ძაღლის ჯიშები

ციმბირული ჰასკი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ციმბირული ჰასკი

ციმბირული ჰასკის გასაოცარი გარეგნობა, გამძლეობა, მეგობრული ტემპერამენტი და უნიკალური ვოკალიზაცია წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანებზე. ოჯახის პატარა და ზრდასრული წევრებისადმი გამოვლენილი კეთილგანწყობა ციმბირულ ჰასკებს საუკეთესო კომპანიონ ცხოველებად და ოჯახის მნიშვნელოვან წევრებად აქცევს.

პირველ რიგში, ჰასკები ყურადღებას მათთვის დამახასიათებელი მგლის მსგავსი გარეგნობით იქცევენ. თვალწარმტაცი ცისფერი თვალები ამ ვიზუალის ყველაზე მომხიბვლელი ნაწილია. გარეგნობის მიღმა, ციმბირული ჰასკი უბადლო გამძლეობითაც გამოირჩევა. ისტორიულად, სწორედ ეს გამძლეობა აძლევდა მას შესაძლებლობას დაღლილობის გარეშე გაევლო რთული რელიეფის მქონე შორეული მარშრუტები.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მაღალი ინტელექტი
  • ექსპრესიული ვოკალიზაცია
  • ერთგულება
  • კომუნიკაბელურობა
  • ცნობისმოყვარეობა
  • ბავშვებისადმი კეთილგანწყობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მამრი ციმბირული ჰასკის სიმაღლე 53-60 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. მდედრი ციმბირული ჰასკის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 51-56 სანტიმეტრს აღწევს. სიგრძეს რაც შეეხება,  მდედრი და მამრი ციმბირული ჰასკის სიგრძე 76-88 სანტიმეტრის ფარგლებში იცვლება.

    წონა

    ციმბირული ჰასკის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, კვებითი რაციონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ციმბირული ჰასკი 20-29.5 კილოგრამამდე იწონის. მდედრი ციმბირული ჰასკის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 15.9-22.7 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ციმბირული ჰასკის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 14 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 77-88 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობას ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად მისდამი გამოვლენილი სიყვარულიც განსაზღვრავს.

    ბეწვის საფარი

    ციმბირული ჰასკისთვის დამახასიათებელი ბეწვის საფარი სახეობის მკაცრი არქტიკული კლიმატისგან დაცვას ისახავდა მიზნად. ბეწვის გარე ფენა ციმბირში მცხოვრებ ჰასკებს ქარისა და წყლისგან იცავდა, მკვრივი ქვედა ფენა კი სხეულის ტემპერატურის რეგულირებისთვის საჭირო იზოლაციას უზრუნველყოფდა.

    წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ჰასკების ბეწვის ცვენის ინტენსივობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამ პროცესის ეფექტურად სამართავად ბეწვის რეგულარულ დავარცხნას და მისი სისუფთავის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

  • ჯიშის ხასიათი

    ციმბირული ჰასკი მეგობრული და მოსიყვარულე ხასიათით არის ცნობილი. სოციალური ბუნების გამო ციმბირული ჰასკები თავს ყველაზე უკეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში გრძნობენ. ახლობელი ადამიანებისადმი გამოვლენილი ეს კეთილგანწყობა მათ შესანიშნავ კომპანიონ ცხოველებად აქცევს განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები იზრდებიან.

    ციმბირული ჰასკის ჯიშის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მახასიათებელი მისი ექსპრესიული ვოკალიზაციაა. ცნობილია, რომ ჰასკები ბგერების მრავალფეროვანი სპექტრით გადმოსცემენ სიხარულს, აღფრთოვანებას და სწორედ ამ ხმოვანი სიგნალებითვე აფრთხილებენ გარშემომყოფებს პოტენციური საფრთხის შესახებ.

    ინტელექტითა და გამძლეობით განთქმული ეს დიდებული კომპანიონი ცხოველები ინსტინქტების მიყოლის სურვილთან ერთად დამოუკიდებელ და ჯიუტ ბუნებასაც ხშირად ავლენენ. სიჯიუტესთან ერთად, ამ დამოუკიდებლობამ შესაძლოა წვრთნასთან დაკავშირებული გამოწვევები შეგიქმნათ. თუმცა, მოთმინებით, თანმიმდევრულობით და პოზიტიური განმტკიცებით შეძლებთ, რომ ძლიერი კავშირი და ეფექტური კომუნიკაცია დაამყაროთ თქვენი ცხოვრების ერთგულ თანამგზავრთან.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია სამედიცინო ტერმინია, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა, ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი და კოჭლობა გამოიწვიოს.

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჯანსაღი წონის შენარჩუნება სახსრებზე დატვირთვის შემცირებაში დაგეხმარებათ. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა კი მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

    გლაუკომა

    გლაუკომა თვალის დაავადებაა, რომელიც თვალშიგა წნევის ზრდას და მხედველობის ნერვის დაზიანებას იწვევს. გლაუკომის განვითარების თავდაპირველ ეტაპზე კომპანიონი ცხოველების მხედველობა უარესდება და დროთა განმავლობაში შესაძლოა საქმე განუკურნებელ სიბრმავემდე მიდის.

    მიუხედავად იმისა, რომ გლაუკომას პრევენცია რთულია, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მკურნალობის პროცესის ეფექტურად წარმართვაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

    ანტიოქსიდანტებით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, A, C და E ვიტამინებით მდიდარი დიეტა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში საგრძნობლად დაეხმარება.

    თანდაყოლილი კატარაქტა

    კატარაქტა თვალის დაავადებაა, რომლის დროსაც კომპანიონი ცხოველის მხედველობა თანდათანობით უარესდება. ამ დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა,  მონაცრისფრო ან რძისფერ შეფერილობას იძენს, რაც მხედველობის მნიშვნელოვან გაუარესებას იწვევს.

    თანდაყოლილ კატარაქტას, როგორც წესი, დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება ან სამშობიარო ტრავმა იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თანდაყოლილი დაავადებების კონტროლი ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა, C და E ვიტამინებით მდიდარმა რაციონმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის თვალის ჯანმრთელობას.

    როგორც კომპეტენტურ მშობელს გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების მზის მავნე ზემოქმედებისგან ყოველდღიურად დაცვა დაავადების ეფექტურად მართვის საწინდარია.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    კვების კომპეტენტური პრაქტიკა ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია. კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის მთავარი წინაპირობა საკვები რაციონის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება და ნუტრიციოლოგისგან პროფესიონალური რჩევების მიღებაა.

    თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი ხარისხის ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარ დიეტას თქვენი კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამის გათვალისწინებით, გირჩევთ უპირატესობა იმ საკვებს მიანიჭეთ, რომელიც ძირითად ინგრედიენტად ქათამს, თევზს ან საქონლის ხორცს ასახელებს და რომელიც ჯანსაღი ცხიმებისა და რთული ნახშირწყლების საუკეთესო ბალანსს გთავაზობთ. ცხოვრების ერთგული თანამგზავრის კეთილდღეობისთვის, ეცადეთ ჯანმრთელობისთვის მავნე ნებისმიერი საკვები დანამატი აიცილოთ თავიდან. აუცილებელია საკვები მხოლიდ მაღალი ხარისხის ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავდეს.

    თუ სხვა კომპეტენტური მშობლების მსგავსად გსურთ, რომ საკვების შერჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისწორეში 100%-ით იყოთ დარწმუნებული, გირჩევთ კონსულტაციისთვის ნუტრიციოლოგს მიმართოთ.

    ომეგა 3 და ომეგა 6 ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ენერგიის დონის შენარჩუნებაში. თევზის ზეთი და სელის თესლი ამ სასარგებლო ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყაროა. ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებთან ერთად, ციმბირული ჰასკის ენერგიას რთული ნახშირწყლების შემცველი ისეთი საკვები პროდუქტებიც უზრუნველყოფენ, როგორიც ტკბილი კარტოფილი, ყავისფერი ბრინჯი და შვრიაა. მათი მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის საჭმლის მომნელებელ სისტემას სწორ ფუნქციონირებაშიც დაეხმარება.

    ციმბირული ჰასკის კვებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა კვების თანმიმდევრული განრიგის ჩამოყალიბებაა. სასურველია ზრდასრული ციმბირული ჰასკის კვება დღის განმავლობაში 2-3 ულუფაზე გაანაწილოთ. თუმცა, ლეკვების შემთხვევაში მიზანშეწონილია მათ ხშირად, თუმცა მცირე ულუფებით მიაწოდოთ საკვები. აქვე უნდა აღინიშნოს სათანადო ჰიდრატაციის მნიშვნელობაც. დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს მუდამ აქვს წვდომა სუფთა წყალზე.

    საუკეთესო შემთხვევაში, დაბალანსებული დიეტა ძირითად საკვებ ნივთიერებებთან ერთად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დამატებით ვიტამინებსაც უნდა მოიცავდეს. თუმცა, ამ საჭიროების ასაკის, აქტივობის დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად დასადგენად, აუცილებლად მიმართეთ ნუტრიციოლოგს.

    როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი საკვები კომპანიონი ცხოველებისთვის ტოქსიკურია. ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველ საკვებ პროდუქტებს შორის შოკოლადი, კოფეინი, ხახვი, ნიორი, ყურძენი, ქიშმიში და ალკოჰოლი მოწინავე ადგილს იკავებენ. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ძვლებთან მიმართებითაც. ძვლების ფრაგმენტებმა შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ციმბირული ჰასკის ჯიში ციმბირის ნახევარკუნძულზე მცხოვრებმა ჩუკჩებმა  დაახლოებით 100 საუკუნის წინ განავითარეს. ჩუკჩის ხალხს ესაჭიროებოდა კომპანიონი ცხოველი, რომელიც მარხილების დიდ მანძილზე ტარებას და არქტიკის გაუსაძლის ტემპერატურასთან ადაპტაციას შეძლებდა. ჩუქჩის ხალხის მიერ განხორციელებულმა შერჩევითი გამრავლების მცდელობამ შედეგი გამოიღო და სამყაროს უნიკალური ფიზიკური და პიროვნული მახასიათებლების მქონე ციმბირული ჰასკი მოევლინა. ამ სახეობას მკაცრ არქტიკულ პირობებთან თანაცხოვრების შეუდარებელი უნარი აქვს.

    საიმედო ტრანსპორტირებისა და ერთგული კომპანიონობის გამო ციმბირულმა ჰასკიმ ჩუქჩის ხალხის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. სწორედ ამ დამსახურების გამო გახდა ეს სახეობა ჩუქჩის კულტურისა და მითოლოგიის განუყოფელი ნაწილი.

    ციმბირული ჰასკის მოგზაურობა შორეული ციმბირიდან დედამიწის სხვა ნაწილებში მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ციმბირული ჰასკის მსოფლიო დონის პოპულარობას 1925 წელს მომხდარმა მოვლენამ შეუწყო ხელი. ალასკაში მცხოვრებმა, სიცოცხლის გადამრჩენი მისიის გმირმა ჰასკებმა არნახული გამძლეობითა და მონდომებით შეძლეს დიფტერიის შრატის დანიშნულების ადგილამდე ჩატანა. სწორედ კომპანიონი ცხოველების ეს გმირობა დაედო საფუძვლად ,,ბალტოს” სახელით ცნობილ, 1995 წელს შექმნილ ანიმაციურ ფილმს.