ძაღლის ჯიშები

პიტბულ ტერიერი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

პიტბულ ტერიერი

ამერიკული პიტბული საშუალო ზომის, ტერიერის ტიპის ძაღლია. ის მოკლე საფარველით, შესამჩნევად დაკუნთული სხეულითა და ღიმილიანი სახით გამოირჩევა. მცდარი წარმოდგენების მიუხედავად, ამერიკული პიტბულ ტერიერი ან “პიტი”, როგორც მათ სიყვარულით უწოდებენ, ადამიანების მოყვარული, მეგობრული ჯიშია. სათანადო ვარჯიშისა და სოციალიზაციის პირობებში, ის ბავშვებისთვისაც შესანიშნავი კომპანიონია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ყოველთვის კარგად არ ეგუებიან სხვა შინაურ ცხოველებს.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • თავდაჯერებული ქცევა
  • დამცველობითი ინსტინქტი
  • გონიერება
  • სიმამაცე
  • სიჯიუტე
    • ზომა

    მდედრი პიტბულ ტერიერის სიმაღლე 43-50 სანტიმეტრს აღწევს. ჯიშის მამრი წარმომადგენლების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 45-53 სანტიმეტრს უტოლდება. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, პიტბულ ტერიერის სხეულის სიგრძე, ჩვეულებრივ, 88-114 სანტიმეტრს არ აღემატება.

    • წონა

    პიტბულ ტერიერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი პიტბულ ტერიერი 16 კილოგრამიდან 27 კილოგრამამდე იწონის. მდედრი პიტბულ ტერიერის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 14-23 კილოგრამს შეადგენს.

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    პიტბულ ტერიერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 8-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 51-83 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    მოკლე ბეწვი მჭიდროდ ეკვრის ამერიკული პიტბულ ტერიერის სხეულს და კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს მის კუნთოვან აღნაგობას. პიტბულს მთელი წლის განმავლობაში ზომიერად სცვივა ბეწვი. თუმცა, ამინდის ცვლილების გამო, ცვენის ინტენსივობა გაზაფხულზე და შემოდგომაზე იმატებს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების საფარველი მინიმალურ მოვლას საჭიროებს. მათი დავარცხნა მხოლოდ კვირაში ერთხელ არის საჭირო.