ჯიშის სპეციფიკური დიეტური საჭიროებების სათანადოდ გააზრება კომპეტენტური ზრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ბრიტანული მოკლებეწვიანი კატების სათანადოდ გამოკვება მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორც კომპეტენტურ მშობელს, გირჩევთ შეარჩიოთ მაღალი ხარისხის დაბალანსებული საკვები, რომელიც ზრდასრული კატების ნუტრიციოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად და ჯიშის საერთო კეთილდღეობის მხარდასაჭერად არის შექმნილი. უპირატესობა მიანიჭეთ საკვებს, რომელიც ხელოვნურ დანამატებს არ შეიცავს.
მკვრივი აღნაგობის გამო, შესაძლოა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი სიმსუქნისკენ იყოს მიდრეკილი. სიმსუქნე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს, მათ შორის სახსრების დაავადებებსა და დიაბეტს იწვევს. კომპანიონი ცხოველისთვის საკვების გაზომილი რაოდენობით მიწოდება და კვების რეგულარული გრაფიკის დაწესება ზედმეტი კალორიების მიღების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის შესაფერისი კალორიების დღიური ნორმის დასადგენად კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიარეთ. გადაწყვეტილების მიღებისას კი მხედველობაში ისეთი ფაქტორები მიიღეთ, როგორიც ასაკი, წონა და აქტივობის დონეა.
თირკმელების პრობლემებისადმი მიდრეკილების გამო, სასმელ წყალზე წვდომის უზრუნველყოფა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კომპანიონი ცხოველების ორგანიზმის სათანადო ჰიდრატაციას, წყლის მიღებასთან ერთად სველი საკვების მიწოდებითაც შეგიძლიათ შეუწყოთ ხელი.
გახსოვდეთ, რომ თქვენი საკვების ოთხფეხა მეგობრისთვის გაზიარებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. კომპანიონი ცხოველისთვის თქვენი საკვების შეთავაზებით შესაძლია კვების დისბალანსი გამოიწვიოთ. მოერიდეთ თქვენი ბრიტანული მოკლებეწვიანისთვის ისეთი საკვების შეთავაზებას, რომელიც ტოქსიკურია კატებისთვის. ამ სიაში მოწინავე ადგილს ხახვი, ნიორი, შოკოლადი, უმი კვერცხი, ყურძენი და ქიშმიში იკავებს. შესაძლოა ამ ნივთიერებებმა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ მათი თავიდან აცილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თუ გსურთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრზე კომპეტენტურად ზრუნავთ, გირჩევთ, კვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ნუტრიციოლოგთან შეათანხმოთ. ჯიშის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, დაბალანსებული დიეტით და პორციების კონტროლით, თქვენი საყვარელი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ.