კატის ჯიშები

სიამის კატა

  • ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარები

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

სიამის კატა

გასაოცარი გარეგნობა და გამორჩეული ხასიათი სიამის კატებს მართლაც განსაკუთრებულ კომპანიონ ცხოველებად აქცევს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცხოვრების მოსიყვარულე თანამგზავრს ეძებს. მათი დახვეწილი, მოკლე ბეწვი ფერის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ნუშის ფორმის ცისფერი თვალები კი ჯიშისთვის დამახასიათებელ თვალისმომჭრელ მზერას კიდევ უფრო მეტ გამომხატველობას სძენს. 

ესთეტიკური მიმზიდველობის მიღმა, სიამის კატები სოციალური და მხიარული ბუნებითაც გამოირჩევიან. ისინი მუდმივად ავლენენ მეგობრულ და მოსიყვარულე დამოკიდებულებას ოჯახის წევრების მიმართ. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მოსიყვარულე ხასიათი
  • ექსპრესიული ვოკალიზაცია 
  • სოციალური ბუნება 
  • გონიერება 
  • მხიარული და ენერგიული ქცევა 
  • ერთგულება 
  • ცნობისმოყვარეობა 
  • მაღალი ემოციური მგრძნობელობა 
  • ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი
  • ზომა

    სიამის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 29-36 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული სიამი 3.6 კილოგრამიდან 4.5 კილოგრამამდე იწონის. სიამის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    სიამის სიცოცხლის ხანგრძლივობა 11-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    სიამის კატა მოკლე და თხელი ტექსტურის მქონე გლუვი ბეწვით იწონებს თავს. შეხებისას სიამის ბეწვი ატლასისებრ შეგრძნებას იწვევს და ჯიშისთვის დამახასიათებელ სამეფო იერს კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით წარმოაჩენს. კრემისფერი ბეწვისა და ყავისფერი ლაქების კობინაცია სიამისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული შეფერილობაა. თუმცა ამ გასაოცარ კომპანიონ ცხოველებს შოკოლადისფერი და ნაცრისფერი ლაქებითაც ხშირად შეხვდებით. ხავერდოვანი ტექსტურის შესანარჩუნებლად სიამის ბეწვს მინიმალური მოვლა ესაჭიროება და ყოველკვირეულ საგულდაგულო დავარცხნას საჭიროებს.