კატის ჯიშები

ბალინური კატა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

ბალინური კატა

ბალის ეგზოტიკური მოცეკვავეების სახელით ცნობილი ბალინელი სიამის ჯიშის გრძელთმიანი სახესხვაობაა. ბალინური კატები სოციალური არსებები არიან და ადამიანების კომპანიაში ყოფნა განსაკუთრებით სიამოვნებთ.

ბალინური კატები ელეგანტური გარეგნობითა და მოსიყვარულე ხასიათით არიან განთქმულნი და ოჯახის წევრების მიმართ ემოციურ მიჯაჭვულობასაც ხშირად ავლენენ. ეს კომპანიონი ცხოველები ინტელექტითა და მხიარული ქცევითაც გამოირჩევიან.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მაღალი ინტელექტი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • სოციალური უნარები
  • სიცელქე
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • ცნობისმოყვარეობა
  • ენერგიულობა
  • ადამიანებისადმი მიჯაჭვულობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ბალინური კატის სიმაღლე 25-30 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 36-46 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ბალინური 2.3 კილოგრამიდან 4.5 კილოგრამამდე იწონის. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბალინური კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ბალინურ კატას საშუალო სიგრძის, თხელი სტრუქტურის მქონე აბრეშუმისებრი ბეწვი აქვს. ამ კომპანიონი ცხოველის ბეწვი ტანს მჭიდროდ ეკვრის და შეხებისას გლუვია. ეს ფაქტი კატის მოხდენილ სხეულს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს. ბალინურ კატას ბეწვი სხვა ჯიშებთან შედარებით უფრო ნაკლებად სცვივა.

  • ჯიშის ხასიათი

    თუ ოთხფეხა მეგობრის ყოლის სურვილი გაქვთ და ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომელ ჯიშს მიანიჭოთ უპირატესობა, ბალინური კატის ერთ-ერთ ვარიანტად განხილვა ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილებაა. ცნობილია, რომ ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები კომპანიონი ადამიანების განწყობებისა და ემოციების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან.

    ბალინური კატის ყოლა რამდენიმე დამაჯერებელი მიზეზის გამო ღირს. გასაოცარი გარეგნობითა და ელეგანტური ქცევით განთქმულ ამ კომპანიონ ცხოველებს უნიკალური ხიბლი აქვთ. ფიზიკური სილამაზის გარდა, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები მოსიყვარულე და კომუნიკაბელური ბუნებითაც არიან ცნობილი.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.

    ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს ოთხფეხა მეგობარს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    კომპეტენტური მშობლების უპირველესი საზრუნავი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრებისთვის ისეთი საკვების შერჩევაა, რომელიც მათ ნუტრიციოლოგიურ საჭიროებს სრულად დააკმაყოფილებს. ამისთვის, გირჩევთ უპირატესობა მაღალი ხარისხის კომერციულ საკვებს მიანიჭოთ. 

    ფრთხილად იყავით ისეთ საკვებთან მიმართებით, როგორიც შოკოლადი, ყურძენი, ქიშმიში, ხახვი, ნიორი და ავოკადოა. მათი მიღება კომპანიონი ცხოველებისთვის განსაკუთრებით საზიანოა. 

    ხანგრძლივი ცხოვრებისთვის კატებს ვიტამინები, მინერალები და ცხიმოვანი მჟავები ესაჭიროებათ. თუმცა, საკვები დანამატების გამოყენება, როგორც წესი, არ არის საჭირო, თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი დაბალანსებული საკვებით იკვებება. ბალინური კატების დიეტა ცხოველური წარმოშობის ცილებსაც უნდა მოიცავდეს. 

    ზრდასრული ბალინური კატა დღეში მინიმუმ ორჯერ უნდა იკვებებოდეს. კნუტების კვებას რაც შეეხება, მათთვის დღეში სამჯერ ან ოთხჯერ კვებაა რეკომენდირებული. სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად და ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად, პორციების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კვების თანმიმდევრული გრაფიკის დაცვა ჭარბი წონის მატების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა. 

    კვების მითითებები თქვენი კომპანიონი ცხოველის ასაკის, წონისა და აქტივობის დონის მიხედვით დაიცავით და რეგულარულად აკონტროლეთ მისი სხეულის მდგომარეობა. თუ რაციონის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება გსურთ, აუცილებლად ესტუმრეთ ნუტრიციოლოგს და მისი რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვიტეთ რამდენად მიზანშეწონილია თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის საკვები დანამატების მიწოდება.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ბალინური კატის სახელწოდება ინდონეზიის კუნძულ ბალიდან მომდინარეობს. თუმცა, სახელის მიუხედავად, ჯიშის წარმოშობის ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებია. ბალინური კატა სიამის ჯიშის გრძელთმიანი სახესხვაობაა.

    ბალინური კატის ისტორია შემთხვევით დაბადებული სიამის გრძელთმიანი კნუტებით იწყება. თავდაპირველად, ეს კნუტები სელექციონერებმა არასასურველად მიიჩნიეს, თუმცა, მოგვიანებით აღიარეს მათი უნიკალური სილამაზე და შერჩევითი სელექციის გზით განაგრძეს ჯიშისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებების დახვეწა. ჯიშის განვითარება დიდწილად სელექციონერების, ჰელენ სმიტისა და მარიონ დორსის დამსახურებაა.

    მხიარული ტემპერამენტით, ინტელექტითა და განსაცვიფრებელი გარეგნობით გამორჩეულმა ბალინურმა კატებმა სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა კატების მოყვარულთა შორის.