ძაღლის ჯიშები

ინგლისური პოინტერი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ინგლისური პოინტერი

ინგლისური პოინტერი ათლეტური აღნაგობის მქონე მოხდენილი ძაღლია. ნადირობისთვის გამოყვანილი ეს კომპანიონი ცხოველები დღეს მოსიყვარულე და მხიარული ხასიათით იპყრობენ ადამიანთა გულებს. პოინტერი სპორტული ჯიშია. გულის სიღრმეში ის ჯერ კიდევ მონადირე ძაღლია. ამიტომ, ყოველდღიურ ხანგრძლივ ვარჯიშს საჭიროებს. შესაბამისად, ის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის შესაფერისი, რომელთაც მისთვის საჭირო ფიზიკური აქტივობის უზრუნველყოფა შეუძლიათ. სეირნობა, სირბილი, ლაშქრობა და ფრისბის თამაში ენერგიის ჯანსაღი ხარჯვისთვის რეკომენდირებული აქტივობების მცირე ჩამონათვალია. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • ათლეტური აღნაგობა
  • მოსიყვარულე ხასიათი
  • მეგობრული ტემპერამენტი
  • გაწონასწორებული ბუნება
  • დამოუკიდებლობა
  • გონიერება
    • ზომა

    ინგლისური პოინტერის ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 58-71 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 86-104 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    • წონა

    ინგლისური პოინტერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 16-დან 34 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ინგლისური პოინტერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 16 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 69-78 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    ინგლისური პოინტერის მოკლე ბეწვი მინიმალურ მოვლას საჭიროებს. ბეწვის ბზინვარებისა და კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს მხოლოდ ყოველკვირეული გრუმინგი ესაჭიროებათ. აბაზანას რაც შეეხება, ჩვეულებისამებრ, ეს პროცედურა ყოველთვიურად, იმისდა მიხედვითაა რეკომენდირებული, თუ რამდენად ხშირად ბინძურდება ჩვენი კომპანიონი ცხოველი.