ზრდასრული ბრიტანული გრძელბეწვიანი ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესის მქონე, მშვიდი კომპანიონია. სწორედ ამიტომ, დღის განმავლობაში მას იმაზე ნაკლები საკვები ესაჭიროება, ვიდრე, მათი ზომის გათვალისწინებით, ერთი შეხედვით ჩანს.
ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები, მოზრდილ ასაკში, დღეში ორჯერ, რეგულარული გრაფიკით გამოკვებეთ და გახსოვდეთ, რომ კნუტების შემთხვევაში კვების სიხშირე გაცილებით მეტი, ულუფების ზომა კი მნიშვნელოვნად ნაკლები უნდა იყოს.
საუკეთესო შემთხვევაში, ბრიტანულ გრძელბეწვიან კატებს ესაჭიროებათ დაბალანსებული საკვები, რომელიც მაღალი ხარისხის ცილებს, აუცილებელ ცხიმებს, ვიტამინებსა და მინერალებს აერთიანებს. ცილა მათი კუნთოვანი მასისა და სხეულის მთლიანი ფუნქციის შესანარჩუნებლად არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, შეარჩიეთ ისეთი კომერციული კატის საკვები, რომელიც მთავარ ინგრედიენტად ცილის მაღალი ხარისხის წყაროს (ქათამს, ინდაურს ან თევზს) ასახელებს.
ჯანსაღი კანისა და ბეწვისა უზრუნველსაყოფად, ბრიტანულ გრძელბეწვიან კატებს რაციონში ცხიმის ზომიერი რაოდენობაც ესაჭიროებათ. საჭმლის მონელების პროცესის ხელშესაწყობად, კომპანიონი ცხოველების დიეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ბოჭკოვანი საკვებია.
საკვების შერჩევისას მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ვარიანტი, რომელიც სპეციალურად თქვენი ოთხფეხა მეგობრის ცხოვრების ეტაპისა და აქტივობის დონის შესაბამისადაა შექმნილი. ბრიტანული გრძელბეწვიანი კატების ჭარბი წონის მატებისადმი მიდრეკილების გამო, საკვების ეტიკეტზე დატანილ ინსტრუქციას მიჰყევით და ცვლილებები მხოლოდ ნუტრიციოლოგის რეკომენდაციით შეიტანეთ რაციონში.