ძაღლის ჯიშები

ბულტერიერი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ბულტერიერი

ინგლისური ბულდოგისა და დღეს უკვე გადაშენებული თეთრი ინგლისური ტერიერის შეწყვილებით გამოყვანილი ბულტერიერი უნიკალური გარეგნობითა და მიმზიდველი პიროვნებით გამორჩეული კომპანიონი ცხოველია. 

სი­მა­მა­ცით, შეუპოვრობითა და სის­წრა­ფით ცნობილი ბულტერიერი ოდეს­ღაც ხა­რე­ბსა და ძაღ­ლებ­ს ებრძოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის ცხოვრება შეიცვალა და ჯიშის წარმომადგენლებს დღეს უსაზღვრო ენერგიის, მხიარული ქცევისა და ოჯახებისადმი გამოვლენილი ურყევი ლოიალობის გამო აფასებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

სათანადო წვრთნის პირობებში, ბულტერიერები ერთგულ მცველებად და მოსიყვარულე მეგობრებად ყალიბდებიან. თუმცა, არასაკმარისი სოციალიზაციის შემთხვევაში, უცხო ადამიანების, ბავშვებისა და სხვა ცხოველების გარშემო სათანადო სიფრთხილის ზომების მიღება აუცილებელია.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მხიარულება 
  • ერთგულება
  • სიმამაცე
  • სიჯიუტე  
  • დამოუკიდებლობა
  • გონიერება
  • წვრთნისა და სოციალიზაციის საჭიროება
  • აქტიური ცხოვრების წესი
  • ვოკალიზაცია
  • ზომა

    მდედრი ბულტერიერი სიმაღლეში 46-51 სანტიმეტრია. მამრი ბულტერიერის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 51-56 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ბულტერიერის სიგრძე 80-98 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ბულტერიერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ბულტერიერი 24.9-36.3 კილოგრამამდე იწონის. მდედრი ბულტერიერის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 20.4-24.9 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბულტერიერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 13 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 60-74 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ბულტერიერის სხეულს მოკლე, მკვრივი ბეწვი ფარავს. ბეწვი შეხებისას ხისტი და ოდნავ უხეშია, რაც ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრებისთვის გარკვეულ დაცვას უზრუნველყოფს. სხვა კომპანიონ ცხოველებთან შედარებით, ბულტერიერის ბეწვი ფერების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ამ ჯიშის წარმომადგენლებს, ძირითადად, თეთ, ყავისფერ, შავ და წითურ ფერებში იხილავთ. 

    ბულტერიერის კანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ბეწვის ცვენის შესამცირებლად, ყოველკვირეული დავარცხნაა რეკომენდირებული. თუმცა, ვინაიდან, ტერიერის ამ ტიპის ძაღლები ბეწვის სეზონური ცვლისადმი არიან მიდრეკილი, განსაკუთრებული ყურადღება გაზაფხულზე და შემოდგომაზე გმართებთ. ამ პერიოდში, შესაძლოა ბულტერიერს კვირაში ორჯერ ან სამჯერ დასჭრდეს ბეწვის დავარცხნა.