ძაღლის ჯიშები

ამერიკული კოკერ სპანიელი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ამერიკული კოკერ სპანიელი

ამერიკული კოკერ სპანიელი პატარა ზომის სპორტული ძაღლის ჯიშია. მას აბრეშუმისებრი ბეწვი, გამომხატველი თვალები და გრძელი ყურები გამოარჩევს სხვა კომპანიონი ცხოველებისგან. ამერიკაში, ჯიშის წარმომადგენლებს, როგორც წესი, მხოლოდ კოკერ სპანიელის სახელით მოიხსენიებენ. თუმცა, ინგლისელი კოლეგისგან გასამიჯნად, შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ამერიკულ კოკერ სპანიელს უწოდებენ. 

კოკერ სპანიელებთან ერთად თამაში, სეირნობა ან უბრალოდ, ყოველდღიური, ძვირფასი მომენტების გაზიარება საუკეთესო ცხოვრებისეული გამოცდილებაა. მათ შესანიშნავად ესმით ბავშვების და სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად დროის მხიარულად გატარებაზეც არასდროს ამბობენ უარს. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • აქტიური ვოკალიზაცია
  • მოსიყვარულე ბუნება
  • ერთგულება
  • მხიარულება
  • სინაზე
  • გონიერება
  • მეგობრული ხასიათი
  • კომუნიკაბელურობა
  • ცნობისმოყვარეობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი ამერიკული კოკერ სპანიელი სიმაღლეში 36-41, მამრი ამერიკული კოკერ სპანიელი კი 38-43 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ამერიკული კოკერ სპანიელის სიგრძე 61-74 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ამერიკული კოკერ სპანიელის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ამერიკული კოკერ სპანიელი 13 კილოგრამიდან 16 კილოგრამამდე იწონის. მდედრი კოკერ სპანიელის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 12-15 კილოგრამს არ აღემატება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ამერიკული კოკერ სპანიელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 69-83 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ამერიკულ კოკერ სპანიელს ოდნავ ტალღოვანი, აბრეშუმისებრი ბეწვი ამშვენებს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვი თავზე მოკლე და თხელი, სხეულზე საშუალო სიგრძის, ყურებზე, მკერდზე, მუცელსა და ფეხებზე კი შედარებით უფრო ხშირი და გრძელია. 

    ბეწვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ცვენის ინტენსივობის შესამცირებლად, კოკერ სპანიელი ყოველ მეორე დღეს საჭიროებს დავარცხნას. თუ ბეწვის ვარცხნის სიხშირის შემცირება გსურთ, თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის ბეწვის მოკლედ შეჭრას გირჩევთ. 

    აბაზანის მიღებას რაც შეეხება, ეს პროცედურა, ჩვეულებისამებრ, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, იმისდა მიხედვით არის რეკომენდირებული, თუ რამდენად ხშირად ბინძურდება ჩვენი ოთხფეხა მეგობარი. ნებისმიერ შემთხვევაში, კოკერ სპანიელი ძაღლებისთვის განკუთვნილი ხარისხიანი შამპუნით საჭიროებს საფუძვლიან დაბანას.

  • ჯიშის ხასიათი
  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები
  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება
  • ჯიშის წარმოშობის ისტორია