ძაღლის ჯიშები

არგენტინული დოგი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

არგენტინული დოგი

თუ ათლეტური აღნაგობის მქონე, მცველ კომპანიონს ეძებთ, არგენტინული დოგი საუკეთესო არჩევანია თქვენთვის! მისი შთამბეჭდავი აღნაგობა ძალისხმევის გარეშე აღწევს საჭირო ეფექტს. გასაოცარი ფიზიკური შესაძლებლობები, მაღალი ინტელექტი და სწრაფი რეაგირების უნარი მას შესანიშნავ თანამგზავრად აქცევს. 

ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები მხოლოდ უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში ავლენენ ნამდვილ პიროვნებას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შიშისმომგვრელი გარეგნობის მიუხედავად, არგენტინული დოგი ძალიან თბილი და მოსიყვარულე კომპანიონია. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მეგობრული და მოსიყვარულე ბუნება
  • მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი
  • გამძლეობა
  • სისწრაფე
  • თავდაჯერებულობა
  • სიმამაცე
  • ენერგიულობა
  • დამცველობითი ინსტინქტი
  • გონიერება
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    არგენტინული დოგის სიმაღლე 61-69 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ჯიშის წარმომადგენელთა სხეულის სიგრძე, როგორც წესი, 94-107 სანტიმეტრს არ აღემატება.

    • წონა

    არგენტინული დოგის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 36-დან 54 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    არგენტინული დოგის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 66-93 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    არგენტინულ დოგს თეთრი ფერის, მოკლე ქურთუკი ამშვენებს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვი გლუვია და სხეულს მჭიდროდ ეკვრის. ამის გამო, მათი კუნთოვანი აღნაგობა კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. ქურთუკი, როგორც წესი, თეთრია, თუმცა ჯიშის ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლოა ღია ფერის პატარა ლაქები განუვითარდეს. როგორც წესი, ეს ლაქები მთელი სხეულის მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს შეადგენს. მოკლე ბეწვის გამო, არგენტინული დოგის მოვლა იოლია. ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს მხოლოდ კვირაში ერთხელ ესაჭიროებათ დავარცხნა. 

  • ჯიშის ხასიათი

    ნადირობისთვის გამოყვანილ ამ ძლევამოსილ ჯიშს ძლიერი მტაცებლური ინსტინქტი აქვს. თუმცა, სათანადო წვრთნისა და სოციალიზაციის შემთხვევაში, დოგი კომპანიონი ადამიანების მიმართ წარმოუდგენლ სითბოს და სიყვარულს ავლენს. 

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ინტელექტუალური შესაძლებლობებითაც გამოირჩევიან. თუმცა, კარგი მანერების შესასწავლად, საჭიროებენ მტკიცე ნებისყოფის მქონე ადამიანს, რომელიც პოზიტიური სასწავლო მეთოდების გამოყენებისას თანმიმდევრულია. წვრთნის დროს გამოჩენილმა სიმკაცრემ შესაძლოა სწავლების პროცესი შეაფერხოს. 

    სხვა ცხოველების ან უცნობი ადამიანების მიმართ გამოვლენილი პოტენციური აგრესიის თავიდან ასაცილებლად, სოციალიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალ გარემოსთან ადაპტაციის რაც უფრო მეტი პოზიტიური გამოცდილება აქვს დოგს, მით უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ის უცხო ადამიანებთან და ძაღლებთან მეგობრული იქნება.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. 

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ დაავადების დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

    კარდიომიოპათია

    კარდიომიოპათია გულის კუნთების გასქელებას იწვევს. დაავადებამ შესაძლოა გულის უკმარისობა და სხვა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გამოიწვიოს. გულის ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია. თუმცა, ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობა და მისი რეკომენდაციის საფუძველზე სპეციალიზებული დიეტის დაცვა გულის ჯანმრთელობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ზრდის ადრეულ ეტაპზე, არგენტინულ დოგს სპეციალურად დიდი ჯიშებისთვის ფორმულირებული ლეკვის საკვებით უნდა გავუმასპინძლდეთ. ეს საკვები თქვენი კომპანიონი ცხოველის სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს და მისი სახსრების განვითარებასაც სათანადოდ შეუწყობს ხელს. პროტეინით მდიდარი, მაღალი ხარისხის საკვები არგენტინული დოგის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების გარანტია.

    იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანმა წევრმა უკვე მიაღწია ზრდასრულ ასაკს, მას სპეციალურად ზრდასრული ძაღლებისთვის რეკომენდირებული საკვებით უნდა გავუმასპინძლდეთ. დღის განმავლობაში, ზრდასრულ არგენტინულ დოგს 2 ან 3 კვებაზე განაწილებული, 4-დან 5 ჭიქამდე მაღალი ხარისხის მშრალი საკვები ესაჭიროება. თუმცა, საკვების ეს ოდენობა ხშირად მათი  აქტივობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    კომპანიონი ცხოველის კვება თქვენს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. თუმცა, არის მომენტები, როდესაც პროფესიონალის რჩევას ოქროს ფასი აქვს. როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობა საუკეთესო გზაა თქვენი ოთხფეხა მეგობრის კვების სიხშირის დასადგენად. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    პირველი არგენტინული დოგი, 1928 წელს, არგენტინის რესპუბლიკის ცენტრალურ რეგიონში, კორდობის პროვინციაში დაიბადა. ჯიში დოქტორმა ანტონიო ნორეს მარტინესმა შექმნა. სელექციის პროცესში უკვე გადაშენებული კორდობის მებრძოლი ძაღლი, ბულდოგი, ბულტერიერი, ბოქსიორი, გერმანული დოგი, ესპანური მასტიფი, ირლანდიური მგლისმგუდავი, პირენეის მასტიფი და პოინტერი მონაწილეობდნენ.

    თავდაპირველად, არგენტინული დოგი საბრძოლო ძაღლად ითვლებოდა. თუმცა,  ნადირობის დროს გამოვლენილმა უნარებმა ჯიში მონადირეების საყვარელ კომპანიონად აქცია. ძალა, გამძლეობა, მკვეთრი ყნოსვა და გამბედაობა არგენტინულ დოგს არამხოლოდ გარეულ ღორებზე, არამედ, პეკარებსა და პუმებზე მონადირე საუკეთესო ჯიშად აქცევდა.