ინგლისური კოკერ სპანიელი

ინგლისური კოკერ სპანიელი მოსიყვარულე ბუნებით, მაღალი ინტელექტითა და მხიარული ქცევით ამახსოვრებს თავს გარშემომყოფებს. ეს კომპანიონი ცხოველი მეგობრული და კომუნიკაბელური ტემპერამენტით არის ცნობილი. ეს ფაქტი მას შესანიშნავ კომპანიონად აქცევს როგორც ბავშვებისთვის, აგრეთვე, ზრდასრულებისა და ხანდაზმულებისთვის.  ლოიალობა ჯიშის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, ამიტომ, თუ კოკერ სპანიელის აყვანას გადაწყვეტთ, მზად იყავით, რომ ის ყველგან და ყოველთვის მოისურვებს თქვენს გვერდით […]