კომპეტენტური მშობლების უპირველესი საზრუნავი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრებისთვის ისეთი საკვების შერჩევაა, რომელიც მათ ნუტრიციოლოგიურ საჭიროებს სრულად დააკმაყოფილებს. ამისთვის, გირჩევთ უპირატესობა მაღალი ხარისხის კომერციულ საკვებს მიანიჭოთ.
ფრთხილად იყავით ისეთ საკვებთან მიმართებით, როგორიც შოკოლადი, ყურძენი, ქიშმიში, ხახვი, ნიორი და ავოკადოა. მათი მიღება კომპანიონი ცხოველებისთვის განსაკუთრებით საზიანოა.
ხანგრძლივი ცხოვრებისთვის კატებს ვიტამინები, მინერალები და ცხიმოვანი მჟავები ესაჭიროებათ. თუმცა, საკვები დანამატების გამოყენება, როგორც წესი, არ არის საჭირო, თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი დაბალანსებული საკვებით იკვებება. ბალინური კატების დიეტა ცხოველური წარმოშობის ცილებსაც უნდა მოიცავდეს.
ზრდასრული ბალინური კატა დღეში მინიმუმ ორჯერ უნდა იკვებებოდეს. კნუტების კვებას რაც შეეხება, მათთვის დღეში სამჯერ ან ოთხჯერ კვებაა რეკომენდირებული. სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად და ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად, პორციების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კვების თანმიმდევრული გრაფიკის დაცვა ჭარბი წონის მატების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა.
კვების მითითებები თქვენი კომპანიონი ცხოველის ასაკის, წონისა და აქტივობის დონის მიხედვით დაიცავით და რეგულარულად აკონტროლეთ მისი სხეულის მდგომარეობა. თუ რაციონის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება გსურთ, აუცილებლად ესტუმრეთ ნუტრიციოლოგს და მისი რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვიტეთ რამდენად მიზანშეწონილია თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის საკვები დანამატების მიწოდება.