ძაღლის ჯიშები

შოტლანდიური ტერიერი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

შოტლანდიური ტერიერი

შოტლანდიურ ტერიერებს ხშირად აღწერენ, როგორც გაბედულს, ერთგულსა და სერიოზულს და სწორედ თვისებების ეს მომხიბვლელი კომბინაცია აქცევს ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს ძვირფას კომპანიონად. სახეობისთვის დამახასიათებელი მოაზროვნე ბუნება და დამოუკიდებელი პიროვნება იშვიათად ტოვებს ძაღლების მოყვარულებს გულგრილს. მცირე ზომის მიუხედავად, შოტლანდიურ ტერიერები ხშირად ავლენენ თავდაჯერებულობას და გამბედაობას, რაც მათ შესანიშნავ მცველებად აქცევს. ოჯახისადმი მათ ლოიალობას საზღვარი არ აქვს. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • დამოუკიდებლობა
  • სიფხიზლე 
  • სიმამაცე 
  • ერთგულება 
  • მაღალი ინტელექტი 
  • სიჯიუტე
  • თავდაჯერებულობა 
  • ტერიტორიული ქცევა
  • ზომა

    მდედრი და მამრი შოტლანდიური ტერიერები სიმაღლეში 25-28 სანტიმეტრს აღწევენ. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 56-58 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    შოტლანდიური ტერიერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი და მდედრი  შოტლანდიური ტერიერები 8-10 კილოგრამამს იწონიან.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    შოტლანდიური ტერიერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-76 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    მკვრივი ორმაგი ბეწვის საფარი შოტლანდიურ ტერიერს გამორჩეულ იერს ანიჭებს. თუმცა, მისი რეალური დანიშნულება უფრო მნიშვნელოვანია და ჯიშის მკაცრი ამინდის პირობებისგან დაცვას ისახავს მიზნად. შოტლანდიური ტერიერის ბეწვის საფარის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად რეგულარული მოვლაა საჭირო.