კატის ჯიშები

ბომბეის კატა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

ბომბეის კატა

ბომბეის კატა მომხიბვლელი ჯიშია, რომელიც გასაოცარი გარეგნობითა და მიმზიდველი პიროვნებით არის ცნობილი. ეს მახასიათებლები მას ბევრისთვის სასურველ კომპანიონად აქცევს. მოსიყვარულე ბუნებით ცნობილი ბომბეის კატები ხშირად საჭიროებენ ფიზიკურ სიახლოვეს, ჩახუტებასა და თამაშს. ისინი განსაკუთრებით ჭკვიანები, მხიარულები და სოციალურები არიან.

ბომბეის კატები სხვადასხვა საცხოვრებელი გარემოსადმი იოლი ადაპტირებითაც გამოირჩევიან და ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი ოჯახისთვის ღირსეული შენაძენი არიან.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მოსიყვარულე ხასიათი
  • მხიარულება
  • სოციალური ქცევა
  • გონიერება
  • ცნობისმოყვარეობა
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • ერთგულება
  • სიმშვიდე
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ბომბეის კატის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 36-46 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ბომბეის კატა 3.6 კილოგრამიდან 7.7 კილოგრამამდე იწონის. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბომბეის კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 16 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ბომბეის კატას მოკლე, გლუვი ბეწვი ამშვენებს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები, ჩვეულებისამებრ, შავი ფერის არიან, თუმცა, იშვიათი გამონაკლისის სახით, შესაძლოა მათ ბეწვს ყავისფერიც დაჰყვებოდეს. ბომბეის კატისთვის დამახასიათებელი თხელი და პრიალა ბეწვი მდიდრული მბზინვარებით გამოირჩევა.

  • ჯიშის ხასიათი

    ბომბეის კატა ამერიკული მოკლებეწვიანის მსუბუქ ბუნებას სოციალური ბირმანის ცნობისმოყვარე პიროვნებასთან აერთიანებს. მათ თქვენს კომპანიაში ყოფნა განსაკუთრებით უყვართ და სტუმრებსაც გამორჩეული ენთუზიაზმით ეგებებიან კართან. ამ კომპანიონ ცხოველებს ოჯახის ყველა წევრთან და განსაკუთრებით ბავშვებთან ინტერაქცია ხიბლავთ. სათანადო სოციალიზაციის შემთხვევაში, ისინი სხვა შინაურ ცხოველებთან ცხოვრებასაც მშვენივრად ეგუებიან.

    დახვეწილი გარეგნობის მიუხედავად, ბომბეის კატები მხიარული და ენერგიული კომპანიონები არიან და ისეთ ინტერაქტიულ სათამაშოებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც მათ მოქნილ გონებასა და სხეულს ასტიმულირებს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    პოლიკისტოზი

    პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სითხით სავსე ცისტების ფორმირებას და თირკმელების ფუნქციის დაკარგვას იწვევს. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის პოლიკისტოზის გენის მატარებელი კომპანიონი ცხოველის იდენტიფიცირება და გამრავლების პროცესისთვის მათი შეუსაბამოდ გამოცხადებაა საჭირო.

    თირკმლის ფუნქციის მხარდასაჭერად შესაძლოა სპეციალიზებული დიეტის დაცვა გახდეს საჭირო. ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ გამოცდილ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზეა რეკომენდირებული. სისხლის ანალიზები, ხშირი ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა დაავადების მართვაში და მკურნალობის სტრატეგიის კორექტირებაში დაგეხმარებათ.

    კრანიოფიალური დეფექტი

    კრანიოფიალური სინდრომი კატებში თანდაყოლილ ანომალიებს იწვევს. ეს დეფექტი თავის ქალასთან ერთად, სახის სტრუქტურის ფორმაზეც ახდენს გავლენას. ჯანმრთელობის ამ პრობლემამ შესაძლოა სუნთქვის გაძნელება და ნევროლოგიური პრობლემები გამოიწვიოს.

    კრანიოფიალური სინდრომის მკურნალობა მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. უკიდურეს შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევები სტრუქტურული დარღვევების გამოსწორებას, სუნთქვის გაუმჯობესებას და ცხოვრების საერთო ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება კომპანიონი ცხოველის მდგომარეობის მონიტორინგისთვის და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის გეგმის კორექტირებისთვის გადამწყვეტია.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ბომბეის კატებზე კომპეტენტური ზრუნვა მათი ნუტრიციოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, დაბალანსებული დიეტის უზრუნველყოფას და, საჭიროების შემთხვევაში, ნუტრიციოლოგის ხელმძღვანელობით სპეციფიკური საკვები დანამატების მიწოდებას გულისხმობს. ბომბეის კატებს მათი ცხოვრების კონკრეტული ეტაპისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის საკვები ესაჭირობათ.

    თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში კატის მშრალი საკვები დაგეხმარებათ. სველი საკვები კი ორგანიზმისთვის საჭირო ჰიდრატაციას უზრუნველყოფს. დარწმუნდით, რომ თქვენს ძვირფასს კომპანიონს მუდმივად აქვს წვდომა სუფთა წყალზე.

    თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი წონაში იმატებს, ნუტრიციოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე შეამცირეთ მისი ულუფების ზომა და კვების სიხშირე. ჭარბწონიანობის  თავიდან აცილებით თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებით  იცხოვრებს.

    უპირატესობა მიანიჭეთ კატის საკვებს, რომელიც ისეთი ცხოველური წარმოშობის ცილებითაა მდიდარი, როგორიც, მაგალითად, ქათამი და თევზია. გარდა ამისა, ჯანსაღი ცხიმების ზომიერი რაოდენობით მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ენერგიის, კანის ჯანმრთელობისა და მბზინავი ბეწვის გარანტია.

    ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა ბომბეის კატებს სახსრების პრობლემები განუვითარდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად, ნუტრიციოლოგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ საკვები დანამატები, რომლებიც სახსრების ჯანმრთელობასა და სიმტკიცეს შეუწყობენ ხელს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული საკვები ნივთიერებების გადაჭარბებულმა რაოდენობამ შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ, კვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხორციელებამდე კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიარეთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ბომბეის კატის ისტორია სელექციონერის, ნიკი ჰორნერის ძალისხმევას უკავშირდება, რადგან სწორედ ამ ადამიანმა წამოიწყო ჯიშის შექმნის პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად კი ლუისვილში.

    შავი პანტერების გარეგნობით შთაგონებული ჰორნერი ისეთი  შინაური კატის შექმნას ცდილობდა, რომელიც სავანას მსგავსი ეგზოტიკური გარეგნობის პარალელურად, მოსიყვარულე ტემპერამენტითაც იქნებოდა გამორჩეული. ამისთვის, შავგვრემანი ბირმული კატები შავ ამერიკულ მოკლებეწვიანებთან შეაწყვილეს და სასურველმა შედეგმაც არ დააყოვნა.

    შავ პანტერებთან ასოციაციების გამო, ბომბეის კატას ინდოეთის ქალაქ ბომბეის (ამჟამად მუმბაი) სახელი ეწოდა და ოფიციალურად 1970-იან წლებში იქნა აღიარებული.