კატის ჯიშები

ეგვიპტური მაუ

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

ეგვიპტური მაუ

გამორჩეული ლაქებით, გამომხატველი მწვანე თვალებითა და მოხდენილი აღნაგობით ცნობილი ეგვიპტური მაუ ძვირფასი კომპანიონია მათთვის, ვინც მხიარულ და ენერგიულ ოთხფეხა მეგობარს ეძებს. ეს კატები სისწრაფითა და ინტერაქტიული თამაშებისადმი სიყვარულითაც გამოირჩევიან. მაღალი ინტელექტი და ცნობისმოყვარე ბუნება მათ გვერდით ცხოვრებას ნამდვილ თავგადასავლად აქცევს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • გრაციოზულობა
  • გონიერება
  • მოსიყვარულე ხასიათი
  • ერთგულება
  • ინტერაქტიული თამაშების სიყვარული
  • ცნობისმოყვარეობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ეგვიპტური მაუს სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 30-38 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ეგვიპტური მაუ 3.6 კილოგრამიდან 5.4 კილოგრამამდე იწონის. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ეგვიპტური მაუს სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ეგვიპტურ მაუს მოკლე, შეხებისას გლუვი ბეწვის საფარი ამშვენებს. მისი სხეული ზომისა და ფორმის მიხედვით განსხვავებული ლაქებით არის დაფარული. ბეწვზე არსებული ლაქები ჯიშის გარეგნობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ეგვიპტურ მაუს, საუკეთესო შემთხვევაში, კვირაში ორჯერ ან სამჯერ ესაჭიროება ბეწვის დავარცხნა.

  • ჯიშის ხასიათი

    ეგვიპტურ მაუს ყნოსვის, სმენისა და მხედველობის არაჩვეულებრივი უნარები აქვს. მაუ ერთგული და ძალიან მეგობრული კატაა, რომელსაც თქვენთვის ნივთების მოტანა და წყალთან თამაში განსაკუთრებით სიამოვნებს.

    ეგვიპტური მაუ გამორჩეული გარეგნობითა და მომხიბვლელობითაც არის ცნობილი. ეს კატები მოხდენილი აღნაგობით, თვალწარმტაცი ლაქებითა და დიდი, გამომხატველი თვალებით წარმოაჩენენ სამეფო მემკვიდრეობას. ფიზიკური სილამაზის გარდა, მათი ხასიათის უნიკალური კომბინაციაც დიდ გავლენას ახდენს ამ კომპანიონი ცხოველების საყოველთაო რეპუტაციაზე.

    ცნობისმოყვარე მაუები უაღრესად ინტერაქტიული კატები არიან. ისინი მხიარული ბუნებით არიან ცნობილი და ისეთ თამაშებსა და აქტივობებშიც სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას, რომლებიც მათ მოქნილ სხეულებსა და მახვილ გონებას უქმნის გამოწვევას.

    უცხო ადამიანების გარემოცვაში გამოვლენილი თავშეკავებულობის მიუხედავად, ეგვიპტური მაუ საოცრად მოსიყვარულეა საკუთარი ოჯახის მიმართ და ამის გამო, კონკრეტულ პიროვნებებთან ღრმა მიჯაჭვულობაც ხშირად ავლენენ. ნაზი და მოსიყვარულე ქცევა მათ შესანიშნავ კომპანიონებად აქცევს ნებისმიერი გემოვნების ადამიანისა და ყველა ტიპის ოჯახისთვის.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ანემია

    ანემიის რამდენიმე ტიპი არსებობს. მაგალითად, რკინადეფიციტური ანემია ორგანიზმში რკინის ნაკლებობით არის გამოწვეული და ორგანოების სწორ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს. მეგალობლასტურ ანემიას რაც შეეხება, ის B9 და B12 ვიტამინების არასაკმარისი ოდენობით მიღების შედეგად ვითარდება.

    როგორც კომპტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ საკვები ნივთიერებებით მდიდარი რაციონი  და რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები ჩვენი კომპანიონი ცხოველების ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პასუხისმგებლიანი ზრუნვის პრაქტიკა ანემიის განვითარებასთან ერთად, თქვენს კომპანიონ ცხოველს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც ააცილებს თავიდან.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ყველა კატა უნიკალურია. შესაბამისად, მათთვის საკვების შერჩევისას, ასაკთან ერთად,   მათი ცხოვრების სტილი და საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ. გახსოვდეთ, ნაკლებად აქტიურ, ხანდაზმულ კატებთან შედარებით, ზრდის პროცესში მყოფ, ენერგიულ კნუტებს საკვები ნივთიერებების განსხვავებული კომბინაცია ესაჭიროებათ.

    თუ ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის დაბალანსებული საკვების მიწოდება გსურთ,  უპირატესობა კატების მაღალი ხარისხის საკვებს მიანიჭეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ კომპანიონი ცხოველის სხეულის იდეალური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, სწორი რაოდენობითა და სიხშირით კვებაც მნიშვნელოვანია. კვების სახელმძღვანელო მითითებებისა და ინდივიდუალური რეკომენდაციების მისაღებად, სასურველია ნუტრიციოლოგს ესტუმროთ.

    ეგვიპტური მაუსთვის დამახასიათებელი  აქტიური ბუნების გამო, სასურველია რაციონი პროტეინით მდიდარი იყოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებთ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებას. ცილებით მდიდარი ისეთი საკვები, როგორიც ქათამი, ინდაური ან თევზია, აგრეთვე, შესანიშნავი არჩევანია თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის.

    ნუ დაივიწყებთ ნურც პორციის კონტროლის მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი კვების იდეა შესაძლოა მაცდურად ჟღერდეს, ჯანსაღი წონის შენარჩუნება ეგვიპტური მაუს ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, პორციების ზომების დადგენას ნუტრიციოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე შეძლებთ.

    ზოგიერთ კატას შესაძლოა ალერგია ან გარკვეული ინგრედიენტების აუტანლობა აწუხებდეს. ამიტომ, დააკვირდით თქვენი კომპანიონი ცხოველის რეაქციას სხვადასხვა საკვებზე და მიმართეთ თქვენს ვეტერინარ-ნუტრიციოლოგს, თუ ალერგიასთან დაკავშირებულ რაიმე სიმპტომს შენიშნავთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით და თქვენი ეგვიპტური მაუს მოთხოვნილებებზე მორგებული კარგად დაბალანსებული დიეტით შეძლებთ, რომ  თქვენი კომპანიონი ცხოველისთვის ენერგიით სავსე, ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრება უზრუნველყოთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ეგვიპტური მაუ კატის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. ძველი ეგვიპტის იდუმალ ცივილიზაციასთან დაკავშირებული მისი ისტორია ათასობით წელს ითვლის. ძველი ეგვიპტელები ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს განსაკუთრებით აფასებდნენ. ამაზე მაუს ძველეგვიპტურ ნახატებში გამოსახვაც მეტყველებს. თავად სახელი “მაუც” ეგვიპტური სიტყვიდან მომდინარეობს და კატას აღნიშნავს.

    არსებობს არქეოლოგიური და გენეტიკური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეგვიპტური მაუ პირველად სწორედ “ნაყოფიერი ნახევარმთვარის” რეგიონში გაჩნდა. ისტორიკოსები თვლიან, რომ ეგვიპტელი მაუს წინაპრები მავნე ცხოველების კონტროლის მიზნით, ადამიანების მიერ მოშინაურებული გარეული კატები იყვნენ.

    ეგვიპტური მაუ შეერთებულ შტატებში, შედარებით გვიან, 1956 წელს, სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც რუსმა პრინცესამ, ნატალი ტრუბეცკოიმ, რიჩარდ გებჰარდტის დახმარებით, იტალიიდან ამერიკაში შეიყვანა სამი ეგვიპტური მაუ. კატების საერთაშორისო ასოციაციის აღიარება მაუმ 1979 წელს მოიპოვა.