ძაღლის ჯიშები

ჩაუ ჩაუ

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ჩაუ ჩაუ

როგორ ფიქრობ, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ჩაუ ჩაუს პოლარულ დათვებთან და ჟირაფებთან? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ლურჯი ენაა. აზიური წარმოშობის ამ უნიკალურ კომპანიონ ცხოველს გამორჩეულ გარეგნობასთან ერთად, მტკიცე პიროვნება და არნახული სიმშვიდეც გამოარჩევს სხვა კომპანიონი ცხოველებისგან. 

ჩაუ ჩაუ ჭკვიანი, დამოუკიდებელი და თავშეკავებული ძაღლია, რომელსაც დომინანტური ქცევა და დამცველობითი ინსტიქტები ახასიათებს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრი მონოგამია და საკმაოდ სერიოზული ხასიათი აქვს. 

სათანადო სოციალიზაციისა და წვრთნის შემთხვევაში, ჩაუ ჩაუს თანდაყოლილი ხიბლისა და უნიკალური პიროვნული თვისებების გამოვლენის განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • ძლიერი ნებისყოფა
  • დამოუკიდებლობა
  • თავშეკავებულობა 
  • სიმშვიდე
  • ერთგულება
  • სიჯიუტე
  • დამატებითი წვრთნის საჭიროება
  • ყოველდღიური მოვლა
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • ზომა

    ჩაუ ჩაუ სიმაღლეში 46-56 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ჩაუ ჩაუს სიგრძე 64-74 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ჩაუ ჩაუს წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული ჩაუ ჩაუ 18-დან 31.5 კილოგრამამდე იწონის. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ჩაუ ჩაუს სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 77-93 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული. ჩაუ ჩაუს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე განსაკუთრებულ გავლენას კლიმატური პირობები ახდენს. მაღალი ტემპერატურის პირობებში მათი  სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლოა განახევრდეს კიდეც. 

    ბეწვის საფარი

    ჩაუ ჩაუს ხშირი, ორმაგი ბეწვის საფარი ამშვენებს. ბეწვი განსაკუთრებით სქელი კისერზეა, რაც ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს გამორჩეულ იერს ანიჭებს. ჩაუ ჩაუს ბეწვი ფერების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და კრემისფერთან ერთად, ჟღალ, შავ, ყავისფერ და ჩალისფერ ფერებსაც მოიცავს. ხშირი ბეწვით დაფარულ ჩაუ ჩაუს საუკეთესო შემთხვევაში ყოველდღიური მოვლა ესაჭიროება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თვალებისა და სახის ნაკეცების სისუფთავეს. 

    ჩაუ ჩაუს ბეწვი წელიწადში ორჯერ, სეზონის ცვლილების დროს სცვივა. დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ამ დროს დამატებითი მოვლის უზრუნველყოფაა საჭირო. სქე­ლი ბეწ­ვის გა­მო ჩაუ ჩაუ ცხელ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბი­სთ­ვის შეუფერებელი კომპანიონი ცხოველია. ვინაიდან სქელი ბეწვი სითბური დარტყმის საფრთხესთან არის დაკავშირებული, ცხელ ამინდში ჩაუ ჩაუს გაგრილებაზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ.