Dog Breeds

ქართული მთის ძაღლი (ქართული ნაგაზი)

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

Dog Breeds

ქართული მთის ძაღლი (ქართული ნაგაზი)

თუ კერძო სახლში ცხოვრობთ და გვერდით ყველაზე ერთგული ანდა მამაცი კომპანიონი ცხოველი გსურთ, ბევრს ნუ იფიქრებთ, ქართული  მთის ძაღლი საუკეთესო არჩევანია თქვენთვის! შთამბეჭდავი ზომის მიუხედავად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები თავშეკავებული, მშვიდი და მოსიყვარულე თანამგზავრები არიან მათ მიმართ, ვისაც ენდობიან. ეს კომპანიონი ცხოველები ხშირად ავლენენ აგრესიას უცნობი ადამიანების მიმართ, თუმცა ბავშვებისა და შინაური ცხოველებისადმი კეთილგანწყობით გამოირჩევიან. 

მათი ისტორია საუკუნეებს ითვლის. ამ ჯიშის ძაღლებს, ასეულობით წლის განმავლობაში, ცხვრის ფარის მგლებისგან დასაცავად იყენებდნენ. დღეს, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სახლებსა და კერძო საკუთრებას დარაჯობენ. ისინი შესანიშნავად ეგუებიან ნებისმიერ ამინდს, მათ შორის მთის ცივ კლიმატს. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • ძლიერი ნებისყოფა
  • სიმამაცე
  • დამოუკიდებლობა
  • სიმშვიდე
  • სიფრთხილე
  • დომინანტური ქცევა
  • დამცველობითი ინსტინქტი
  • გაწონასწორებული ფსიქიკა
  • ერთგულება
  • მოსიყვარულე ბუნება (კომპანიონი ადამიანების მიმართ)

  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    ქართული მთის ძაღლი სიმაღლეში 60-65  სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ჯიშის წარმომადგენელთა სხეულის სიგრძე, ჩვეულებისამებრ,  80-100 სანტიმეტრს არ აღემატება.

    • წონა

    ქართული მთის ძაღლის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლების წონა 50-70 კილოგრამის ფარგლებში იცვლება. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ქართული მთის ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 12 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 79-93 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    ქართულ ნაგაზს სხეულზე კარგად მომჯდარი, მოკლე საფარველი ამშვენებს. როგორც წესი, ბეწვი კისრისა და ბარძაყის უკანა მხარეს უფრო გრძელია ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების მოკლე, მაგრამ სქელი საფარველი ორი ფენისგან შედგება და მთის მკაცრი კლიმატის ფონზე შესანიშნავ თბორეგულაციას უზრუნველყოფს წელიწადის ნებისმიერ დროს. 

    ზედმეტი ცვენის თავიდან ასაცილებლად, ქართული მთის ძაღლის ბეწვი რეგულარულ მოვლას საჭიროებს, განსაკუთრებით სეზონური ცვლილებების დროს. ბეწვს ფერების ნებისმიერი კომბინაცია შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა გამოვლინდეს ალბინიზმიც.

  • ჯიშის ხასიათი

    ქართული მთის ძაღლი ძლიერი, დამოუკიდებელი ხასიათით გამორჩეული ჯიშია. ამ ძაღლებს საქართველოს მთიან რეგიონებში, ტრადიციულად, პირუტყვის დასაცავად იყენებდნენ. ერთგულება და სიმამაცე მათ შესანიშნავ მცველებად აქცევდა. 

    სხვა ჯიშებთან შედარებით, ქართული მთის ძაღლი უმძიმესი კლიმატური პირობების მიუხედავად, ყოველთვის მაქსიმალური ყურადღებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ძაღლების მეპატრონეები აცხადებენ, რომ ამ ჯიშის წარმომადგენლები შესანიშნავი მოდარააჯეები და მცველები არიან. 

    გიგანტური ზომის მიუხედავად, ქართული ნაგაზი მშვიდი, მომთმენი და მოსიყვარულეა კომპანიონი ადამიანების მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარა ასაკიდან არის სათანადოდ სოციალიზებული. უცხო ადამიანების გარემოცვაში ისინი თავშეკავებასა და ბუნებრივ სიფრთხილეს ავლენენ. თუმცა, ღრმად ერთგულები არიან და შეუპოვრად იცავენ მათ, ვისაც ენდობიან.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. 

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ დაავადების დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

    თვალის პრობლემები

    კავკასიური ნაგაზის მიდრეკილება თვალის პრობლემებისადმი დიდწილად მათი გამორჩეული სახის ნაკვთებითაა განპირობებული. შესაძლოა ჯიშის წარმომადგენლებმა მემკვიდრეობით ბადურის პროგრესირებადი ატროფია მიიღონ. თვალის ეს დეგენერაციული დაავადება, მხედველობის დაკარგვას იწვევს, თუმცა, კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკამ შესაძლოა ეს რისკი მნიშვნელოვნად შეამციროს.

    გაითვალისწინეთ, რეგულარულ ვეტერინარულ გამოკვლევებს ჩვენი კომპანიონი ცხოველის პოტენციური პრობლემების ნაადრევად გამოვლენისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. თვალის პრობლემების პრევენციისთვის, კომპანიონი ცხოველის ჰიგიენის სათანადოდ დაცვაც აუცილებელია. სახის ნაკეცების ნაზად გაწმენდით და გამღიზიანებლების (მაგ., მტვერი) თავიდან აცილებით თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის თვალის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    საყრდენ-მამომძრავებელი სისტემის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და კუნთოვანი მასის სწორად გასავითარებლად, ქართულ ნაგაზს ცილებით მდიდარი საკვები ესაჭიროება. მათი აქტიური ცხოვრების წესის მხარდაჭერად, სასურველია უპირატესობა მაღალი ხარისხის მშრალ საკვებს მივანიჭოთ. ასეთი საკვების დაბალანსებული ფორმულა ჩვენი ქართული ნაგაზის კვებით საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სპეციალურად დიდი და გიგანტური ჯიშებისთვის არის შექმნილი. 

    დიდი ზომის გამო, ჯიშის წარმომადგენლები, როგორც წესი, საკვების დიდ რაოდენობას მოიხმარენ. ზრდასრულ ქართულ მთის ძაღლებს ყოველდღიურად დაახლოებით 4-6 ჭიქა ძაღლის მაღალი ხარისხის მშრალი საკვები ესაჭიროებათ. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ჩვეულებისამებრ, ვეტერინარები დღის განმავლობაში კომპანიონი ცხოველის ორჯერ გამოკვებას გვირჩევენ. კვებას შორის რეკომენდირებული შუალედი სტანდარტულად 10-12 საათია. 

    მაგალითად, თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს დილის 8 საათზე გამოკვებავთ პირველად, შეგიძლიათ მეორე ულუფით საღამოს 8 საათზე გაუმასპინძლდეთ. გახსოვდეთ, გადაჭარბებულმა კვებამ შესაძლოა  წონის მატება და სახსრების პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით პორციის ზომას და სანამ ნუტრიციოლოგს ესტუმრებით პერსონალური რეკომენდაციისთვის, საკვების შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციით იხელმძღვანელეთ.

    თუ თქვენი ქართული მთის ძაღლი ჯერ კიდევ ლეკვობის ასაკშია, ბუნებრივი კვების შეწყვეტისთანავე სპეციალურად დიდი და გიგანტური ჯიშის ლეკვებისთვის განკუთვნილი საკვებით გაუმასპინძლდით. ამ საკვების დაბალანსებული ფორმულა თქვენი ლეკვის ორგანიზმს სწორი ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით გაამდიდრებს. 

    როგორც კომპეტენტური მშობელი, აგრეთვე, დარწმუნდით, რომ თქვენს კომპანიონ ცხოველს მუდმივად აქვს წვდომა სუფთა წყალზე, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან ცხელ ამინდში.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ქართული მთის ძაღლი საქართველოს მთიან რეგიონში განვითარებული უძველესი ჯიშია. ის არა მხოლოდ  შთამბეჭდავი ფიზიკური შესაძლებლობებით, არამედ უნიკალური პიროვნული მახასიათებლებითაც იპყრობს მნახველთა გულებს. ამ ძლევამოსილ ძაღლებს ქართველი მწყემსები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ტერიტორიის დასაცავად და პირუტყვის სამწყემსად. დღეს, ქართული ნაგაზი სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის გარდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

    ბევრი სხვა მცველი ჯიშისგან განსხვავებით, დროთა განმავლობაში, ქართულ ნაგაზს დამოუკიდებლობისა და კომპანიონი ადამიანების მიმართ ღრმა მიჯაჭვულობის უნიკალური კომბინაცია ჩამოუყალიბდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული მთის ძაღლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლოა.

    2000 წლის 1 ივნისს გამოქვეყნებული ჯიშის სტანდარტი საქართველოს კინოლოგიურმა ფედერაციამ შეიმუშავა. თუმცა, სამწუხაროდ, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს საერთაშორისო  დონეზე ჯერ კიდევ არ აღიარებენ.