კატის ჯიშები

ციმბირული კატა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

ციმბირული კატა

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ციმბირული კატა თვალწარმტაცი ჯიშია. მას მომხიბვლელი გარეგნობა და მოსიყვარულე პიროვნება გამოარჩევს სხვა კომპანიონი ცხოველებისგან. ციმბირული კატები უკლებლივ ყველა შინაურ ცხოველთან და ადამიანთან, მათ შორის ბავშვებთანაც, პოულობენ საერთოს. 

თუმცა, მათ მომწიფებას 5 წელი სჭირდება და, შესაბამისად, მათი ხრიკების ატანაც უფრო მეტხანს მოგიწევთ. ცნობისმოყვარე ბუნების გამო ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს გარემოს გამოკვლევა და ინტერაქტიული თამაშები განსაკუთრებით უყვართ. ამიტომ ეცადეთ ციმბირული კატის გონებრივი და ფიზიკური სტიმულირება თანაბრად უზრუნველყოთ.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • გონიერება
  • სპორტული აღნაგობა
  • მეგობრული ტემპერამენტი
  • სილაღე
  • ცნობისმოყვარეობა
  • დამოუკიდებლობა
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ციმბირული კატის სიმაღლე 23-28 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 38-46 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ციმბირული კატა 3.5 კილოგრამიდან 7.5 კილოგრამამდე იწონის. ციმბირული კატის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ციმბირული კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა 11-დან 18 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    გრძელი და სქელი ბეწვის გამო, ციმბირული კატა ყინვას, ყოველგვარი სირთულის გარეშე, შესანიშნავად იტანს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვი ფერთა სიმრავლით გამოირჩევა და, ჩვეულებისამებრ, სამი ფენისგან შედგება. ბეწვის საფართან დაკავშირებული ეს ევოლუციური ადაპტაცია, ნორვეგიული კატის მსგავსად, ციმბირული კატისთვისაც მშობლიურ გარემოში ცხოვრებას განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის.

  • ჯიშის ხასიათი

    სოციალური, ინტელექტუალური და, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ციმბირული კატა უჩვეულოდ ცნობისმოყვარე და გონიერია. შთამბეჭდავი ზომის მიუხედავად, მას საკმაოდ მოქნილი სხეული აქვს და მხოლოდ ერთი ნახტომით შეუძლია მიაღწიოს მისთვის სასურველ ნივთს ან საკვებს.

    კომპანიონი ადამიანების წრეში გამოვლენილი მეგობრული და მოსიყვარულე ხასიათის მიუხედავად,  ციმბირული კატები უცხო ადამიანებთან განსაკუთრებული თავშეკავებითა და სიფრთხილით გამოირჩევიან.  თუმცა, ამ პრობლემის მოგვარებას სრულიად მარტივად, სათანადო სოციალიზაციის გზით შეძლებთ.  

    ციმბირული კატა ნებისმიერ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტირებს და დროის უმეტესი ნაწილის შინ გატარებაზეც არ ამბობს უარს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ფიზიკური აქტივობებით უზრუნველყოფენ და გარეთ სეირნობაზეც არ ეუბნებიან უარს. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    პირუვატ კინაზას დეფიციტი

    პირუვატ კინაზას სახელით ცნობილი ფერმენტი კომპანიონი ცხოველის სხეულს სისხლის წითელი უჯრედების წარმოებაში ეხმარება. პირუვატ კინაზას ნაკლებობა ჰემოლიზურ ანემიაში ვლინდება და კანის სიყვითლესთან ერთად, დაღლილობასაც იწვევს. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ფერმენტის ოდენობის დაზუსტებას ვეტერინართან დროული ვიზიტისა და  დიაგნოსტიკური ტესტების დახმარებით შეძლებთ.

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელიც პარკუჭების კედლების გასქელებას იწვევს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულ კომპანიონ ცხოველებს გულმკერდის არეში ტკივილი, ქოშინი და არითმია აღენიშნებათ. დაავადების სამკურნალოდ ხშირად გულის შეკუმშვის ძალის შესამცირებელ მედიკამენტებს იყენებენ. თანდაყოლილი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მსგავსად, დაავადების მოგვიანებით გამოვლენილი შემთხვევების უმეტესი ნაწილიც გენეტიკური დეფექტით არის გამოწვეული. 

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია შესაძლოა ახალშობილობის ან ზრდასრულობის პერიოდში გამოვლინდეს. დაავადების ეფექტურად მართვას ვეტერინართან აქტიური კომუნიკაციის, სათანადო ვარჯიშისა და ჭარბწონიანობის თავიდან აცილებით შეძლებთ.

    პოლიკისტოზი

    პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სითხით სავსე ცისტების ფორმირებას და თირკმელების ფუნქციის დაკარგვას იწვევს. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის პოლიკისტოზის გენის მატარებელი კომპანიონი ცხოველის იდენტიფიცირება და გამრავლების პროცესისთვის მათი შეუსაბამოდ გამოცხადებაა საჭირო.

    თირკმლის ფუნქციის მხარდასაჭერად შესაძლოა სპეციალიზებული დიეტის დაცვა გახდეს საჭირო. ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ გამოცდილ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზეა რეკომენდირებული. სისხლის ანალიზები, ხშირი ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა დაავადების მართვაში და მკურნალობის სტრატეგიის კორექტირებაში დაგეხმარებათ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    კატებს უნიკალური კვებითი პრეფერენციები აქვთ. თუმცა, ყველა მათგანს სასიცოცხლოდ აუცილებელი იმ ნივთიერებების საჭიროება აერთიანებს, რომლებიც ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების უზრუნველსაყოფად ესაჭიროებათ. ამ საჭიროების ზედმიწევნით დაკმაყოფილებას, მათთვის მაღალი ხარისხის კატის საკვების შეთავაზებით შეძლებთ.

    განსხვავებულია, აგრეთვე, ციმბირული კატებისთვის  რეკომენდირებული ულუფის ზომებიც. ამ განსხვავებას ასაკი, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა განაპირობებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ნაკლებად აქტიურ  სტერილურ კატასთან შედარებით, სწრაფად მზარდ, ენერგიულ კნუტს საკვები ნივთიერებების განსხვავებული ბალანსი ესაჭიროება.

    სათანადო კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობისთვის. ამის დასტურია ისიც, რომ სწორი კვების შემთხვევაში თქვენი ციმბირული კატის სიცოცხლის 18 წლამდე გახანგრძლივებაა შესაძლებელი.

    სწორედ ამიტომ გირჩევთ ნუტრიციოლოგთან კონსულტაციას და ყველა იმ შეკითხვაზე პასუხის მიღებას, რაც თქვენი ოთხფეხა მეგობრის სრულყოფილ კვებას ეხება. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ციმბირული კატები რუსეთიდან, მათივე სახელობის რეგიონიდან არიან წარმოშობით. ციმბირული კატების შესახებ ცნობები მე-11 საუკუნიდანაა დოკუმენტირებული.  მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერია დაზუსტებით ცნობილი, რუსულ ზღაპრებსა და საბავშვო წიგნებში მათი სახელი არაერთხელაა ნახსენები. 

    ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრებისადმი სიყვარული რუსებმა ტიუმენში მდებარე მოედნისთვის მათი სახელის დარქმევით გამოხატეს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ერმიტაჟი, რუსეთის მთავარი მუზეუმი, ვირთხებით იყო სავსე, მავნებლის მოსაშორებლად და ძვირფასი ექსპონატების დასაცავად, მთავრობამ 5000-ზე მეტი ციმბირული კატა გამოიყენა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მუზეუმში კატები დღესაც ცხოვრობენ.