ძაღლის ჯიშები

უელსური კორგი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

უელსური კორგი

ამ პატარა, მაგრამ მტკიცე ნებისყოფის მქონე ძაღლებს გამორჩეული პიროვნება აქვთ. კორგები უაღრესად სოციალურები არიან და სიამოვნებით ატარებენ დროს კომპანიონი ადამიანების გვერდით. ისინი არამხოლოდ ოჯახებისთვის, არამედ მარტო მცხოვრები ადამიანებისა და სხვა შინაური ცხოველებისთვისაც შესაფერისი პარტნიორები არიან.

ამ გასაოცარი ჯიშისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელი, მოკლე ფეხები, მელას მსგავსი სახე და ზემოთ აღმართული ყურები აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. უელსური კორგის მილიონობით მოყვარულს შორის, ჯიშის ყველაზე ცნობილი გულშემატკივრები ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI და დედოფალი ელიზაბეტ II იყვნენ. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმამაცე
  • გონიერება
  • ერთგულება
  • მხიარულება
  • მეგობრული ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • მაღალი ენერგია 
  • ძლიერი იმუნიტეტი
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • კვირაში ერთხელ მოვლის საჭიროება
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    ზრდასრული კორგი სიმაღლეში 25-30 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ჯიშის წარმომადგენელთა სხეულის სიგრძე, ჩვეულებრივ,  56-66 სანტიმეტრს არ აღემატება.

    • წონა

    უელსური კორგის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი კორგი 10-დან 15 კილოგრამამდე იწონის. მდედრი კორგის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 13 კილოგრამს არ აღემატება.

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    უელსური კორგის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-76 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    კორგის სქელი, ამინდის მკაცრი პირობებისადმი მდგრადი საფარველი ამშვენებს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვი საშუალო სიგრძის არის და, როგორც წესი, ორი ფენისგან შედგება. სწორი, ოდნავ უხეში გარე ფენა ჩვენს ოთხფეხა მეგობარს მზის, წვიმისა და ქარის მავნე ზემოქმედეგისგან იცავს, ქვედა ფენა კი შესანიშნავი თბოიზოლატორია. უელსურ კორგს ძირითადად კრემისფერ, ხორბლისფერ, ჟღალ ან შავ ფერებში შეხვდებით.

    ჯიში ყოველდღიურად ბეწვის დიდ რაოდენობას კარგავს. ეს განსაკუთრებით გვიან გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში შეიმჩნევა. ამ პროცესის მართვას და ცვენის ინტენსივობის შემცირებას, კორგის კვირაში 2-3-ჯერ დავარცხნით შეძლებთ. 

  • ჯიშის ხასიათი

    კორგები მეგობრული და გონიერი პარტნიორები არიან. მცირე ზომის მიუხედავად, ისინი რეგულარულ ფიზიკურ და გონებრივ ვარჯიშს საჭიროებენ. პოზიტიური, ჯილდოზე ორიენტირებული წვრთნა პემბროკს ძირითადი ბრძანებებისა და ახალი ამოცანების დასწავლას კიდევ უფრო მეტად უადვილებს. 

    კორგები თავდაჯერებული და გონიერი ძაღლები არიან. თუმცა, სხვა ჯიშების  მსგავსად, წვრთნასთან ერთად  ადრეული სოციალიზაციაც მნიშვნელოვანია მათთვის. ადამიანებთან ინტერაქცია და მრავალფეროვან ადგილებთან ადაპტაცია მათ ყველასთვის საყვარელ, კეთილგანწყობილ კომპანიონებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. 

    ჯიში გამბედაობითაც არის ცნობილი. ეს ძაღლები ბუნებრივად ყურადღებიანები არიან, რაც მათ შესანიშნავ მცველებად აქცევს. ისინი ხმამაღალი ყეფით აფრთხილებენ მფლობელებს პერსონალური საჭიროების ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    დეგენერაციული მიელოპათია

    მიელოპათია ზურგის ტვინს აზიანებს. დაავადებას ტვინის გარეთ მიმდინარე პათოლოგიური პროცესები იწვევს. მიელოპათია ხშირად გადაადგილებასა და წონასწორობაზე პასუხისმგებელ უჯრედებზეც ზემოქმედებს. დაავადების სიმძიმის მიუხედავად, უელსური კორგის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის არაერთი გზა არსებობს. ასეთ დროს ვეტერინართან კონსულტაცია საუკეთესო გამოსავალია. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ერთ წლამდე ასაკის კორგი სპეციალურად ლეკვებისთვის შექმნილი საკვებით უნდა იკვებებოდეს. ლეკვის ფორმულა ყველა იმ აუცილებელ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ძაღლს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში ეხმარება. 

    ჩვეულებისამებრ, უელსური კორგის ლეკვები დღეში 3-4-ჯერ უნდა გამოვკვებოთ. საკვების რეკომენდირებულ ოდენობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, პროდუქტის შეფუთვაზე დატანილ ინსტრუქციას მიჰყევით. ინდივიდუალური რეკომენდაციების მისაღებად კი ნუტრიციოლოგს დაუკავშირდით.

    ერთი წლის შემდეგ თქვენი კორგი ზრდასრული ძაღლებისთვის ეტიკეტირებულ საკვებზე უნდა გადავიდეს. ამ ეტაპზე, მათთვის ორჯერადი კვებაა რეკომენდირებული. პრემიუმ ხარისხის საკვები ვიტამინებისა და მინერალების სწორი ბალანსით სრულად დააკმაყოფილებს თქვენი ოთხფეხა მეგობრის კვებით საჭიროებებს. 

    იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრთან საკვების გაზიარება და ამ გზით მათთან ემოციური კავშირის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება გსურთ, უპირატესობა ძაღლებისთვის უსაფრთხო ისეთ ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ, როგორიც სტაფილო, მოცვი, კიტრი ან ვაშლია. 

    ზრდასრული ძაღლის პრემიუმ ხარისხის საკვები ვიტამინებთან ერთად პრობიოტიკებს, ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, გლუკოზამინსა და ქონდროიტინსაც შეიცავს. პრობიოტიკები საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას აუმჯობესებენ, იმუნიტეტს აძლიერებენ და ალერგიულ რეაქციებსაც მკვეთრად ამცირებენ. 

    პრემიუმ ხარისხის საკვების დადებითი გავლენა ძაღლის ჯანმრთელობაზე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მასში შემავალი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, გლუკოზამინი და ქონდროიტინი სახსრების, თვალისა და გულის ჯანმრთელობასაც საგრძნობლად აუმჯობესებენ. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    უელსური კორგი, მე-10 საუკუნეში, ვიკინგების მიერ უელსში ჩამოყვანილი შვედი ვალჰუნდებისგან წარმოიშვა. ეს ძაღლები უელსის ადგილობრივ მესაქონლე ჯიშებთან შეწყვილდნენ და შედეგად უელსის კორგი დაიბადა. ჯიშის სახელწოდებაც, სავარაუდოდ, სწორედ უელსური ენიდან მომდინარეობს. უელსურად „კორ“ შეგროვებას ან ჯუჯას, „გი“ კი ძაღლს ნიშნავს. 

    ტრადიციულად, პემბროკებს უელსელი ფერმერები საქონლისა და ცხვრების სამწყემსად იყენებდნენ. მათი მოვალეობა პირუტყვის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა იყო. მცირე ზომა და სისწრაფე მათ ამ საქმიანობის ეფექტურად შესრულების შესაძლებლობას აძლევდა. თუმცა, ეს სამუშაო ძლიერ ხასიათსა და გამძლეობასაც მოითხოვდა. შრომისმოყვარე ბუნებამ, გონიერებამ და ლოიალობამ ჯიში ფერმერებისთვის საყვარელ კომპანიონად აქცია.

    საერთაშორისო აღიარება ჯიშმა მხოლოდ მე-20 საუკუნეში მოიპოვა. 1933 წელს, დედოფალმა ელიზაბეტ II-მ მამისგან, მეფე ჯორჯ VI-ისგან საჩუქრად პირველი უელსური კორგი, დუკი, მიიღო. მოგვიანებით, სამეფო ოჯახს მეორე კორგი, ჯეინი შეუერთდა. ჯეინმა მალევე გააჩინა ლეკვები და სამეფო ოჯახში კორგის ტრადიციაც სწორედ აქედან დაიწყო.