კატის ჯიშები

აბისინური კატა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

აბისინური კატა

აბისინური კატა მომხიბვლელი ჯიშია, რომელსაც გასაოცარი გარეგნობისა და მიმზიდველი პიროვნების გამო სცემენ პატივს. აბისინი ელეგანტურობისა და დახვეწილობის შესანიშნავი კომბინაციაა. თუმცა, ფიზიკური სილამაზის გარდა, ის ცნობისმოყვარე და მოსიყვარულე ბუნებითაც გამოირჩევა.

აბისინური კატის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი თვისება მისი ენერგიული და მხიარული გუნება-განწყობილებაა. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სისწრაფესთან ერთად ინტერაქტიული თამაშებისადმი სიყვარულითაც გამოირჩევიან და ცნობისმოყვარე ბუნების გამო ყველა კუთხე-კუნჭულის შესწავლისკენაც ხშირად ისწრაფვიან. აქტიური ვოკალიზაცია მათ კომპანიონ ადამიანებთან კომუნიკაციას განსაკუთრებით უადვილებს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • ენერგიულობა
  • ცნობისმოყვარეობა
  • გონიერება
  • ლოიალურობა
  • სოციალური ბუნება
  • თავდაჯერებულობა
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • თავგადასავლების სიყვარული
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    აბისინური კატის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 36-46 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული აბისინური კატა 3.6 კილოგრამიდან 7.7 კილოგრამამდე იწონის. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    აბისინური კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 16 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    აბისინური კატა მოკლე და მკვრივი ბეწვის საფარით არის ცნობილი. ბეწვი მის სხეულს მჭიდროდ ეკვრის და  შეხებისას აბრეშუმისებრ შეგრძნებას ტოვებს. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, აბისინური კატის ბეწვის თითოეულ ღერს სხვადასხვა ფერის რამდენიმე ზოლი დაჰყვება, რაც ქურთუკს განსაკუთრებულ იერს სძენს.

  • ჯიშის ხასიათი

    აბისინური მოსიყვარულე, უაღრესად გონიერი და ძალიან ცნობისმოყვარე ჯიშია. ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ყველაფერი აინტერესებთ, რაც მათ გარშემო ხდება. სწორედ ამიტომ, ისინი ცხოვრების აქტიური წესისა და სიახლეებისადმი პოზიტიურად განწყობილი ადამიანებისთვის არიან შესაფერისი.

    აბისინური კატები ცოცხალი პიროვნებით იქცევენ ჩვენს ყურადღებას. მაღალი ინტელექტითა და ენერგეტიკული დონით ცნობილ ამ ოთხფეხა მეგობრებს ხშირად აღწერენ, როგორც მხიარულ და თავგადასავლების მოყვარულ კომპანიონებს.

    ამ თავდაჯერებულ და სერიოზულ კატებს მხიარულ პერსონაჟებად გარდაქმნის უნიკალური უნარი აქვთ. სოციალური ბუნების მიუხედავად, აბისინები სხვა კატების გარემოცვაში თავს არაკომფორტულად გრძნობენ. ამის მიზეზი ადამიანებისგან მიღებული ყურადღების სხვებისთვის გაზიარების სურვილის არქონაა.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ანემია

    ანემიის რამდენიმე ტიპი არსებობს. მაგალითად, რკინადეფიციტური ანემია ორგანიზმში რკინის ნაკლებობით არის გამოწვეული და ორგანოების სწორ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს. მეგალობლასტურ ანემიას რაც შეეხება, ის B9 და B12 ვიტამინების არასაკმარისი ოდენობით მიღების შედეგად ვითარდება.

    როგორც კომპტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ საკვები ნივთიერებებით მდიდარი რაციონი  და ვეტერინართან გეგმიური ვიზიტების ორგანიზება ჩვენი კომპანიონი ცხოველების ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პასუხისმგებლიანი ზრუნვის პრაქტიკა ანემიის განვითარებასთან ერთად, თქვენს კომპანიონ ცხოველს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც ააცილებს თავიდან.

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.

    ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს პატარა მეგობარს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს.

    ამილოიდოზი

    ამილოიდოზი იშვიათი დაავადებაა, რომელიც ცილის სხვადასხვა ორგანოში დაგროვებას და მათი ფუნქციონირების დარღვევას იწვევს. ამილოიდოზი კომპანიონი ცხოველების გარკვეულ ნაწილში მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც დაავადება მწვავე გვერდითი მოვლენების თანხლებით მიმდინარეობს.

    ამილოიდოზის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული თუ რომელი ორგანო აქვს დაზიანებული ჩვენს კომპანიონ ცხოველს, თუმცა, ჩვეულებისამებრ, დაავადებას დაღლილობა და წონაში კლება ახასიათებს. ამილოიდოზის პრევენცია დაბალანსებული დიეტის, რეგულარული ვარჯიშისა და რუტინული ვეტერინარული შემოწმების გზითაა შესაძლებელი.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    როგორც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ცნობისმოყვარე კატას, აბისინს სპეციფიკური დიეტური მოთხოვნილებები აქვს. ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, ენერგიის დონისა და საერთო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    აბისინური კატისთვის სწორი საკვების შერჩევისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დაბალანსებული საკვები, რომელიც კატის ყველა ნუტრიციოლოგიურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ეს გულისხმობს როგორც ცილებისა და ცხიმების, აგრეთვე, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების სათანადო ბალანსს. 

    აბისინური კატები გამხდარი, თუმცა, კუნთოვანი აღნაგობით არიან ცნობილი, ამიტომ ჭარბწონიანობის პრევენციისთვის მათ მიერ მოხმარებული კალორიების მონიტორინგია საჭირო. სათანადო პორციებით კვება და ზედმეტი ულუფების თავიდან აცილება ჯანსაღი წონის შენარჩუნების მთავარი წინაპირობაა.

    აბისინებისთვის დამახასიათებელი აქტიური და მხიარული ტემპერამენტის გამო, მათთვის ისეთი საკვების შეთავაზება იქნება სასარგებლო, რომელიც სპეციალურად სახსრების ჯანმრთელობისა და მობილობის მხარდასაჭერად არის შექმნილი. ამისთვის, მოძებნეთ კატის საკვები, რომელიც ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს, როგორიც გლუკოზამინი და ქონდროიტინის სულფატია.

    აირჩიეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული ჯანსაღი კერძები და მოერიდეთ ჯანმრთელობისთვის მავნე ხელოვნურ კონსერვანტებს. კომერციული კატის საკვების გარდა, ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულის შეთავაზებაც უსაფრთხოა ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრებისთვის.

    მაგალითად, მცირე რაოდენობით, დაჭრილი ვაშლი (თესლების გარეშე), ბანანი, მოცვი და საზამთრო შესანიშნავი არჩევანია კომპანიონი ცხოველის კვების რაციონის გასამრავალფეროვნებლად. კატებისთვის უსაფრთხო ბოსტნეულს რაც შეეხება, მათ ჩამონათვალს მოხარშული ან ორთქლზე მოხარშული სტაფილო, მწვანე ლობიო და ბარდა მიეკუთვნება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ახალი საკვების კომპანიონი ცხოველისთვის შესათავაზებლად განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.

    ნუტრიციოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე შედგენილი დაბალანსებული დიეტა და პორციების ზომის მონიტორინგი აბისინური კატის ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    აბისინი მოშინაურებული კატების ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ის ეთიოპიის სახელით ცნობილ, აბისინიის უძველეს მიწაზე წარმოიშვა. ძველი ეგვიპტის წმინდა კატებთან კავშირის გამო, აბისინი ხშირად  “ცისფერი ნილოსის კატად” მოიხსენიება. ამ მოსაზრებას საფუძვლად ის ფაქტი უდევს, რომ აბისინები ეგვიპტურ ფრესკებსა და არტეფაქტებზე გამოსახულ კატებს ძალიან ჰგვანან.

    ბოლოდროინდელი გენეტიკური კვლევებით დადგინდა, რომ აბისინის წინაპრები ბენგალის ყურის სანაპირო ზოლში მცხოვრები კატები იყვნენ. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები, 1868 წელს, აბისინიის ომის დასრულების შემდეგ, ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ჩაიყვანეს აბისინიიდან (ახლანდელი ეთიოპია) ინგლისში. აბისინური კატა სწორედ გაერთიანებულ სამეფოში განვითარდა და დაიხვეწა.

    აბისინური კატა, ბრიტანეთის შემდეგ, შეერთებულ შტატებში პირველად 1900-იანი წლების დასაწყისში აღმოჩნდა. მშვენიერი გარეგნობისა და საინტერესო პიროვნების გამო, მან სწრაფად დაიპყრო ამერიკელთა გულები და ყველასთვის სასურველ კომპანიონ ცხოველად იქცა.