ძაღლის ჯიშები

დობერმანი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

დობერმანი

უნიკალური პიროვნული მახასიათებლებითა და დახვეწილი აღნაგობით, დობერმანი უამრავი ადამიანის გულს იპყრობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დობერმან პინჩერი გონიერი კომპანიონია. სტენლი კორენის წიგნში სახელწოდებით “ძაღლების ინტელექტი” ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები მეხუთე ადგილს იკავებენ ყველაზე ჭკვიანი ძაღლების სიაში.

სოციალიზაციისა და სათანადო წვრთნის შემთხვევაში, დობერმანი ადამიანებზე ორიენტირებულ კომპანიონად ყალიბდება. ის მფლობელის ერთგული ძაღლია. ბუნებრივი ინსტინქტები და უშიშარი ქცევა მას გამორჩეულ მცველად აქცევს. გერმანული ნაგაზის მსგავსად, დობერმან პინჩერინიც პოპულარული არჩევანია პოლიციელებისა და სამხედროებისთვის. თუმცა, მკაცრი იმიჯის მიუხედავად, ის ძალიან მშვიდი, მეგობრული და მორჩილი ჯიშია.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • კვირაში ერთხელ მოვლის საჭიროება
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • ერთგულება
  • გონიერება
  • თანდაყოლილი დამცველობითი ინსტინქტი
  • თავდაჯერება
  • სიმამაცე
  • სიფრთხილე
  • მორჩილი ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
    • ზომა

    მდედრი დობერმანი სიმაღლეში 61-66, მამრი დობერმანი კი 66-71 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ჯიშის წარმომადგენელთა სხეულის სიგრძე, ჩვეულებრივ,  102-117 სანტიმეტრს არ აღემატება.

    • წონა

    დობერმანის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი დობერმანი 34 კილოგრამიდან 45 კილოგრამამდე იწონის. მდედრი დობერმანის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 27-41 კილოგრამს შეადგენს.

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    დობერმანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 13 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 66-82 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    დობერმანს მოკლე, გლუვი ბეწვი ამშვენებს. ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ძირითადად შავ, ყავისფერ, ჟღალ, ნაცრისფერ, ჩალისფერ და თეთრ ფერებში იხილავთ. ბეწვის ცვენის შესამცირებლად და კანის ჯანმრთელობის უზუნველსაყოფად, დობერმანს ყოველკვირეული დავარცხნა ესაჭიროება. ბეწვის სისუფთავის შესანარჩუნებლად, ჯიშის წარმომადგენლების ხშირად დაბანა საჭირო არ არის. ამას მხოლოდ მაშინ გირჩევთ, როდესაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი გაჭუჭყიანდება.