ძაღლის ჯიშები

ბოსტონ ტერიერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ბოსტონ ტერიერი

“ამერიკელი ჯენტლმენის” სახელით ცნობილი ბოსტონ ტერიერი მომხიბვლელი პიროვნებითა და კომპაქტური ზომით ცნობილი, საყვარელი კომპანიონია. ეს კეთილგანწყობილი, ექსტროვერტი ძაღლები მშვენიერი ოთხფეხა მეგობრები და ოჯახის მნიშვნელოვანი წევრები არიან. ცხოვრების მთავარი ბედნიერება მათთვის კომპანიონი ადამიანების გვერდით გატარებული დროა. სწორედ ამიტომ, ბოსტონ ტერიერი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც მხიარულ და ენერგიულ თანამგზავრს ეძებს. 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ძაღლები კარგად ეგუებიან სხვა შინაურ ცხოველებს და კატებთან ერთადაც ჰარმონიულად თანაცხოვრებენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათთან ერთად იზრდებიან. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრებისთვის ბავშვებთან ინტერაქციაც დიდი სიამოვნებაა.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • კვირაში ერთხელ მოვლის საჭიროება
  • მეგობრული ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • კომუნიკაბელურობა
  • გონიერება
  • მხიარულება
  • ენერგიულობა 
  • სიფხიზლე
  • ცნობისმოყვარეობა
  • ექსპრესიულობა
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    მდედრი და მამრი ბოსტონ ტერიერები სიმაღლეში 38-43 სანტიმეტს აღწევენ. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 56-61 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    • წონა

    ბოსტონ ტერიერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 4.5-დან 11.5 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბოსტონ ტერიერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 13-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 68-76 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    ბოსტონ ტერიერის მოკლე, გლუვ ბეწვს მბზინავი იერი და სასიამოვნო ტექსტურა გამოარჩევს. უნიკალური შავ-თეთრი შეფერილობის გამო, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვს ხშირად “სმოკინგსაც” კი ადარებენ. ბოსტონ ტერიერის ბეწვზე ზრუნვა დიდ დროსა და ენერგიას არ საჭიროებს. ბუნებრივი ზეთების მთელს სხეულზე გადასანაწილებლად და ბეწვის ცვენის ინტენსივობის შესამცირებლად, ამ კომპანიონ ცხოველებს მხოლოდ კვირაში ერთხელ ესაჭიროებათ რბილი ჯაგრისით დავარცხნა. 

  • ჯიშის ხასიათი
  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები
  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება
  • ჯიშის წარმოშობის ისტორია