ძაღლის ჯიშები

ციმბირული ჰასკი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ციმბირული ჰასკი

ციმბირული ჰასკის გასაოცარი გარეგნობა, გამძლეობა, მეგობრული ტემპერამენტი და უნიკალური ვოკალიზაცია წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანებზე. ოჯახის პატარა და ზრდასრული წევრებისადმი გამოვლენილი კეთილგანწყობა ციმბირულ ჰასკებს საუკეთესო კომპანიონ ცხოველებად და ოჯახის მნიშვნელოვან წევრებად აქცევს.

პირველ რიგში, ჰასკები ყურადღებას მათთვის დამახასიათებელი მგლის მსგავსი გარეგნობით იქცევენ. თვალწარმტაცი ცისფერი თვალები ამ ვიზუალის ყველაზე მომხიბვლელი ნაწილია. გარეგნობის მიღმა, ციმბირული ჰასკი უბადლო გამძლეობითაც გამოირჩევა. ისტორიულად, სწორედ ეს გამძლეობა აძლევდა მას შესაძლებლობას დაღლილობის გარეშე გაევლო რთული რელიეფის მქონე შორეული მარშრუტები.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მაღალი ინტელექტი
  • ექსპრესიული ვოკალიზაცია
  • ერთგულება
  • კომუნიკაბელურობა
  • ცნობისმოყვარეობა
  • ბავშვებისადმი კეთილგანწყობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მამრი ციმბირული ჰასკის სიმაღლე 53-60 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. მდედრი ციმბირული ჰასკის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 51-56 სანტიმეტრს აღწევს. სიგრძეს რაც შეეხება,  მდედრი და მამრი ციმბირული ჰასკის სიგრძე 76-88 სანტიმეტრის ფარგლებში იცვლება.

    წონა

    ციმბირული ჰასკის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, კვებითი რაციონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ციმბირული ჰასკი 20-29.5 კილოგრამამდე იწონის. მდედრი ციმბირული ჰასკის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 15.9-22.7 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ციმბირული ჰასკის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 14 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 77-88 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობას ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად მისდამი გამოვლენილი სიყვარულიც განსაზღვრავს.

    ბეწვის საფარი

    ციმბირული ჰასკისთვის დამახასიათებელი ბეწვის საფარი სახეობის მკაცრი არქტიკული კლიმატისგან დაცვას ისახავდა მიზნად. ბეწვის გარე ფენა ციმბირში მცხოვრებ ჰასკებს ქარისა და წყლისგან იცავდა, მკვრივი ქვედა ფენა კი სხეულის ტემპერატურის რეგულირებისთვის საჭირო იზოლაციას უზრუნველყოფდა.

    წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ჰასკების ბეწვის ცვენის ინტენსივობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამ პროცესის ეფექტურად სამართავად ბეწვის რეგულარულ დავარცხნას და მისი სისუფთავის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

  • ჯიშის ხასიათი
  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები
  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება
  • ჯიშის წარმოშობის ისტორია