მუხლის ქუდის დისლოკაცია
მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო.
მუხლის ქუდის დისლოკაციასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ.
უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებულად მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებაში დაეხმარება.
ფონ ვილბრანდის დაავადება
ფონ ვილებრანდის დაავადება გახანგრძლივებულ და ჭარბ სისხლდენებს იწვევს. ჩვეულებისამებრ, ეს მდგომარეობა მემკვიდრულია, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში ცხოვრების მოგვიანებით ეტაპებზეც ვითარდება. დაავადების მიზეზი სისხლის შედედების პროცესში მონაწილე უმნიშვნელოვანესი ცილის დეფიციტია.
ფონ ვილებრანდის დაავადების მკურნალობა მედიკამენტური ჩარევით ისახავს მიზნად სისხლდენის ეპიზოდების პრევენციას. სწორი მკურნალობით, დაავადების მქონე კომპანიონი ცხოველები დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ.
ნეირომუსკულური აშლილობა
ნეირომუსკულური აშლილობა ერთი ან ერთზე მეტი კუნთის უცაბედ, უნებლიე შეკუმშვას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ კრუნჩხვები ძირითადად უვნებელია, სათანადო მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მდგომარეობა შესაძლოა გართულდეს.
ნეირომუსკულურ აშლილობას, ჩვეულებისამებრ, ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა იწვევს. თუმცა, კუნთის კრუნჩხვების გამომწვები მიზეზი შესაძლოა სხვა უფრო სერიოზული დაავადება იყოს. სწორედ ამიტომ, ვეტერინართან დროულ ვიზიტს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.