ძაღლის ჯიშები

უელსური კორგი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

უელსური კორგი

ამ პატარა, მაგრამ მტკიცე ნებისყოფის მქონე ძაღლებს გამორჩეული პიროვნება აქვთ. კორგები უაღრესად სოციალურები არიან და სიამოვნებით ატარებენ დროს კომპანიონი ადამიანების გვერდით. ისინი არამხოლოდ ოჯახებისთვის, არამედ მარტო მცხოვრები ადამიანებისა და სხვა შინაური ცხოველებისთვისაც შესაფერისი პარტნიორები არიან.

ამ გასაოცარი ჯიშისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელი, მოკლე ფეხები, მელას მსგავსი სახე და ზემოთ აღმართული ყურები აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. უელსური კორგის მილიონობით მოყვარულს შორის, ჯიშის ყველაზე ცნობილი გულშემატკივრები ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI და დედოფალი ელიზაბეტ II იყვნენ. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმამაცე
  • გონიერება
  • ერთგულება
  • მხიარულება
  • მეგობრული ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • მაღალი ენერგია 
  • ძლიერი იმუნიტეტი
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • კვირაში ერთხელ მოვლის საჭიროება
    • ზომა

    ზრდასრული კორგი სიმაღლეში 25-30 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ჯიშის წარმომადგენელთა სხეულის სიგრძე, ჩვეულებრივ,  56-66 სანტიმეტრს არ აღემატება.

    • წონა

    უელსური კორგის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი კორგი 10-დან 15 კილოგრამამდე იწონის. მდედრი კორგის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 13 კილოგრამს არ აღემატება.

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    უელსური კორგის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-76 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    კორგის სქელი, ამინდის მკაცრი პირობებისადმი მდგრადი საფარველი ამშვენებს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვი საშუალო სიგრძის არის და, როგორც წესი, ორი ფენისგან შედგება. სწორი, ოდნავ უხეში გარე ფენა ჩვენს ოთხფეხა მეგობარს მზის, წვიმისა და ქარის მავნე ზემოქმედეგისგან იცავს, ქვედა ფენა კი შესანიშნავი თბოიზოლატორია. უელსურ კორგს ძირითადად კრემისფერ, ხორბლისფერ, ჟღალ ან შავ ფერებში შეხვდებით.

    ჯიში ყოველდღიურად ბეწვის დიდ რაოდენობას კარგავს. ეს განსაკუთრებით გვიან გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში შეიმჩნევა. ამ პროცესის მართვას და ცვენის ინტენსივობის შემცირებას, კორგის კვირაში 2-3-ჯერ დავარცხნით შეძლებთ.