ძაღლის ჯიშები

ინგლისური ბულდოგი

  • ბეწვის ცვენის სიხშირე

    ნერწყვდენა

    გრუმინგი

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარები

    წვრთნის სიმარტივე

    გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვა

    ყეფა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ინგლისური ბულდოგი

ფიზიკური თვალსაზრისით, ბულდოგის სახელით ცნობილი ეს სახეობა დანაოჭებული კანით, მოკლე ცხვირითა და მკვრივი, კუნთოვანი აღნაგობით ხასიათდება. კომპაქტურ ზომასა და გამორჩეულ გარეგნობასთან ერთად ბულდოგი დამცველობითი და ლოიალური ბუნებითაც გამოირჩევა, რაც მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და პოპულარულ კომპანიონ ცხოველად აქცევს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • აქტიური ვოკალიზაცია
  • ცხოვრების მრავალფეროვან სტილთან ადაპტაცია
  • ნაზი და მეგობრული ტემპერამენტი
  • გაბედულება
  • კომუნიკაბელურობა
  • სიჯიუტე
  • ერთგულება
  • ზომიერი ვარჯიშის საჭიროება
  • ხვრინვისადმი მიდრეკილება
  • ზომა

    ბულდოგი საშუალო ზომის ჯიშია. ზრდასრული მამრი და მდედრი ბულდოგის სიმაღლე 31-დან 40 სანტიმეტრამდე, სიგრძე კი 51-დან 70 სანტიმეტრამდე მერყეობს. როგორც ხედავთ, ზომის თვალსაზრისით, მდედრი და მამრი ბულდოგის ფიზიკური მახასიათებლები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სიმაღლის, სიგანისა და სიგრძის ეს უნიკალური კომბინაცია, სახის გამორჩეულ ნაკვთებთან ერთად, ბულდოგებს ადვილად ცნობად და მიმზიდველ კომპანიონ ცხოველებად აქცევს.

    წონა

    ზრდასრული მამრი ბულდოგი 23-დან 25 კილოგრამამდე იწონის. მდედრი ბულდოგის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი, ჩვეულებისამებრ, უფრო მცირეა და 18-23 კილოგრამის ფარგლებში მერყეობს. ბულდოგის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბულდოგის სიცოცხლის ხანგრძლივობა 8-დან 10 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების 56-70 წელს უტოლდება. სუნთქვის პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება ჯიშისთვის დამახასიათებელ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

    ბეწვის საფარი

    ბულდოგის ბეწვი შედარებით მოკლე და გლუვია. ბეწვის საფარი მჭიდროდ ეკვრის სხეულს და ჯიშისთვის დამახასიათებელ მკვრივ აღნაგობას კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს. ფერის თვალსაზრისით, ბულდოგის ბეწვი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც სახეობის ყოველ წარმომადგენელს მეტ ინდივიდუალიზმს სძენს. მოკლე ბეწვის მიუხედავად, ბულდოგის სახისთვის დამახასიათებელი ნაოჭების რეგულარულ წმენდას კანის პრობლემების თავიდან ასაცილებლად არსებითი მნიშვნელობა აქვს.