ძაღლის ჯიშები

გერმანული დოგი

  • ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

გერმანული დოგი

გერმანული დოგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძაღლის ჯიშია. ოდესღაც ცნობილი როგორც კერძო საკუთრების პრესტიჟული მცველი, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრი დღეს მოსიყვარულე “ნაზი გიგანტი” და ადამიანის ერთგული მეგობარია

1969 წელს, Warner Bros. Entertainment-ისთვის შექმნილი პერსონაჟი, Scooby-Doo ყველაზე ცნობილი გერმანული დოგია. სკუბი ჯიშის იუმორისტულ მხარეს და მოსიყვარულე ბუნებას წარმოგვიდგენს. გერმანული დოგის სკუბი-დუსთან ასოციაციამ ჯიში მხიარულებისა და ერთგულების სიმბოლოდ აქცია.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • თანდაყოლილი დამცველობითი ინსტინქტი
  • ერთგულება
  • სიმშვიდე
  • საიმედოობა
  • მეგობრული ტემპერამენტი
  • მომთმენი ხასიათი
  • აქტიური ვოკალიზაცია
    • ზომა

    მდედრი გერმანული დოგი სიმაღლეში 71-76, მამრი გერმანული დოგი კი 76-81 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, თუ მდედრი გერმანული დოგის სიგრძე 90-98 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს, მამრი გერმანული დოგის  შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 98-109 სანტიმეტრს აღწევს.

    • წონა

    გერმანული დოგის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი გერმანული დოგი 64-79 კილოგრამამდე იწონის. მდედრი გერმანული დოგის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 50-64 კილოგრამს შეადგენს.

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    გერმანული დოგის სიცოცხლის ხანგრძლივობა 8-დან 10 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-79 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    გერმანული დოგის მოკლე ბეწვი მინიმალურ მოვლას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს ბეწვი იშვიათად სცვივა, მისი ზომის გათვალისწინებით, ეს პროცესი მაინც შესამჩნევია. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ბეწვის ცვენის ინტენსივობა იმატებს. ამ პერიოდში თქვენი გერმანული დოგის ყოველდღიურ დავარცხნას გირჩევთ. ჯიშის წარმომადგენლებს ბანაობა, როგორც წესი, თვეში ერთხელ ან ორჯერ ესაჭიროებათ.