ძაღლის ჯიშები

ჯეკ რასელ ტერიერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ჯეკ რასელ ტერიერი

უსაზღვრო ენერგია და გამორჩეული ინტელექტი ჯეკ რასელ ტერიერს აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისა და ოჯახებისთვის შესაფერის კომპანიონად აქცევს. სისწრაფისა და ათლეტიზმის უნიკალური კომბინაცია ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ძაღლების სპორტში თავის წარმოჩენის შესანიშნავ შესაძლებლობასაც აძლევს. ათლეტიზმის მიღმა, ჯეკ რასელი ოჯახის წევრების მიმართ განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა. ჯიშისთვის დამახასიათებელი მცირე ზომის მიუხედავად, ჯეკ რასელ ტერიერები უშიშარ ქცევასთან ერთად გამბედაობასაც ხშირად ავლენენ.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • ინტელექტის მაღალი დონე
  • უშიშარი ბუნება
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • სიმამაცე და გაბედულება
  • ენერგიულობა
  • იმპულსური ქცევა
  • სიჯიუტე
  • კომუნიკაბელურობა
  • მოსიყვარულე ხასიათი
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი და მამრი ჯეკ რასელ ტერიერები სიმაღლეში 25-38 სანტიმეტრს აღწევენ. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 46-55 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ჯეკ რასელის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი და მდედრი ჯეკ რასელ ტერიერები 4.1 კილოგრამიდან 6.8 კილოგრამამდე იწონიან.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ჯეკ რასელ ტერიერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 13-დან 16 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 68-80 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის წარმომადგენლები მოკლე და მკვრივი ორფენოვანი ბეწვის საფარით ხასიათდებიან. ბეწვის გარე ფენა უხეში, ქვედა ფენა კი საგრძნობლად რბილია. ამ ტიპის ბეწვის საფარი შესანიშნავი თბოიზოლატორია, თუმცა, ოპტიმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად რეგულარულ მოვლას საჭიროებს.

  • ჯიშის ხასიათი
  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები
  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება
  • ჯიშის წარმოშობის ისტორია