ძაღლის ჯიშები

მალტეზე

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

მალტეზე

მალტეზე ნაზი, მოსიყვარულე, ჭკვიანი და ამავდროულად მიმნდობი კომპანიონი ცხოველია, რომელიც განსაკუთრებული მხიარულებითა და ენერგიით არის ცნობილი. მალტეზე ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე ბევრს ჰგონია და ეს ფაქტი მათთან ინტერაქციის პროცესს განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის. 

დელიკატური აღნაგობის გამო, მალტეზე არ არის რეკომენდირებული იმ ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიან. მალტეზესთან თანაცხოვრების აუცილებელი პირობა ზრდასრული ადამიანებისგან მიღებული ინსტრუქციების დაცვა და იმის გააზრებაა, რომ ეს პატარა კომპანიონი ცხოველი სათამაშო არ არის. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • აქტიური ვოკალიზაცია 
  • კომუნიკაბელურობა
  • მოსიყვარულე ხასიათი
  • მხიარულება
  • გონიერება
  • სიფხიზლე
  • სოციალური ბუნება
  • სიჯიუტე
  • თავდაჯერება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მალტეზეს ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 30-38 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 34-44 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    მალტეზეს წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი და მდედრი მალტეზეს ჯიშის წარმომადგენლები 1.4-3.6 კილოგრამამდე იწონიან. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    მალტეზეს სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-76 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    სტანდარტული მალტეზე თეთრი ფერისაა და მას გრძელი, თვალისმომჭრელი ბეწვი ამშვენებს. ამ ტიპის ბეწვის გამო, მალტეზეს რუტინული მოვლა აბსოლუტური აუცილებლობაა. ჯიშის წარმომადგენლებს ყოველდღიური მოვლა ესაჭიროებათ. მხედველობის არის დაფარვისა და თვალების გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, მათი თმა თავზე შეკრული ან მოკლედ მოჭრილი უნდა იყოს. 

  • ჯიშის ხასიათი
  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები
  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება
  • ჯიშის წარმოშობის ისტორია