ქართული მთის ძაღლი (ქართული ნაგაზი)

თუ კერძო სახლში ცხოვრობთ და გვერდით ყველაზე ერთგული ანდა მამაცი კომპანიონი ცხოველი გსურთ, ბევრს ნუ იფიქრებთ, ქართული  მთის ძაღლი საუკეთესო არჩევანია თქვენთვის! შთამბეჭდავი ზომის მიუხედავად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები თავშეკავებული, მშვიდი და მოსიყვარულე თანამგზავრები არიან მათ მიმართ, ვისაც ენდობიან. ეს კომპანიონი ცხოველები ხშირად ავლენენ აგრესიას უცნობი ადამიანების მიმართ, თუმცა ბავშვებისა და შინაური ცხოველებისადმი კეთილგანწყობით გამოირჩევიან.  […]