ძაღლის ჯიშები

ინგლისური კოკერ სპანიელი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ინგლისური კოკერ სპანიელი

ინგლისური კოკერ სპანიელი მოსიყვარულე ბუნებით, მაღალი ინტელექტითა და მხიარული ქცევით ამახსოვრებს თავს გარშემომყოფებს. ეს კომპანიონი ცხოველი მეგობრული და კომუნიკაბელური ტემპერამენტით არის ცნობილი. ეს ფაქტი მას შესანიშნავ კომპანიონად აქცევს როგორც ბავშვებისთვის, აგრეთვე, ზრდასრულებისა და ხანდაზმულებისთვის. 

ლოიალობა ჯიშის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, ამიტომ, თუ კოკერ სპანიელის აყვანას გადაწყვეტთ, მზად იყავით, რომ ის ყველგან და ყოველთვის მოისურვებს თქვენს გვერდით ყოფნას. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • აქტიური ვოკალიზაცია
  • ენერგიის მაღალი დონე
  • მეგობრული ტემპერამენტი
  • კომუნიკაბელურობა 
  • მოსიყვარულე ბუნება
  • ცნობისმოყვარეობა
  • სიფხიზლე
  • გონიერება 
  • სილაღე 
  • ზომა

    მდედრი ინგლისური კოკერ სპანიელი სიმაღლეში 38-41, მამრი ინგლისური კოკერ სპანიელი კი 41-43 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ინგლისური კოკერ სპანიელის სიგრძე 61-69 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ინგლისური კოკერ სპანიელის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი და მდედრი ინგლისური კოკერ სპანიელები 11 კილოგრამიდან 16 კილოგრამამდე იწონიან. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ინგლისური კოკერ სპანიელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 69-83 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ბეწვი ინგლისური კოკერ სპანიელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ატრიბუტია. სწორედ ეს რბილი, აბრეშუმისებრი საფარი ანიჭებს ჯიშს სახასიათო დახვეწილ იერს. 

    კოკერ სპანიელის რეგულარული მოვლა დროის გონივრული ინვესტიციაა. რაც უფრო ხშირად დავარცხნით ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს, მით უფრო მეტად აიცილებთ თავიდან ბეწვის ჭარბ ცვენას. ამ პროცედურის ყოველ მეორე დღეს გამეორება კომპანიონი ცხოველის ბეწვის სასურველ ფორმაში შესანარჩუნებლად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. 

    ინგლისური კოკერ სპანიელის ბეწვის ხილვას წითურ, შავ, ყავისფერ ან ოქროსფერ ფერებში შეძლებთ. თუმცა, ორი ან ორზე მეტი ფერის კომბინაციაც არ არის იშვიათი ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრებისთვის. ფიზიკური კომფორტის უზრუნველსაყოფად, ჯიშის წარმომადგენლებს წელიწადში 3-ჯერ ან 4-ჯერ ესაჭიროებათ ბეწვის სიგრძის შემოკლება.