ზრდასრული შიბა ინუსთვის რეკომენდირებული საკვები სასიცოცხლოდ აუცილებელ ყველა ძირითად საკვებ ნივთიერებას სათანადო ოდენობით უნდა შეიცავდეს. სრულად დაბალანსებული საკვები საჭმლის მომნელებელი სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებასთან ერთად, ფეკალური მასისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სუნის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
კვების პროცესში, ძაღლის ასაკის გათვალისწინება, ხარისხიანი საკვების შერჩევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ზრდასრული ძაღლებისგან განსხვავებით, ლეკვებს განსხვავებული კვებითი საჭიროებები აქვთ. სწორედ ამიტომ, მათ სპეციალურად ლეკვებისთვის შექმნილი მაღალი ხარისხის საკვები ესაჭიროებათ.
კვების გრაფიკის შედგენაში საკვების შეფუთვაზე დატანილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ. თუმცა, თუ თქვენი კომპანიონი ცხოველის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით გსურთ გადაწყვეტილების მიღება, სასურველია დახმარებისთვის ნუტრიციოლოგს მიმართოთ.
როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ თქვენთვის საყვარელი საკვები შესაძლოა შიბა ინუსთვის მომწამვლელი აღმოჩნდეს. ამიტომ, მოერიდეთ მისთვის დამატებითი საკვების მიწოდებას და მაინც, თუ გულით მოისურვებთ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრთან საკვების გაზიარებას, უპირატესობა ისეთი უსაფრთხო ხილისა და ბოსტნეულის მცირე ნაჭრებს მიანიჭეთ, როგორიც ვაშლი, ბანანი, კიტრი, გოგრა, სტაფილო ან ბროკოლია.