ძაღლის ჯიშები

პომერანული შპიცი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

პომერანული შპიცი

შპიცის ჯიშის ყველაზე პატარა წარმომადგენელი, პომერანული, ერთი შეხედვით, მინიატურულ მელას მოგაგონებთ. მომხიბვლელ გარეგნობასთან ერთად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები უნიკალური პიროვნებითაც გამოირჩევიან. ასე რომ, თუ აქტიურ და ენერგიულ თანამგზავრს ეძებთ, პომერანული შპიცი იდეალური არჩევანია თქვენთვის. 

პომერანულის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური მახასიათებელი მისი ფუმფულა კუდია, რომელიც ზურგზე იხვევა და კიდევ უფრო მოცულობით იერს სძენს ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს. პაწაწინა პომერანელები თამამი და ცოცხალი ტემპერამენტით გამოირჩევიან. გადაჭარბებული ყეფა შესაძლოა ბინაში მცხოვრებთათვის პრობლემად იქცეს. თუმცა, სათანადო სოციალიზაციისა და წვრთნის შემთხვევაში, მხიარული პომერანული შესანიშნავ კომპანიონად ყალიბდება. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • ცნობისმოყვარეობა
  • გაბედულება 
  • მოსიყვარულე ბუნება 
  • კომუნიკაბელურობა 
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • მხიარულება 
  • გონიერება
  • სიფხიზლე
  • ზომა

    პომერანული შპიცის სიმაღლე 20-დან 24 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების სიგრძე 24-28 სანტიმეტრს არ აღემატება.

    წონა

    პომერანული შპიცის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები, ჩვეულებისამებრ, 1.4 კილოგრამიდან 3.2 კილოგრამამდე იწონიან. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    პომერანული შპიცის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 16 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-80 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    პომერანულ შპიცს გრძელი ფუმფულა ბეწვი ამშვენებს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების გრუმინგი ყოველ მეორე დღესაა რეკომენდირებული. წვრილი სავარცხლის ან უხეში ჯაგრისის გამოყენების შემთხვევაში, მათი ბეწვის საფარი იოლად შეიძლება დაზიანდეს. ფართოდ დაკბილული სავარცხელი ამ პროცედურისთვის იდეალურია. 

    პომერანული შპიცის ბეწვი ფერთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა, მათ, ძირითადად, თეთრ, კრემისფერ, ნაცრისფერ, ყავისფერ და შავ ფერეში შეხვდებით.