Dog Breeds

შოტლანდიური ტერიერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

Dog Breeds

შოტლანდიური ტერიერი

შოტლანდიურ ტერიერებს ხშირად აღწერენ, როგორც გაბედულს, ერთგულსა და სერიოზულს და სწორედ თვისებების ეს მომხიბვლელი კომბინაცია აქცევს ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს ძვირფას კომპანიონად. სახეობისთვის დამახასიათებელი მოაზროვნე ბუნება და დამოუკიდებელი პიროვნება იშვიათად ტოვებს ძაღლების მოყვარულებს გულგრილს. მცირე ზომის მიუხედავად, შოტლანდიურ ტერიერები ხშირად ავლენენ თავდაჯერებულობას და გამბედაობას, რაც მათ შესანიშნავ მცველებად აქცევს. ოჯახისადმი მათ ლოიალობას საზღვარი არ აქვს. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • დამოუკიდებლობა
  • სიფხიზლე 
  • სიმამაცე 
  • ერთგულება 
  • მაღალი ინტელექტი 
  • სიჯიუტე
  • თავდაჯერებულობა 
  • ტერიტორიული ქცევა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი და მამრი შოტლანდიური ტერიერები სიმაღლეში 25-28 სანტიმეტრს აღწევენ. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 56-58 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    შოტლანდიური ტერიერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი და მდედრი  შოტლანდიური ტერიერები 8-10 კილოგრამამს იწონიან.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    შოტლანდიური ტერიერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-76 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    მკვრივი ორმაგი ბეწვის საფარი შოტლანდიურ ტერიერს გამორჩეულ იერს ანიჭებს. თუმცა, მისი რეალური დანიშნულება უფრო მნიშვნელოვანია და ჯიშის მკაცრი ამინდის პირობებისგან დაცვას ისახავს მიზნად. შოტლანდიური ტერიერის ბეწვის საფარის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად რეგულარული მოვლაა საჭირო.

  • ჯიშის ხასიათი

    შოტლანდიური ტერიერი თავდაჭერილი და მამაცი კომპანიონია. ის ძნელად იწვრთნება, თუმცა, შესანიშნავი მოდარაჯეა და კარგად ეგუება სიცივეს. ტერიტორიის დაცვის თანდაყოლილი ინსტინქტით განთქმული ეს პატარა, მაგრამ მტკიცე ძაღლები, ზომის მიუხედავად, ხშირად ავლენენ თავდაჯერებულ ქცევას. ისინი ერთგული და მოსიყვარულე თანამგზავრები არიან, ხშირად ამჟღავნებენ თავშეკავებულობას უცნობებთან ურთიერთობისას და მთელი არსებით იცავენ კომპანიონ ადამიანებს. 

    შოტლანდიელებს მაღალ ინტელექტთან ერთად სიჯიუტეც ახასიათებთ. ისინი სწრაფად სწავლობენ, თუმცა დამოუკიდებელი აზროვნების გამო, მათი წვრთნისას განსაკუთრებული მოთმინება და თანმიმდევრულობა გმართებთ. სწორი აღზრდისა და სოციალიზაციის მეშვეობით, შოტლანდიელი ტერიერები თავდაჯერებულ, გამბედავ და ლოიალურ კომპანიონებად იქცევიან.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    მუხლის ქუდის დისლოკაცია

    მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო. 

    მუხლის ქუდის დისლოკაციასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ. 

    უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებულად მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებაში დაეხმარება. 

    ფონ ვილბრანდის დაავადება

    ფონ ვილებრანდის დაავადება გახანგრძლივებულ და ჭარბ სისხლდენებს იწვევს. ჩვეულებისამებრ, ეს მდგომარეობა მემკვიდრულია, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში ცხოვრების მოგვიანებით ეტაპებზეც ვითარდება. დაავადების მიზეზი სისხლის შედედების პროცესში მონაწილე უმნიშვნელოვანესი ცილის დეფიციტია. 

    ფონ ვილებრანდის დაავადების მკურნალობა მედიკამენტური ჩარევით ისახავს მიზნად სისხლდენის ეპიზოდების პრევენციას. სწორი მკურნალობით, დაავადების მქონე კომპანიონი ცხოველები დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ. 

    ნეირომუსკულური აშლილობა 

    ნეირომუსკულური აშლილობა ერთი ან ერთზე მეტი კუნთის უცაბედ, უნებლიე შეკუმშვას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ კრუნჩხვები ძირითადად უვნებელია, სათანადო მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მდგომარეობა შესაძლოა გართულდეს.

    ნეირომუსკულურ აშლილობას, ჩვეულებისამებრ, ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა იწვევს. თუმცა, კუნთის კრუნჩხვების გამომწვები მიზეზი შესაძლოა სხვა უფრო სერიოზული დაავადება იყოს. სწორედ ამიტომ, ვეტერინართან დროულ ვიზიტს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    შოტლანდიური ტერიერის მსგავი პატარა ძაღლები სწრაფი მეტაბოლიზმით ხასიათდებიან, ამიტომ მათთვის საკვების ხშირად, თუმცა მცირე ულუფებით მიწოდებაა რეკომენდირებული. ჯანმრთელობის პრობლემებისადმი მიდრეკილების გამო, აუცილებელია ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი მაღალი ხარისხის ძაღლის საკვებით გამოვკვებოთ. საკვების შერჩევისას, გირჩევთ, უპირატესობა სპეციალურად პატარა ჯიშებისთვის შექმნილ ფორმულას მიანიჭოთ. 

    კვების პროცესში პორციის კონტროლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან შოტლანდიურ ტერიერებს ზედმეტი წონის მატებისაკენ აქვთ მიდრეკილება. ძაღლის საკვების მწარმოებლი კომპანიის მიერ ეტიკეტზე დატანილი მითითებები გასათვალისწინებელია, თუმცა, შესაძლოა თქვენი ოთხფეხა მეგობრის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე გახდეს საჭირო მათი კორექტირება.

    კომპანიონი ცხოველის რაციონი შესაძლოა ისეთი ფაქტორების მიხედვით განსხვავდებოდეს, როგორიც ასაკი, აქტივობის დონე და ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ამიტომ, კვებასთან დაკავშირებული საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ბორდერ კოლისა და გოლდენ რეტრივერის მსგავსად,  შოტლანდიური ტერიერიც საუკუნეების წინ გამოიყვანეს შოტლანდიაში. ჯიშის ზუსტი წარმომავლობა გარკვეულწილად ბუნდოვანია, თუმცა ითვლება, რომ ის შოტლანდიისთვის დამახასიათებელი, პატარა ზომის ტერიერების შთამომავალია. მავნებლების კონტროლის უნარის გამო, შოტლანდიურ ტერიერს განსაკუთრებით ფერმერები აფასებდნენ. 

    შოტლანდიურმა ტერიერებმა შოტლანდიის საზღვრებს მიღმა პოპულარობა მე-19 საუკუნის ბოლოს მოიპოვეს და ბრიტანელი არისტოკრატების საყვარელ კომპანიონ ცხოველებად იქცნენ. ჯიშისადმი ინტერესი განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში გაიზარდა. ამ პერიოდში, სკოტებს ისეთი ცნობილი პიროვნებები ფლობდნენ, როგორიც პრეზიდენტი ფრანკლინ დ. რუზველტია. გამორჩეული გარეგნობის და პიროვნული თვისებების გამო, შოტლანდიური ტერიერი დღესაც ერთ-ერთ, ყველაზე სასურველ კომპანიონ ცხოველად მიიჩნევა. 

    შოტლანდიური ტერიერი ერ­თა­დერ­თი ჯი­შია, რო­მე­ლიც აშ­შ-ის თეთრ სახ­ლში სამ­ჯერ, რუზ­ველ­ტის, ეი­ზენ­ჰა­უ­ე­რისა და უფ­რო­სი ჯორჯ ბუ­შის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რობ­და. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოტლანდიელია გრეიფრარის ბობი, რომელიც მე-19 საუკუნეში ედინბურგში ერთგულების სიმბოლოდ იქცა.