ძაღლის ჯიშები

გრძელბეწვიანი კოლი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

გრძელბეწვიანი კოლი

გრძელბეწვიანი კოლი მზრუნველი პიროვნებითა და ღრმა ერთგულებით გამოირჩევა. მოხდენილი აღნაგობის მქონე ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრი გონიერი და, ამავდროულად, ყურადღებიანი თანამგზავრია. ის უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულს ავლენს კომპანიონი ადამიანების მიმართ. კოლის უნიკალურ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნივერსალურ ხასიათზე ლეგენდებიც კი დადის. 

ძლიერი სამუშაო ეთიკისა და სწრაფი დასწავლის უნარის გამო, გრძელბეწვიანი კოლის გაწვრთნა იოლი საქმეა. თუმცა, სხვა ჯიშების მსგავსად, თანმიმდევრული ვარჯიში, პოზიტიური განმტკიცება და ადრეული სოციალიზაცია ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორი მიდგომის შემთხვევაში, გრძელბეწვიანი კოლის აღზრდა შთაბეჭდილებებით სავსე გამოცდილებაა.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მოხდენილი გარეგნობა 
  • თანდაყოლილი დამცველობითი ინსტინქტი
  • გონიერება
  • ემპათია
  • ერთგულება 
  • თავდადება 
  • მეგობრული ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • აქტიური ვოკალიზაცია 
    • ზომა

    მდედრი გრძელბეწვიანი კოლი სიმაღლეში 51-56, მამრი გრძელბეწვიანი კოლი კი 56-61 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, თუ მდედრი გრძელბეწვიანი კოლის სიგრძე 74-81 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს, მამრი გრძელბეწვიანი კოლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 79-86 სანტიმეტრს აღწევს.

    • წონა

    გრძელბეწვიანი კოლის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი გრძელბეწვიანი კოლი 20-29 კილოგრამამდე იწონის. მდედრი გრძელბეწვიანი კოლის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 18-25 კილოგრამს შეადგენს.

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    გრძელბეწვიანი კოლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 14-დან 16 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 88-99 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    გრძელბეწვიან კოლის გრძელი, სწორი გარე ფენისა და რბილი, სქელი ქვედა ფენისგან შემდგარი ორმაგი ბეწვი ამშვენებს. ბეწვის ზედა ნაწილი გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვას უზრუნველყოფს, მატყლისებრი ქვედა ფენა კი სითბოს შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. ბეწვის ფერთა კომბინაცია, ჩვეულებისამებრ, სტაფილოსფერ, ყვითელ, ყავისფერ, თეთრ, შავ და მოლურჯო ნაცრისფერს მოიცავს. 

    ჯიშის წარმომადგენლებში, ბეწვის ცვენა, ჩვეულებისამებრ, მთელი წლის განმავლობაში შეიმჩნევა. თუმცა, სეზონური ცვლილებების დროს ინტენსივობა განსაკუთრებით იზრდება. უხვი ბეწვის გამო, ჭარბ ცვენასთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გრძელბეწვიანი კოლი რეგულარულ მოვლას საჭიროებს. სისუფთავის შესანარჩუნებლად, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ბეწვი ყოველდღიურად უნდა დავვარცხნოთ. ამ პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება იდაყვის, მკერდის, ყურების, ფეხებისა და კისრის მიდამოებს უნდა მივაქციოთ.