ძაღლების ზომის მრავალფეროვნება მინიატურული სახეობებიდან გიგანტურ ჯიშებამდე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ძაღლების გასაოცარ სამყაროში, სადაც მრავალფეროვნებას საზღვარი არ აქვს. მინიატურული სახეობების დელიკატური ზომისა და გიგანტური ჯიშების დიდებული აღნაგობით შთაგონებულ ამ სტატიაში სრულყოფილად განვიხილავთ ძაღლების ზომის მრავალფეროვნებას.  

ვინაიდან, სწორედ ზომა განსაზღვრავს ძაღლის ტემპერამენტის, ინტელექტისა და ფიზიკური შესაძლებლობების დიაპაზონს, ძაღლის ზომასთან დაკავშირებული ინფორმაციის გააზრება შესაძლებლობას მოგვცემს სწორად შევარჩიოთ ოთხფეხა მეგობარი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენი ცხოვრების წესსა და პრეფერენციებს.

მინიატურული ზომის ძაღლები

დეკორატიული ძაღლები ვიზუალისა და პიროვნულობის უნიკალურ კომბინაციას ქმნიან. ისინი ცნობილი არიან გასაოცარი თვისებებით, ექსპრესიული თვალებითა და განსაკუთრებულად რბილი ბეწვის საფარით. მცირე ზომის მიუხედავად, ეს ძაღლები მეტად მხიარული, მოსიყვარულე და ინტელექტუალური ბუნების მქონენი არიან.

მინიატურული ჯიშის ძაღლები, ჩვეულებისამებრ, 1.3 კგ-დან 6 კგ-მდე იწონიან და დაახლოებით 15-დან 30 სმ-მდე იზრდებიან სიმაღლეში. მათი ზომა აადვილებს მათ ტრანსპორტირებას, თუმცა, განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს რამდენიმე ისეთი პოტენციური საფრთხისგან დასაცავად, როგორიც ექსტრემალური ამინდი და უხეში მოპყრობაა.

მინიატურული ჯიშის ძაღლები უშრეტი ენერგიით, თამაშისადმი განსაკუთრებული ინტერესითა და აქტიური ცხოვრების სტილით გამოირჩევიან. ისინი სახეობათა ფართო სპექტრს აერთიანებენ და ისეთ ცნობილ ჯიშებს მოიცავენ, როგორიცაა:

საშუალო ზომის ძაღლები

საშუალო ზომის ძაღლები შესანიშნავად ადაპტირდებიან ცხოვრების აქტიურ წესთან და ხალისით მონაწილეობენ ინტერაქციულ აქტივობებში. გარდა ამისა, ისინი ძლიერ ემოციურ კავშირს აყალიბებენ ადამიანებთან, რაც მათ ერთგულ და მოსიყვარულე თანამგზავრებად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ზომის ძაღლები ნაკლებად არიან მიდრეკილი გენეტიკური დაავადებებისკენ, პატარა ზომის ჯიშებთან შედარებით, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია და საშუალოდ 10-13 წელს შეადგენს. ამ ზომის ძაღლების სიმაღლე 30-დან 61 სანტიმეტრამდე მერყეობს. რაც შეეხება სხვა ფიზიკურ მახასიათებლებს, საშუალო ზომის ძაღლები 10 კგ-დან 25 კგ-მდე იწონიან.

ამ კატეგორიაში შემავალი ძაღლების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა, მათგან ყველაზე გავრცელებულია:

დიდი ზომის ძაღლები

დიდი ზომის ძაღლებს მშვიდი და გაწონასწორებული ბუნება აქვთ. მაღალი ინტელექტის წყალობით ისინი ხშირად ავლენენ მეგობრულ ქცევას და ადამიანებთან ღრმა ემოციური კავშირის დამყარების უნარით გამოირჩევიან. დიდი ზომის ძაღლები იდეალურად უმკლავდებიან ისეთ ამოცანებს, როგორიც მიუვალ ადგილებში დაკარგული ადამიანების ძებნა, მათი დაცვა და გადარჩენაა.

ჩვეულებისამებრ, დიდი ზომის ძაღლები 60-დან 85 სანტიმეტრამდე იზრდებიან სიმაღლეში, მათი საშუალო წონა კი დაახლოებით 30-დან 70 კილოგრამამდე მერყეობს. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა პატარა ჯიშებთან შედარებით ნაკლებია და მხოლოდ 8-10 წელს შეადგენს.

დიდი ზომის ძაღლებიდან განსაკუთრებით პოპულარულია:

გიგანტური ზომის ძაღლები

დიდებული აღნაგობის მიუხედავად, გიგანტური ზომის ძაღლები მეგობრული ტემპერამენტით გამოირჩევიან და ხშირად გამოხატავენ სიყვარულს ბავშვებისა და ოჯახების სხვა წევრების მიმართ. ისინი დამცავი ინსტინქტებისა და ერთგულების უნიკალურ კომბინაციას ქმნიან, რაც მათ შესანიშნავ მცველებად და თერაპიის საუკეთესო ძაღლებად აქცევს.

ისეთი გიგანტური ძაღლები, როგორიცაა სენტ-ბერნარდი, ნიუფაუნდლენდი, დიდი დანი და ირლანდიური მგელი შთამბეჭდავი წონითა და სიმაღლით გამოირჩევიან. გიგანტური ძაღლების წონამ შესაძლოა 100 კილოგრამს, სიმაღლემ კი 1 მეტრს მიაღწიოს.

ზომა ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე პირდაპირ პროპორციულადაა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია ძაღლი, მით ნაკლებს ცხოვრობს ის. მიიჩნევა, რომ ასაკისთვის შესაფერის წონას დამატებული ყოველი 1.8 კილოგრამი ძაღლის სიცოცხლეს 1 თვით ამცირებს. ეს წესი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც ძაღლი 90 კილოგრამზე მეტს იწონის. აქედან გამომდინარე, გიგანტური ძაღლების სიცოცხლის ციკლი საკმაოდ ხანმოკლეა და მხოლოდ 5-დან 8 წლამდე პერიოდს მოიცავს.

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ყველაზე დიდი და პატარა ძაღლები

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში წარმოდგენილი ყველაზე დიდი ძაღლი გახლავთ დიდი დანი, სახელად ზევსი, რომლის სიმაღლე 111.76 სანტიმეტრს, სიგანე კი 223.52 სანტიმეტრს შეადგენდა. რაც შეეხება ისტორიაში ყველაზე პატარა ძაღლს, ის გახლდათ ჩიხუახუა, სახელად მირაკლ მილი, რომელიც სიმაღლეში სულ რაღაც 9.65 სმ იყო. 

ეს ორი მაგალითი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ მრავალფეროვანია ძაღლების ზომასთან დაკავშირებული ის რიცხვითი მაჩვენებელი, რომელიც მინიატურული სახეობებიდან გიგანტურ ჯიშებამდე მერყეობს.