კატის ჯიშები

ეგზოტიკური მოკლებეწვიანი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

ეგზოტიკური მოკლებეწვიანი

ეგზოტიკური მოკლებეწვიანი სპარსული და ამერიკული მოკლებეწვიანი ჯიშების შთამომავალია. სხვა კომპანიონი ცხოველებისგან მას მშვიდი ტემპერამენტი და მოსიყვარულე ბუნება გამოარჩევს. ნაკლებად ენერგიული ტემპერამენტის მიუხედავად, ეგზოტიკური მოკლებეწვიანი ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობასთან ერთად, ახალი შეგრძნებების ძიების სურვილსაც ხშირად ავლენს.

მოვლასთან დაკავშირებული მინიმალური საჭირობა ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს დატვირთული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის შესაფერის კომპანიონად აქცევს. სიდინჯე და თავშეკავებულობა მათ ბავშვებსა და სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად ჰარმონიულად თანაცხოვრების შესაძლებლობასაც აძლევს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მოსიყვარულე ბუნება
  • სინაზე
  • სიმშვიდე
  • თავშეკავებულობა
  • ერთგულება
  • კომუნიკაბელურობა
  • ცნობისმოყვარეობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ეგზოტიკური მოკლებეწვიანის სიმაღლე 25-30 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 41-48 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ეგზოტიკური მოკლებეწვიანი 4.5 კილოგრამიდან 5.4 კილოგრამამდე იწონის. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ეგზოტიკური მოკლებეწვიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 8-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ეგზოტიკურ მოკლებეწვიანს მდიდრული ბეწვის საფარი ამშვენებს. ამ კომპანიონი ცხოველების ბეწვის ტექსტურას ხშირად აღწერენ, როგორც ხავერდოვანს. სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვი არც თუ ისე ხშირ, თუმცა, სტაბილურ მოვლას საჭიროებს.

  • ჯიშის ხასიათი

    მხიარული პიროვნებით და მოსიყვარულე ბუნებით ცნობილი ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატები მხიარული ხასიათის მიუხედავად, ნაკლებად აქტიურები არიან და უპირატესობას კომფორტულად დასვენებას ანიჭებენ.

    მეგობრული და კომუნიკაბელური ბუნება მათ შესანიშნავ კომპანიონად აქცევს იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მოვლასთან დაკავშირებული მინიმალური საჭირობის მქონე მოსიყვარულე კომპანიონს ეძებენ. ეგზოტიკური მოკლებეწვიანი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სპარსული კატის გარეგნობა ხიბლავს, თუმცა მისთვის დამახასიათებელ გრძელ ბეწვზე ზრუნვის დრო არ აქვს.

    სპარსული კატისთვის დამახასიათებელი მოზომილი ქცევის მიუხედავად, ეგზოტიკური მოკლებეწვიანი უფრო ცოცხალი და ცნობისმოყვარე ჯიშია. მშვიდი ქცევის მიუხედავად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ხშირად გამოთქვამენ ისეთ აქტივობებში ჩართვის სურვილს, რომლებიც მათ გონებასა და სხეულს გამოაცოცხლებს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბრაქიცეფალია

    ეგზოტიკური მოკლებეწვიანი ბრაქიცეფალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოკლე ცხვირითა და შევიწროებული ნესტოებით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნთქვის პრობლემებისადმი ხდებიან მიდრეკილი. ეს პრობლემა წონის მატებასთან ერთად უარესდება. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი საკვების მიღებას და წონის მონიტორინგს პრობლემის პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

    თავის ქალის ბრაქიცეფალიური სტრუქტურის გამო, ეგზოტიკური მოკლებეწვიანის დახურულ სივრცეში დიდხანს დატოვება განსაკუთრებით სახიფათოა. დახუთულ გარემოში ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს სუნთქვა უძნელდებათ და კრუნჩხვითი შეტევები უვითარდებათ. მოერიდეთ, აგრეთვე, თქვენს კომპანიონ ცხოველთან ერთად მზის გულზე გასეირნებას. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მზის პირდაპირი სხივები ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწოს დაგროვებას და სუნთქვის გაძნელებას იწვევს.

    კანის ინფექციები

    ეგზოტიკური მოკლებეწვიანისთვის დამახასიათებელი კანის ინფექციების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ალერგიული ფონია. შესაძლოა თქვენი ოთხფეხა მეგობარი საკვების ან გარემო ალერგენების  (მტვერი და ობი) მიმართ იყოს მგრძნობიარე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ალერგიით გამოწვეულ სიმპტომებს იოლად შეამჩნევთ. სიმპტომები კანის ქავილთან ერთად ბეწვის გადაჭარბებულ ცვენაშიც გამოიხატება.

    კანის დაავადებებთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასაცილებლად, სპეციალურად კატებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. აგრეთვე, სასურველია თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი შეძლებისდაგვარად მოარიდოთ ხორბალს, სიმინდს და სოიას. სხვა სპეციფიკური ალერგენების გამოსავლენად აუცილებლად ესტუმრეთ ნუტრიციოლოგს.

    შესაძლოა დაავადების გამომწვევი მიზეზი კომპანიონი ცხოველის კანზე მცხოვრები პარაზიტებიც იყვნენ, ამიტომ, რწყილების, ტკიპების და სხვა მავნებლების თავიდან ასაცილებლად ვეტერინარის მიერ რეკომენდებული ჰიგიენური პროდუქტები გამოიყენეთ.

    პოლიკისტოზი

    პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სითხით სავსე ცისტების ფორმირებას და თირკმელების ფუნქციის მოშლას იწვევს. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის პოლიკისტოზის გენის მატარებელი კომპანიონი ცხოველის იდენტიფიცირება და გამრავლების პროცესისთვის მათი შეუსაბამოდ გამოცხადებაა საჭირო.

    თირკმლის ფუნქციის მხარდასაჭერად შესაძლოა სპეციალიზებული დიეტის დაცვა გახდეს საჭირო. ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ გამოცდილ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზეა რეკომენდირებული. სისხლის ანალიზები, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა დაავადების მართვაში და მკურნალობის სტრატეგიის კორექტირებაში დაგეხმარებათ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    როდესაც საქმე ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატის კვებას ეხება, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. პირველ რიგში, მათი კვებითი მოთხოვნილებების გააზრება გვმართებს.

    სხვა კატების მსგავსად, ეგზოტიკური მოკლებეწვიანიც ხორცისმჭამელთა რიგებს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას რაციონში ხორცი ესაჭიროება. არჩევანი შეაჩერეთ მაღალი ხარისხის კომერციულ საკვებზე, რომელიც სპეციალურად კატების ნუტრიციოლოგიური საჭიროებებისა და მათი ასაკის, ზომისა და აქტივობის დონის მიხედვით არის შექმნილი.

    იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი საკვების მიღებაზე უარს არ ამბობს, გახსოვდეთ, რომ მისი პორციების კონტროლი თქვენი პასუხისმგებლობაა. ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესის გამო, წონის მატებისკენ მიდრეკილება ამ ჯიშისთვის განსაკუთრებით არის დამახასიათებელი.

    კომპანიონი ცხოველის საკვების შეფუთვაზე წარმოდგენილ მითითებებს მშვიდად შეგიძლიათ მიჰყვეთ, თუმცა ინდივიდუალური მეტაბოლიზმისა და აქტივობის დონის მიხედვით რუტინის კორექტირებისთვის, გირჩევთ, ნუტრიციოლოგს მიმართოთ.

    ბრაქიცეფალიური სახის სტრუქტურის გამო, შესაძლოა ეგზოტიკურ მოკლებეწვიანს საჭმლის დიდი ზომის გრანულების ღეჭვა გაუჭირდეს. შედარებით პატარა, საჭმელად მარტივი ნაჭრების ან სველი საკვების შერჩევამ შესაძლოა საჭმლის მონელების პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ეგზოტიკური მოკლებეწვიანის ისტორია მე-20 საუკუნის შუა წლებში, სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც საზოგადოებაში სპარსული კატის მოკლებეწვიანი ვერსიის შექმნის იდეა გაჩნდა. სასურველი იერის მისაღებად, სელექციონერებმა სპარსული კატა ამერიკულ მოკლებეწვიანთან შეაწყვილეს.

    სელექციონერების გარკვეულმა ნაწილმა სპარსულ კატასთან შესაწყვილებლად, ამერიკული მოკლებეწვიანის ნაცვლად, ბირმულის გამოყენება არჩია, ნაწილმა კი უპირატესობა რუსულ ცისფერ კატას მიანიჭა.

    მომხიბვლელი გარეგნობისა და პიროვნული თვისებების წყალობით, საზოგადოებრივი აღიარება ჯიშმა 1960-იან წლებში მოიპოვა. კატების მოყვარულთა ასოციაციამ (CFA) ეგზოტიკური მოკლებეწვიანი ოფიციალურად 1966 წელს აღიარა.