ძაღლის ჯიშები

აკიტა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    წვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

აკიტა

დიდებული გარეგნობით გამორჩეული აკიტა ერთგულებისა და თანამეგობრობის სიმბოლოა. შთამბეჭდავი აღნაგობა და ღირსეული ქცევა მას ჩინებულ მცველად აქცევს. ფიზიკური ატრიბუტების მიღმა, აკიტა გასაოცარი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და დამოუკიდებელი ბუნებითაც არის ცნობილი.

კომპანიონი ადამიანებისადმი გამოვლენილი ლოიალურობის მიუხედავად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები თავდაჯერებულობასაც ხშირად ამჟღავნებენ. თუმცა, განსაკუთრებით ცხადი ის კონტრასტია, რომელსაც აკიტა საყვარელი ადამიანებისა და უცხოების მიმართ ავლენს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მშვიდი ბუნება
  • ლოიალურობა და ერთგულება
  • გამბედაობა
  • სიფხიზლე
  • დამოუკიდებლობა
  • ინტელექტის მაღალი დონე
  • თავდაჯერებულობა
  • დომინანტური ბუნება
  • სიჯიუტე
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი აკიტა სიმაღლეში 61-66, მამრი აკიტა კი 66-71 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი აკიტას სიგრძე 93-110 სანტიმეტრს შეადგენს.

    წონა

    აკიტას წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი აკიტა 45.4 კილოგრამიდან 59 კილოგრამამდე იწონის. მდედრი აკიტას შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 31.8-45.4 კილოგრამის ფარგლებში მერყეობს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    აკიტას სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 66-93 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ციმბირული ჰასკის მსგავსად, აკიტასთვის დამახასიათებელი ორმაგი ბეწვის საფარის გარეთა ნაწილი უხეში და სწორი, შიდა ნაწილი კი რბილი და მკვრივია. ბეწვის ეს ორმაგი ფენა ხელს უწყობს იზოლაციას და აკიტას სხვადასხვა ამინდის პირობებისგან დაცვას უზრუნველყოფს. აკიტას ბეწვი წელიწადში ორჯერ, როგორც წესი, გაზაფხულზე და შემოდგომაზე სცვივა. ამ პერიოდში, ბეწვის ცვენასთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, სასურველია აკიტა რეგულარულად დავარცხნოთ.

  • ჯიშის ხასიათი
  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები
  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება
  • ჯიშის წარმოშობის ისტორია