ძაღლის ჯიშები

სერბერნარი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

სერბერნარი

სამაშველო ღონისძიებებისთვის საჭირო თანდაყოლილმა ინსტინქტებმა სერბერნარი ლეგენდარულ ჯიშად აქცია. სახეობისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ყნოსვა და შთამბეჭდავი ძალა სერბერნარს საუკუნეების განმავლობაში,  განსაკუთრებით რთული რელიეფის მქონე გარემოში, აძლევდა გაჭირვებაში მყოფი ადამიანების პოვნისა და გადარჩენის შესაძლებლობას. მშვიდი ტემპერამენტი და მაღალი ინტელექტი სერბერნარს იდეალურ კომპანიონად აქცევს იმ ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი  ბავშვები იზრდებიან. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მაღალი ინტელექტი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • მეგობრული ხასიათი 
  • მშვიდი ტემპერამენტი
  • კომუნიკაბელურობა
  • სიმამაცე და გამბედაობა
  • ზომა

    მდედრი სერბერნარის სიმაღლე 66-71 სანტიმეტრს უტოლდება. მამრი სერბერნარის შემთხვევაში, ეს რიცხვი 71-76 სანტიმეტრამდე იზრდება. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, თუ მდედრი სერბერნარის სიგრძე 102-110 სანტიმეტრს არ აღემატება, მამრი სერბერნარის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 110-119 სანტიმეტრს შეადგენს.

    წონა

    სერბერნარის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი სერბერნარი 64-82 კილოგრამამდე იწონის. მდედრი სერბერნარის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 54-64 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    სერბერნარის სიცოცხლის ხანგრძლივობა 8-დან 10 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-79 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    სერბერნარისთვის დამახასიათებელი ბეწვის ორმაგი საფარველი ჯიშის წარმომადგენლების მკაცრი ამინდის პირობებში დაცვას ისახავს მიზნად. სერბერნარის ბეწვი, ჩვეულებისამებრ, თეთრ, ყავისფერ ან შავ ფერებში გვხვდება, თუმცა, ზოგიერთ სერბერნარს შესაძლოა განსხვავებული შეფერილობაც ჰქონდეს.