკვების თავდაპირველ შეფუთვაში ან დალუქულ კონტეინერში შენახვა?
(Required)
საკვების ტემპერატურის შესანარჩუნებლად
ჰაერისა და ტენიანობის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად
გემოს შესანარჩუნებლად
დოზის განსაზღვრის გასაადვილებლად